კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი გადაყლაპვა უწევს თეონა ქოქრაშვილს და რა ზღვარს ვერ გადააბიჯებს ის ცხოვრებაში ვერასდროს

მსახიობი თეონა ქოქრაშვილი ძალიან აქტიური ქალების რიცხვს მიეკუთვნება. როგორც თავად ამბობს, სულ გზაშია და ყოველთვის სადღაც ეჩქარება. ისევე, როგორც ყველა ქალს, მასაც ახასიათებს ქალური სისუსტეები. როგორია თეონა ქოქრაშვილის სამყარო, რა ანიჭებს მას ყველაზე დიდ სიამოვნებას და როგორ მოხვდა ის სერიალ „მეზობლებში”, ამ ყველაფერს, თავად მისგან შეიტყობთ.

– ცოტა ხნის წინ გამოჩნდი სერიალში „მეზობლები”. როგორ მოხვდი, ქასთინგი გაიარე?

– თებერვლის ერთ მშვენიერ დღეს, დამირეკეს და მითხრეს, რომ სერიალ „მეზობლების” რეჟისორს, დათო იმედაშვილს უნდოდა ჩემთან შეხვედრა სერიალთან დაკავშირებით. მან შემომთავაზა ერთ-ერთი მთავარი როლი და მეც სიამოვნებით დავთანხმდი. 2-3 დღის განმავლობაში დავდიოდი, ჩავწერეთ სინჯები და როგორც ჩანს, მოეწონათ ჩემი თამაში, რადგან როლზე დამამტკიცეს. როგორც ვიცი, მანამდე სხვა მსახიობებმაც გაიარეს სინჯები ამ როლზე, მაგრამ მე ამირჩიეს. საკმაოდ საინტერესო და სახალისო სერიალია. პირადად მე, ძალიან მომწონს. მანამდე არც ერთ სერიალში არ მითამაშია, ეს ჩემი პირველი ტელეპროექტია. პირველად შევაბიჯე ტელესამყაროში.

– მანამდე რას საქმიანობდი?

– მანამდე აქტიურად ვიყავი დაკავებული თეატრში. შიგადაშიგ იყო შემოთავაზებები სერიალებიდან, ფილმებიდან ეპიზოდურ როლებზე. იყო პატარ-პატარა რეკლამები. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ თეატრი ჩემი სამყაროა, მას არანაირ კინოზე არ გავცვლი. ყოველთვის ვეცდები, კინო და თეატრი ერთმანეთს შევუთავსო, მაგრამ თუ არ გამომივიდა, მაინც თეატრს ავირჩევ. შეიძლება, თეატრიდან ისეთი პოპულარული არ გახდე, როგორც სერიალიდან ან ფილმიდან, მაგრამ მთავარი ხომ პოპულარობა არ არის.

– მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ხომ არის?

– შეიძლება, მსახიობისთვის საჭიროა პოპულარობა, მაგრამ მე სერიალში თამაშზე იმიტომ არ დავთანხმდი, რომ პოპულარული გავმხდარიყავი. უბრალოდ, ეს საქმე სიამოვნებას მანიჭებს, ეს ჩემი სამყაროა. რაც შეეხება ჩემს პოპულარობას, მე ჯერ ეს არ მიგრძნია. აქედან გამომდინარე, ვერ გეტყვი, კარგია თუ ცუდი. თუმცა, იმის ნამდვილად არ მჯერა, როცა ამბობენ, ძალიან შევწუხდით და გადავიღალეთო. ეს ხომ უბრალოდ სასაცილოა. ჩვენ ხომ ჰოლივუდში არ ვცხოვრობთ, ფეხდაფეხ პაპარაცები დაგვდევდნენ და პირადი ცხოვრება, ფაქტობრივად, არ გვქონდეს. ასე რომ, საქართველოში პოპულარობა არ მგონია, მოსაბეზრებელი იყოს.

– სერიალში შენი გმირი ძალიან ხალისიანი და მხიარულია. შენც ასეთი ხარ რეალურ ცხოვრებაში?

– კი, ალბათ, ბევრი რაღაცით ვგავარ ჩემს გმირს. უამრავი საერთო გვაქვს. მეც მყავს მეუღლე, პატარა შვილი, შესაბამისად, მასავით გარკვეული ვარ საოჯახო საქმეებში (იცინის). ქეთი ერთი ჩვეულებრივი, უბრალო ქალია, რომელსაც რაღაცეები უხარია, რაღაცეები სწყინს, ზოგჯერ დარდობს, ზოგჯერ ბედნიერია. მეც, ალბათ, ასეთი ვარ.

– ნერვებს ძალიან უშლიან ქმრის მშობლები და ძმა. სულ უთვალთვალებენ, მის ცხოვრებაში ერევიან. სინამდვილეში ამას აიტანდი?

– მადლობა ღმერთს, სინამდვილეში ასე არ არის (იცინის). ასეთ ადამიანს არ ავირჩევდი ცხოვრების თანამგზავრად. მართალია, ცხოვრებაში ყველას გვიწევს რაღაცის გადაყლაპვა, დათმობაზე წასვლა, მაგრამ იმას ნამდვილად ვერ ავიტანდი, წამდაუწუმ ჩემს ცხოვრებაში ჩაერიონ და მიმითითონ, რა გავაკეთო. ზოგადად, კონფლიქტური არ ვარ, ყოველთვის ვცდილობ, ბევრ რაღაცაზე თვალი დავხუჭო. ბოლო მომენტამდე ვითმენ ხოლმე. ვერ ვიტან სიტყვა – კონფლიქტს. მირჩევნია, ის დრო, რომელიც კინკლაობაში დაიხარჯება, სხვა საინტერესო საქმეს მოვახმარო.

