კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა აღნიშნოს ქრისტიანმა ბზობის დღესასწაული და რა მნიშვნელობა აქვს ამ დღეს ჩვენს ცხოვრებაში

17 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს, რომლის დროსაც ქრისტიანები უკვე ტრადიციულად, მიდიან ეკლესიაში, ესწრებიან წირვა-ლოცვას და ბზას აკურთხებენ. როგორი მნიშვნელობა აქვს ბზობის დღესასწაულს, როგორ უნდა შეხვდეს ადამიანი ამ დღეს, ამის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):

– ბზობის დღესასწაული დიდ სიხარულთან არის დაკავშირებული, რადგან, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვზეიმობთ მაცხოვრის ბრწყინვალე შესვლას იერუსალიმში. ამ დღეს მაცხოვარს ხალხი ეგებება, როგორც განმათავისუფლებელს, მხსნელს, მეუფეს. გზაზე უფენდნენ პალმის, ბზის რტოებს, ბევრი საკუთარ სამოსსაც უფენდა, ოვაციებითა და შეძახილებით ეგებებოდნენ. ეს იყო იმის გამოხატულება, რომ ხალხი მზად იყო დახვედროდა თავის მეუფეს, მბრძანებელს, როგორადაც მას აღიარებდნენ. მათი მიდგომა არასწორი იყო, რადგან ისინი მაცხოვარს ელოდებოდნენ, ხვდებოდნენ არა როგორც ზეციურ მბრძანებელს არამედ, როგორც ამქვეყნიურ, მიწიერ მბრძანებელს და იმედი ჰქონდათ, მაცხოვარი გამეფდებოდა და გაათავისუფლებდა ამქვეყნიური მბრძანებლებისგან, გააბატონებდა მათ, ებრაელ ერს სხვა ერზე. რა თქმა უნდა, ეს თემა სცილდება ამ დღესასწაულის მნიშვნელობას. ჩვენ ვიცით, რომ მარხვა სხვა არაფერია, თუ არა მზადება უფალთან შესახვედრად, მოლოდინი აღდგომის დღესასწაულისა. თუ საკითხს სულიერი თვალსაზრისით შევხედავთ, მარხვაზე მყოფი ადამიანი 40 დღეში გადის იმ გზას, რომელსაც ებრაელი ერი გადიოდა 40 წელიწადს და ისინი ამ ხნის განმავლობაში ვერ აღწევდნენ, ვერ პოულობდნენ აღთქმულ მიწას, სადაც ისინი სულიერად განისვენებდნენ, გაიხარებდნენ. ეს მარხვა სწორედ სულიერი წვრთნაა, სულიერი მზადება და სულიერი სვლა, შეხვედრა უდიდეს დღესასწაულთან. ბზობა ის დღეა, როდესაც ადამიანი კიდევ ერთხელ ეზიარება უფლის სიხარულს და იმავდროულად, გარკვეულწილად სინანულსაც გამოხატავს. ბზობა დიდი დღესასწაული, სიხარულია, უფალი შედის დიდებით იერუსალიმში. ხალხიც ხვდება დიდებით, მაგრამ სამწუხაროდ, ერთ კვირაში ის ადამიანები მაცხოვარს ჯვარს აცვამენ. ამიტომ, ყველა ქრისტიანი ამას უნდა აცნობიერებდეს, ამაზე უნდა ფიქრობდეს. შესაბამისად, თუ ჩვენ გვიხარია მაცხოვრის შესვლა იერუსალიმში, იმავდროულად, მეხსიერებაში მკაფიოდ იხატება ის სულიერი გრძნობა, განცდა – რომ მაცხოვარს იგივე ხალხი, რომელიც ეგებებოდა დიდებით, მომავალში უღალატეს მას. მაცხოვარი შედის იერუსალიმში და ჩვილებიც, რომლებსაც ჯერ მეტყველება არ შეეძლოთ, ღაღადებდნენ: ოსანა, ძესა ღვთისასა, დიდება მეუფეს ისრაელისას! ფარისევლები კი ამ დროს მაცხოვარს ეუბნებოდნენ: უთხარი ამათ, რომ დადუმდნენ, ქების სიტყვები არ თქვანო. მაცხოვარი კი პასუხობდა: ესენი შეიძლება დადუმდნენ, მაგრამ მათ მაგივრად ქვები დაიწყებენ ღაღადსო. ასე რომ, ჩვენთვის ბზობა ძალიან დიდი დღესასწაულია, მაგრამ ეს მხოლოდ ნაკურთხი ბზის სახლში წაღება არ არის, ადამიანმა უნდა გააცნობიეროს მთავარი არსი და დანიშნულება ამ დღესასწაულისა. ჩვენ ერთი კვირა დაგვრჩა იმისთვის, რომ უფალთან ერთად თანაჯვარსვეცვათ, უფალთან ერთად გავიაროთ წამების, გლოვის, მწუხარებისა და სულიერი შევიწროების დღეები, უფალთან ერთად ავიდეთ გოლგოთაზე. ბზობის დღესასწაული არის ძალიან დიდი სიხარული, დაკავშირებული მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლასთან და ამავე დროს, ეს არის ჩვენი დაფიქრების დღე, იმის გახსენება, რომ უფალი ერთ კვირაში უნდა ეცვას ჯვარს და მესამე დღეს დიდებით აღდგეს. ანუ, ბზობიდან ვიწყებთ ამ ყველაფრის გახსენებას, გაცნობიერებას და მზადებას უფალთან ერთად წამებისთვის, ჯვარცმისთვის.

