კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

– გუშინ ცოლს „მერსედესი“ ვუყიდე... 200 კილომეტრი საათში და – უცბად მოვიშორე. ახლა უკვე თავისუფალი ვარ... მაგარია!

– აუ‚ მეც ეგრე მოვიქცევი!

შემდეგ შეხვედრაზე:

– აბა‚ როგორ ხარ?

– ეჰ‚ სად მაქვს მაგის ბედი... ვუყიდე „მერსედესი“‚ „კამაზის“ ქვეშ შეძვრა. „მერსედესი“ ჯართია‚ ცოლი – ნაკაწრის გარეშე.

– შენც „ბეემვე“ უყიდე.

შემდეგ შეხვედრაზე:

– აბა, რა ქენი‚ უყიდე?

– ვუყიდე.

– ხიდიდან გადაფრინდა. „ბეემვე“ ქაღალდივით არის დაპრესილი‚ თვითონ – სილურჯის გარეშე.

– „იაგუარი“ ხომ არ გესინჯა?

შემდეგ შეხვედრაზე:

– აბა‚ რა ქენი?

– მაგარია... გარაჟშივე დაღრღნა...

***

სკოლაში:

– ეკუნა‚ გამოდი დაფასთან და დაწერე წინადადება‚ რომელშიც გამოყენებული იქნება სიტყვები: ქალიშვილი და ტყე.

ეკა: ქალიშვილი გამოვიდა ტყიდან.

– ძალიან კარგი, კოკა‚ ახლა შენ გამოდი და ეს წინადადება უარყოფითად გადააკეთე.

კოკა: არაქალიშვილი გამოვიდა ტყიდან.

– კოკა‚ ეს არასწორი წინადადებაა‚ გამოასწორე შეცდომა!

– ოო‚ მასწ‚ ამ შეცდომას უკვე ვეღარავინ გამოასწორებს... მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაჰყვება.

***

პატარები:

– მოდი, „ადამი და ევა“ ვითამაშოთ.

– როგორ?

– შენ დამიწყებ ცდუნებას – ვაშლი შეჭამეო‚ მეც შევჭამ.

***

– ბიჭო‚ ჩვენ მოვუგებთ რუსებს!

– როგორ?

– რა აქვთ მაგათ? უსმინე: – „პუშკა“; ჩვენ კიდევ – „ზარ-ბა-ზანი“.

***

შეწუხებულმა ქალმა შესჩივლა მეგობარს:

– ვერა და ვერ შევაჩვიე ჩემი ქმარი წესრიგს‚ სულ სხვადასხვა ადგილზე მალავს საფულეს...

***

პატარა თათიას ეკითხებიან:

– ვინ უფრო ლამაზია‚ დედა თუ მამა?

– არ გიპასუხებ‚ დედას ეწყინება.

***

მასწავლებელი:

– რა ფორმისაა დედამიწა?

– მრგვალი.

– რა იცი‚ რომ მრგვალია?

– იყოს ოთხკუთხედი‚ თქვენ მაინც ვერ შეგედავებით.

***

შვილის აზრი მშობლებზე:

5 წლისა – ძალიან ჭკვიანები არიან‚ ყველაფერი იციან.

10 წლისა – არც ისე ჭკვიანები არიან და ბევრი რამ არ იციან.

20 წლისა – საერთოდ გაგებაში არ არიან‚ რა ხდება ამ ქვეყანაზე.

30 წლისა – კარგი იქნებოდა‚ თავის დროზე მათთვის დამეჯერებინა.


скачать dle 11.3