კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა

ქართული გვარ-სახელები



ნინუა

გვარის ფუძეა ქალის საკუთარი სახელი ნინო. ნინო ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქალის სახელია საქართველოში და უძველესი დროიდან დღემდე გვხვდება. ნინო ერქვა ქართველთა განმანათლებელს, ქრისტიანობის გამავრცელებელს მეოთხე საუკუნეში. სიტყვის ეტიმოლოგია დაუდგენელია. ნინოს მოფერებითი ფორმებია: ნინიკო, ნინუკა, ნინუცა, ნუცა. მისგანაა ნაწარმოები გვარები – ნინოშვილი, ნინუა.

ასევე, იყო გვარი ნინუაშვილი. „ნინუაშვილი შიოს, ნულში მდებარე მისი მამული მოხსენიებულია ზემო ქართლის საკომლეების ნუსხაში“ (მეჩვიდმეტე საუკუნის დამდეგს).

საქართველოში 1 681 ნინუა ცხოვრობს: თბილისში – 442, სამტრედიაში – 402, სენაკში – 291.

აბულაშვილი – აბულაძე

აბულაშვილის გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აბულა, რომელიც „საყავრეს მცხოვრებს“ ნიშნავს და მოხსენიებულია 1527-1556 წლებში.

„აბულაშვილმა ქიტუამ, აზნაურ ნასყიდა აღნიაშვილთან ერთად თავისი ბატონის, ბეროს დასტურით ბერ ყორღანაშვილს მიჰყიდა საწისქვილე მიწა ბოსტნით, ტყით და გზით“ (მეჩვიდმეტე საუკუნე).

1721 წლის აღწერით, ქვემო ქართლში მებატონე მემამულეებად მოიხსენიებიან აბულაშვილი ღთისია, აბულაშვილი რევაზა, აბულაშვილი გივი, აბულაშვილი ბარათა და გიორგი.

ამავე ძირისაა გვარი აბულაძე, ხოლო ამ გვარიდან კი გვარი – ობლიძეა წარმოქმნილი.

„აზნაურ ობლიძეების წინაპარნი იყვნენ იმერეთით აბულაძეთაგანნი შორეულნი მონათესავენი და მეორე აზნაურნი და ამათგანი ვინმე დაშთა ობლად და მივიდა ქართლსა შინა და დაესახლა, რომლის ობლობის გამო გაუგვარდათ ობლიძეობა. ვახტანგ მეფის დროს 1711 წელს და არიან მოხსენიებულნი ტრაქტატსა შინა“.

საკუთარი სახელი აბულ ათაისძე მოიხსენიება ნიკორწმინდის ტაძრის 1070-1080 წლების საბუთებში. ჯავახეთშია აბულის მთა. აბულაძეები იმერეთში 25 სოფელში ცხოვრობენ, არგვეთიდან დაწყებული ჭოლევით დამთავრებული.

აბულაძე აზნაურული, ცნობილი და პოპულარული გვარია.

აბულაძე და აბულაშვილი სხვადასხვა გვარია.

საქართველოში 1 187 აბულაშვილი ცხოვრობს: სიღნაღში – 403, თბილისში – 286, ახმეტაში – 142. ცხოვრობენ სხვა რეგიონებშიც.

10 438 აბულაძე: თბილისში – 1 474, თერჯოლაში – 829, ზესტაფონში – 687.

ქაჩიბაია – ბარათაშვილი – ქაჩობაისძე – ქაჩიბაძე

გვარი ქაჩიბაიძე – ქაჩიბაძე პირველად მოიხსენიება 1425-1461 წლებში. ქაჩიბაძე ბარათა, ქავთარისძე, ვინც საფუძველი ჩაუყარა ბარათაშვილების საგვარეულოს, მოიხსენიება 1425-1461 წლებში, იყო „დიდი“ ბარათა, სალაროს მოლარე, ჰყავდა თანამეცხედრე თინათინი, შვილები დავით, ლიპა, გერმანოზ, უწყალობა თავის ძმებს – თევდორაძე და ნავროზ ბუჟღულაშვილებს სოფელი ნაქურდევი (1461 წელს); შესწირა საქართველოს კათალიკოს დავითის დროს სოფელი ყორანთა და გააჩინა ორი აღაპი თავისთვის და თინათინისთვის.

ქაჩიბაძე – ბარათაშვილ – ყაფლანიშვილებმა ამ ორმა დიდმა სათავადომ მოგვცა 60-ზე მეტი საგვარეულო, ააშენა 218 სოფელზე მეტი.

საქაჩიბაიო არის უბანი სენაკში, ეკის მთის ძირას. საქაჩიბაიო არის ასევე ყოფილი დასახლებული უბანი კეთილოში.

ქაშიბაძეებს მიაჩნიათ, რომ იმერეთში და სამეგრელოში მცხოვრები ქაშიბაძეები არიან ქაჩიბაისძე-ქაჩიბაძეები.

საქართველოში 423 ქაჩიბაია ცხოვრობს: სენაკში – 179, თბილისში – 105, ზუგდიდში – 30.

ქაჩიბაძე – 824.

