კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გულს კუნელი უყვარს

გულის კუნთის მუშაობის გასაუმჯობესებლად ხალხური მედიცინა დაგეხმარებათ. გულის დაავადებების წინააღმდეგ ბევრი სამკურნალო მცენარე გამოიყენება, თუმცა, კუნელი მათ შორის ნამდვილად გამორჩეულია. მას განსაკუთრებით კარგი ეფექტი აქვს და სწრაფად მოქმედებს.

გულის უკმარისობის, სისუსტის, ქოშინის დროს, მიიღეთ თითო კოვზი ნედლი კუნელის ნაყოფი, დღეში სამჯერ.

მოციმციმე არითმიის დროს, სასარგებლოა ორი სადილის კოვზი კუნელის წვენის მიღება, დღეში ორჯერ.

გულის არეში ტკივილის შეგრძნების, ტაქიკარდიის, უძილობის, საერთო სისუსტის დროს, ერთ სადილის კოვზ კუნელს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. დადგით ერთი საათით. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ მესამედი ჭიქა ნაყენი, დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის ან თავბრუსხვევის დროს, ნახევარ ჩაის ჭიქა თესლგამოცლილ ნაყოფს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ კარგად შეფუთეთ. მთელი ღამე ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა შემთბარი ნაყენი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში სამჯერ.


скачать dle 11.3