– დღესაც ზუსტად ასე ხდება, ადამიანები ადიდებენ ღმერთს, მაგრამ თუ ვერ მიიღებენ თუნდაც მატერიალურ კეთილდღეობას, მერე ისინი უფალს ყვედრიან, ხშირად მის უარყოფამდე მიდიან.

– ყველა დღესასწაული სიხარულის დღეა და ყველა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, როგორ შეხვდეს ამ დღეს, როგორ აქციოს ეს სიხარული პირად სიხარულად, ცხოვრების წესად. ეკლესია სწორედ რომ ერთობაა, სიხარული, სიყვარული, სადაც ადამიანები ცხონების, გადარჩენის გზებს სწავლობენ. თუმცა, უცბად ვერ იღებენ. ადამიანი, რომელიც მოდის ეკლესიაში ხარების, ბზობის დღესასწაულზე, თუნდაც აღდგომას, აქვს იმის სურვილი, რომ ჩაებას ეკლესიურ ცხოვრებაში, საკუთარი სულის გადარჩენის წესში. მან უნდა გააცნობიეროს ერთი რამ, როგორც პავლე მოციქული ამბობს, თუ ვინმე აპირებს გახდეს ქრისტიანი, დაიწყოს ზნეობრივი, სულიერი, სარწმუნოებრივი ცხოვრება, რა თქმა უნდა, მან თავი განსაცდელისთვის უნდა გაამზადოს. ეკლესიური ცხოვრება დღესასწაულებზე დასწრება, დიდი და პატარა მარხვის დაცვა, არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი მოგვარდება. თან, ჩვენ ამ ცხოვრებაში ვგულისხმობთ ზედაპირულ, ფიზიკურ, ფინანსურ, მატერიალურ მდგომარეობას, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანისთვის ღირებული, უპირველეს ყოვლისა, სულიერი კრიტერიუმები და ღირებულებებია. თუ ადამიანი სულიერად ვითარდება, აზროვნებს, სწავლობს, მაშინ ის აუცილებლად მიხვდება, რომ ყველაზე მთავარი მის ცხოვრებაში სულიერი მხარეა. ადამიანი სულიერი არსებაა და ის თუ სულიერად ფიქრობს, დღეს ან ხვალ მოძღვრის, სხვა ადამიანების დახმარებით, რომლებსაც ამ საკითხში მეტი ცოდნა გააჩნიათ, გაიგებს, რომ მისთვის სულიერი მხარე უპირატესია. ხშირად ადამიანები, როდესაც ეკლესიაში მოდიან, ფიქრობენ, რომ მათი ცხოვრება მაშინვე დალაგდება. რა თქმა უნდა, უნდა დალაგდეს, გამოსწორდეს, რადგან ეკლესია ის კრებულია, ის ემბაზია, სადაც ცოდვილები განიწმიდებიან, სულიერი გარდაქმნის გზას გადიან, მაგრამ ამ ყველაფერს სულიერი მიდგომა სჭირდება და არა ზედაპირული. შეიძლება, ადამიანმა საკუთარი ინტელექტით პირადი ცხოვრება მოიწყოს, მაგრამ სულიერ ცხოვრებას ვერაფრით მოიწყობს, რადგან ამას სულიერი ვარჯიში, წვრთნა სჭირდება. ადამიანებს გააჩნიათ სწრაფვა სიყვარულისკენ, სიმშვიდისკენ, სულიერი კომფორტისკენ და თუ ამას მიაღწევენ, სულიერად წარემატებიან, მაშინ გარეგნული მხარეებიც თავისთვად მოგვარდება. მაგალითისთვის, ადამიანი აკეთებს შედარებას, სხვა თუ მდიდარია, მე რატომ არ ვარ მდიდარიო. რა თქმა უნდა, ადამიანმა უნდა იწვალოს, იშრომოს, რომ რაღაცას მიაღწიოს, მაგრამ ხშირად ასე არ ხდება, ანუ „მინდასა“ და „შემიძლიას“ შორის კონფლიქტია. მაგრამ, თუ უფალი დაინახავს, რომ ეს ადამიანი იმსახურებს სიმდიდრეს – გონიერად, სულიერად წარმართავს მას და არა მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენებს, არამედ სხვა ადამიანებსაც დაეხმარება, სულიერად არის მომწიფებული, მას უფალი ამ ყველაფერს აუცილებლად მიმადლებს. უფალი ხედავს ადამიანის გულს და თუ ის ამისთვის არ არის მზად, რა თქმა უნდა, ვერ მიიღებს იმას, რაც უნდა, მით უმეტეს, უშრომელად, მეცადინეობის, სულიერების გარეშე. ასე რომ, ადამიანმა ტაძარში იმისთვის უნდა იაროს, რომ მისი სულიერი მდგომარეობა მოგვარდეს, გამოსწორდეს და შემდეგ ფიზიკური მხარეები, ყოფიერებაც მოგვარდება.