უმეკაშვილი

გვარის ფუძემდებელს სახელად უმეკა რქმევია. სამართლებრივ ძეგლებში მოიხსენიებიან „უმეკაშვილი – უმეკაანთ – უმეკათ“; „უმეკა მირტაშენს მცხოვრები, ის მამულით წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს“ (1537-1538 წლები).

„უმეკაშვილი, რუისში მცხოვრები, დავით მეფემ ის შესწირა ოქონას საყდარს“ (1382 წელი).

„უმეკაშვილის შარასთან მდებარეობდა გივი სააკაძის მიერ ლიპარ თუმანიშვილისთვის მიყიდული მიწა“ (1963 წელი).

„უმეკაშვილი ნასყიდა, მოწმე და შუამდეგი ბახუტა ელიოზისძის მიერ სახლთუხუცეს რევაზ მაღალაშვილისთვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1689 წელი), ბატატი მახალაშვილის მიერ სვეტიცხოვლის სახლთუხუცეს რევაზ მაღალაძისთვის მიცემულ ბაგის ნასყიდობის წიგნისა“ (1690 წელი).

უმეკაშვილი-უმიკაშვილი ქართული გვარ-სახელია. წინაპარს უმეკა რქმევია, გვარს სულ ცოტა 7-8 საუკუნის ისტორია აქვს და ბევრი გამოჩენილი პიროვნებაც ჰყავდა.

1995 წელს მიღებული ვაუჩერების მიხედვით, დაფიქსირებულია 400 უმეკაშვილი საქართველოში: ქარელში – 221, გორში – 118, თბილისში – 26, ცხოვრობენ სხვაგანაც.

სახვაძე – მსახურაძე – გამრეკელი

გვარში ფუძეა საკუთარი სახელი სახვა. მათი წინაპრები დიდი მორწმუნეები იყვნენ – „პირჯვარს გამოსახავდნენ“ (იწერდნენ) და „დროთა განმავლობაში „გამოსახვიდან“ თავისით ჩამოცილდა და ფუძედ დარჩა სახუა (გამოსახვა).

როგორც ხვთის მოსამსახურეებს, გასჩენიათ მეორე გვარიც – მსახურაძე (ეს გვარი გვხვდება თავად დიასამიძეებთანაც). ზოგი მკვლევარი ამბობს, სახვაძეები წინათ გამრეკელები იყვნენო.

დღეს სახვაძეები ცხოვრობენ უბისაში, მდინარე ძირულას ორივე მხარეს, დაყოფილი არიან უბნებად, მათ შერქმეული აქვთ თავიანთი ახლო წინაპრის სახელი (ან მეტსახელი). სახვაძეთა თიკუნებია: ტატანაშვილები, ბუჭაშვილები, კვაჭაშვილები, მურმანიშვილები, ბაცანაშვილები, კვირიები.

საქართველოში 1 145 სახვაძე ცხოვრობს: თბილისში – 308, ხარაგაულში – 250, გორში – 116.

146 მსახურაძე: შუახევში – 51, ხელვაჩაურში – 32, ბათუმში – 31.

ფანქველაშვილი

ფანქველაშვილები ხარაგაულის რაიონის მკვიდრად ითვლებიან. კერძოდ, დასახელებულია სოფელი ჩრდილი. ალექსანდრე ღლონტი წიგნში „ქართველური საკუთარი სახელები“ წერს: „ფანქველა, გვარში ფანქველაშვილი“.

ილია მაისურაძე წიგნში „ქართული საკუთარი სახელები“ წერს: ფანქველაშვილი, ჩრდილი (ორჯონიკიძის რაიონი); სავარაუდოდ, საკუთარი სახელი ფანქველა (მთქმელის ვარაუდით, პანკველა), შესაძლოა, მომდინარეობდეს სადაურობის სიტყვა ფანქელ-ისაგან, ფანაქეთი ნასოფლარია ასპინძის რაიონში.

საქართველოში 344 ფანქველაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 114, ხარაგაულში – 69, გორში – 33.

ფილიშვილი

გვარში ფუძეა მამაკაცის სახელი ფილა (ფილი).

ფუძეთი ფილა გვაქვს გვარები: ფილაური, ფილაშვილი, ფილია, ფილიაშვილი, ფილიევი, ფილიშვილი;

ფილ ფუძითაა გვარები სომხებთან, რუსებთან, უკრაინელებთან;

ხშირ შემთხვევაში ფილაშვილი და ფილაური ერთმანეთში შერეული გვარია.

საქართველოში 556 ფილაური ცხოვრობს: თბილისში – 231, თიანეთში – 112, საგარეჯოში – 110.

142 ფილაშვილი: ახმეტაში – 65, თელავში – 28, თბილისში – 16.

392 ფილია: თბილისში – 96, ფოთში – 61, ქუთაისში – 28.

39 ფილიაშვილი: თბილისში – 14, რუსთავში – 9, სამტრედიაში – 5.

620 ფილიევი: თბილისში – 270, გორში – 50, ბორჯომში – 47.

1 039 ფილიშვილი: თბილისში – 326, ქარელში – 150, გორში – 132.





აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

მოამზადა ნონა დათეშიძემ


скачать dle 11.3