კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის საშიში კანზე გაჩენილი სისხლჩაქცევები

მენინგიტი ზურგისა და თავის ტვინის გარსის ანთებაა. დაავადების ერთ-ერთი კლინიკური ფორმაა ელვისებური მენინგოკოკცემა, რომელიც მფრინავი მენინგიტის სახელით არის ცნობილი. პათოლოგია საკმაოდ მძიმე ფორმით იწყება, მიმდინარეობს შოკურად და ადეკვატური მკურნალობა თუ არ ჩატარდა, ადამიანის სიკვდილი გარდაუვალი ხდება.

დაავადების გამომწვევია მენინგოკოკური ინფექციის გამომწვევი მენინგოკოკი, რომელიც ბაქტერიაა. ის ანტიბიოტიკებით მკურნალობას არ ექვემდებარება. მენინგოკოკის ბაქტერია გარემო პირობების მიმართ არამდგრადია: ის მალე იღუპება, ცუდად იტანს დაბალ ტემპერატურას, მზის სხივებს, ულტრაიისფერ სხივებს, სადეზინფექციო ხსნარებს და 100 გრადუს ტემპერატურაზე კვდება. ინფიცირებისთვის კი ინფექციის წყაროსთან ახლო კონტაქტია საკმარისი.

მენინგოკოკური ინფექციით ყველა ასაკის ადამიანი შეიძლება, დაავადდეს. მისთვის დამახასიათებელია სეზონურობაც. ავადმყოფობის შემთხვევები ძირითადად ზამთარში და გაზაფხულზე ფიქსირდება, კერძოდ კი მაშინ, როცა იმატებს ტემპერატურის ცვალებადობა და ტენიანობა.

მენინგოკოკთან ადამიანის ყოველი შეხება, საბედნიეროდ, ტვინისა და მისი გარსის ანთებით არ მთავრდება. ხშირად, ჩვენი იმუნური სისტემა ცხვირ-ხახის ლორწოვანში შეჭრილ მენინგოკოკს უფრო შორს გავრცელების საშუალებას არ აძლევს. ამის შედეგად, არ არის გამორიცხული, ადგილობრივად განვითარდეს ანთებითი პროცესები. ცხვირ-ხახის ლორწოვანის ანთების, ანუ, მენინგოკოკური ნაზოფარინგიტის დროს, სიცხე იმატებს, ჩნდება ტკივილი ყლაპვისას, ძნელდება სუნთქვა ცხვირით, ასევე, აღინიშნება მშრალი ხველა.

მენინგიტის დროს ადამიანს აწუხებს თავის აუტანელი ტკივილი, იწყება ღებინება, გაღიზიანება, ჰალუცინაციები და ბოდვა. თუ ანთებითი პროცესი გარსის გარდა ტვინის ნივთიერებაზეც გავრცელდა, ვითარდება დაავადება მენინგოენცეფალიტი, რომელიც ძალიან მძიმედ მიმდინარეობს.

დაავადების ძირითადი ნიშანია გამონაყარი, ასევე, სისხლჩაქცევები ხელებზე, ფეხებზე, ბარძაყზე, დუნდულასა და სახეზე, რაც დაავადების სიმძიმეზე მეტყველებს.


скачать dle 11.3