– მაცხოვარი იერუსალიმში გაუხედნავ კვიცზე ამხედრებული შედის, რომლის მოყვანასაც თავად სთხოვს მოციქულებს.

– მაცხოვარი იესო ქრისტე სამპიროვანი ღმერთის მეორე ჰიპოსტასია. მისთვის შეუძლებელი არაფერია – რაც იცის მამა ღმერთმა, ის იცის მაცხოვარმა და ის იცის სულიწმიდამ. მას შეეძლო იერუსალიმში ცხენზე ამხედრებული შესულიყო, მაგრამ ცხენი არის სიმბოლო ბრძოლის, გამარჯვების, შესაბამისად, მასზე ამხედრება და ისე შესვლა, ნიშნავს გამარჯვებას, აღზევებას. გაუხედნავი კვიცი კი არის მორჩილების, თავმდაბლობის სიმბოლო და როდესაც მაცხოვარი გაუხედნავ კვიცზე ამხედრებული შედის, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მაცხოვარი არა ამქვეყნიური, არამედ ზეციური დიდებისთვის შედის იქ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თავმდაბლობითა და სიმშვიდით მოიპოვება. ანუ, მაცხოვარი გვაძლევს იმის მაგალითს, რომ ჩვენ, ადამიანებმა, უფლისგან ძალიან ბევრი უნდა ვისწავლოთ, მორჩილება, თავმდაბლობა, სიყვარული და ამით მოვიპოვებთ არა მხოლოდ იმ დღესასწაულების, არამედ ზეციურ მადლსაც და წყალობასაც.

– როგორ უნდა აღნიშნოს ადამიანმა ბზობის დღესასწაული?

– ამ დღეს გვმართებს იმ სიხარულის განცდა, რაც ამ დღესასწაულს თან ახლავს. თუ ჩვენში რაიმე სევდა, სულიერი დაბნეულობაა, პრობლემები გვაქვს, გვირჩევნია, ეს ყველაფერი უკან მოვიტოვოთ და ყველამ ერთად ეს დიდი დღე ვიდღესასწაულოთ. უპირველეს ყოვლისა, დავესწროთ წირვას, მივიღოთ მადლი, წყალობა და შემდეგ შეგვიძლია, ეს გავუზიაროთ ჩვენს მეგობრებს, ახლობლებს. წირვის შემდეგ შეიძლება ტრაპეზი გაიშალოს, რომელიც ქართულ სინამდვილეში წირვის გაგრძელება იყო და ერთმანეთს დიდი სიხარული გავუზიაროთ. თუმცა, ამ ყველაფერშიც ზომიერების დაცვაა საჭირო. ერთმანეთს უნდა გადავცეთ სიყვარული, ნუგეში და ეს დღეც უნდა გავატაროთ ისე, რომ დავესწროთ წირვას, ადამიანებს სიხარული, სიყვარული გავუზიაროთ.


скачать dle 11.3