კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შეფასება მისცა დაიან პერნემ „ჯორჯიან ფეშენ-ვიქს“ და რა ტენდენციები შემოგვთავაზეს ქართველმა დიზაინერებმა მომავალ სეზონზე

უკვე მესამედ, საქართველოს მოდის კვირეულმა დიზაინერები, მოდის კრიტიკოსები, მოყვარულები და ბომონდის ნაღები ერთად შეკრიბა, სადაც ისევ იყო პირველ რიგში ჯდომის დაუოკებელი სურვილი, ორი დღით ადრე ნაყიდი ტანსაცმლის გამოფენა, ბევრი ქილიკი და ცოტა გულწრფელი კომპლიმენტები კოლექციებთან დაკავშირებით. მაგრამ, კრიტიკა, არმოწონება, დაწუნება – ყველაზე ადვილია და ამაში უკვე კარგად ვართ გაწაფულები, „ფეშენ-გრუპი” კი ცდილობს, რაც შეიძლება დადებითი კუთხით დაანახვოს სტუმრებს ესა თუ ის შემოქმედი.

2011-2012 წლის შემოდგომა-ზამთრის მოდის კვირეულს აშკარად აკლდა ისეთი პომპეზური გახსნა, რითაც ოქტომბერში ავთანდილის გრანდიოზული ჩვენება გამოირჩეოდა. წელს „ავთანდილი” საერთოდ არ მონაწილეობდა კვირეულში. ძველი და კარგად ნაცნობი დიზაინერებიდან კვირეულში მონაწილეობა არ მიუღია ბიჭოლასაც, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძესთან ერთად მასშტაბური ჩვენება ჰქონდა კიევში. სამაგიეროდ, კვირეულს ძველი ახალი სახეები შეემატნენ, მათ შორის ზალიკო ბერგერი. აღსანიშნავია, რომ კვირეულის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ახლო მოდური კონტაქტების დამყარება მეზობელ ქვეყნებთან. ნური და ფაჰრია ხალაფოვა იმ სტილის სამოსით წარდგნენ ქართველი მაყურებლის წინაშე, რომელიც მათ ქვეყანაში მოდური და ტენდენციურია, თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენს ქვეყანაში ასე არ იცვამენ. ქართულ ხასიათთან და ჩაცმის სტილთან შედარებით ახლოს იყო მარკო კორსო, რომელიც ასევე მოწვეული სტუმრის ამპლუაში იღებდა მონაწილეობას კვირეულში.

ქართველმა დიზაინერებმა საკმაოდ საინტერესო და ფერადი კოსტიუმები შემოგვთავაზეს. ფერადოვნება აუცილებლად ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რადგან ჩვენი დიზაინერები იმ ფეხის ხმას არიან აყოლილნი, რასაც მსოფლიო ტენდენციები გვთავაზობს. მოდურად გამოიყურები თუ მაღალქუსლიან ყვითელ ფეხსაცმელზე წითელი წინდა გაცვია, ნარინჯისფერ კაბაზე – მწვანე ჟაკეტი, ჟოლოსფერ პიჯაკს ცისფერ შარვალს უხამებ... ეს ზოგადი ტენდენცია „ჯორჯიან ფეშენ-ვიქზეც“ კარგად გამოიკვეთა, მაგრამ, იყვნენ ისეთებიც, ვინც საყვარელ, შეუცვლელ კრემისფერსა და შავს არ უღალატა. მრავალფეროვნება ამ კვირეულზე ნამდვილად იყო. როგორ შეფასდა ეს ყველაფერი, რა გამოხმაურება ექნება მსოფლიო მედიაში, ჯერჯერობით არ ვიცით. ჩვენ მხოლოდ ერთს ვხედავდით, რომ პირველ რიგებში მსხდომი მოდის კრიტიკოსები, ბლოგერები და ჟურნალისტები საკმაოდ სერიოზული, დაკვირვებული სახით ათვალიერებდნენ თითოეულ კოლექციას. მათ შორის, განსაკუთრებულ ყურადღებას, რა თქმა უნდა, დაიან პერნე იწვევდა, რომლის დასწრება ამა თუ იმ დეფილეზე ნამდვილი მიღწევაა. დაიან პერნემ „ჯორჯიან ფეშენ-ვიქის“ ფარგლებში მოაწყო მის მიერ დაარსებული ფესტივალის „ე შეიდიდ ვიუ ონ ფეშენ ფილმის” პრეზენტაცია.

მოდის კვირეული სტამბულში მოღვაწე ქართველი დიზაინერის – გიორგი ამირეჯიბის ჩვენებით დასრულდა, რომელიც, ჩემი სუბიექტური აზრით, ყველაზე დახვეწილი, დასრულებული კოლექცია იყო თავისი იდეით, თემით, ფერებითა და ქსოვილების ხარისხით. დეფილემ ყველაზე მეტი ტაში და „ბრავო“ დაიმსახურა. იმედს ვიტოვებთ, რომ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მოწოდებას გიორგის შემოქმედებაზე უახლოეს მომავალში შევძლებთ.


скачать dle 11.3