– ძალიან აქტიური ჩანხარ, საქმეებით დატვირთული...

– მართალია, ძალიან აქტიური ვარ. სულ სადღაც გავრბივარ, ყოველთვის მეჩქარება. გამუდმებით, რაღაც ხდება ჩემს ცხოვრებაში. ალბათ, ეს კარგიც არის – უსაქმურად ყოფნას, საქმის კეთება ჯობს. ხანდახან სურვილი მიჩნდება, ქმართან და შვილთან ერთად წავიდე სადღაც, სადაც განმარტოების საშუალება გვექნება. თუმცა, ამას იშვიათად ვახერხებ, რადგან რამდენიმე ადგილას ვმუშაობ. ეს არის – თეატრი, კინო და სარეკლამო სააგენტო. თითოეული სამსახური იმდენად დიდ შრომას ითხოვს, დასვენებას ვეღარ ვახერხებ. ყოველთვის ვცდილობ, ყურადღება არ მოვაკლო შვილს და მეუღლეს. მგონი, ასე თუ ისე, ვახერხებ ყველაფრის ერთმანეთთან შეთავსებას.

– რომანტიკული თუ ხარ?

– კი, რომანტიკული ვარ, ოღონდ არა ისეთი, მთვარის შუქზე ვახშამი და მსგავსი რაღაცეები მინდოდეს (იცინის). რა თქმა უნდა, მომეწონება, თუ ასეთ ვახშამს მომიწყობენ. მაგრამ, იმ ადამიანების კატეგორიას არ მივეკუთვნები, მხოლოდ ამით რომ ცხოვრობენ. გარკვეული დოზით, რომანტიკა აუცილებელიცაა, მაგრამ ბოლომდე არ უნდა გადაეშვა რომანტიზმში.

– ემოციური ხარ?

– კი, ძალიან ემოციური ვარ. თითოეულ ფაქტს განვიცდი. როდესაც მეგობრები ერთად ვართ და რაღაცას განვიხილავთ, მე ყველაზე მეტად განვიცდი ხოლმე. სულ ვქოთქოთებ (იცინის). როცა რაღაცას ვნერვიულობ, აქეთ-იქით დავდივარ. ერთ ადგილას ვერ ვჩერდები.

– ეჭვიანი ხარ? ითხოვ ყურადღებას?

– ყურადღება მიყვარს, მაგრამ დიდად არ ვითხოვ ხოლმე. ეჭვიანი ნაკლებად ვარ. საერთოდ, სიტყვა – ეჭვიანობა, ძალიან მთრგუნავს. ვერ წარმომიდგენია, ეჭვიანი ადამიანის გვერდით ცხოვრება. მით უმეტეს მსახიობისთვის, ეჭვიანი მეუღლე ძალიან ხელის შემშლელი ფაქტორია. გარდა იმისა, რომ ეჭვიანობა, ცოტა შეურაცხმყოფელია. გამოდის, რომ შენ გვერდში მდგომ ადამიანს არ ენდობი. ამიტომ, მე ეჭვიანი არ ვარ.

– ალბათ, საბაბიც არ გაქვს ეჭვიანობის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასე არ იქნებოდა.

– მართალი ხარ, როცა ეჭვიანობის საბაბს გაძლევენ, ძნელია, არ იეჭვიანო. მე, ამ მხრივ, ძალიან გამიმართლა. არც მე ვაძლევ მეუღლეს ეჭვიანობის საბაბს და – არც ის.

– ქალურ სისუსტეებზე რას გვეტყვი?

– მეც ქალი ვარ და ხანდახან მიჩნდება სურვილი, საკუთარი თავი გავანებივრო. ჩემი პროფესიის ადამიანისთვის აუცილებელია, სულ ფორმაში იყოს. შესაბამისად ყოველთვის ვცდილობ, გარკვეული დრო საკუთარ თავსაც დავუთმო. ხანდახან მინდება, დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ, სადმე გავიპარო მეუღლესთან ან მეგობრებთან ერთად და კარგად დავისვენო.

– შენი აზრით, რაში შეიძლება, დაგეხმაროს პოპულარობა?

– გააჩნია პოპულარობას. არსებობს ადამიანთა კატეგორია, ძალიან ადვილად რომ ახერხებენ პოპულარობის მოპოვებას. ერთ ნაბიჯს გადადგამენ და უკვე ცნობილი სახეები ხდებიან. მარტივად და შრომის გარეშე მოპოვებული პოპულარობა, მალევე ქრება. თვითონ ის ფაქტი, რომ ცნობილი სახე ხარ და საზოგადოება გიცნობს, ალბათ, კარგია და ბევრ რამეში შეიძლება, დაგეხმაროს. ყოველ შემთხვევაში, ამაში უარყოფითს ვერ ვხედავ.

– მსახიობები ამბობენ, რომ როდესაც გადასაღებ მოედანზე არიან, აბსოლუტურად იცვლებიან, საკუთარ თავს აღარ ეკუთვნიან. შენს შემთხვევაში, როგორ არის?

– აბსოლუტურად ნამდვილად არ ვიცვლები. თითოეულ როლზე საკუთარი თავიდან გამომდინარე ვმუშაობ. უპირველესად საკუთარ თავში ვეძებ იმ თვისებებს, რაც შესაძლოა, საერთო გვქონდეს მე და ჩემს გმირს, თუნდაც, უარყოფით გმირს ვთამაშობდე. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანშია უარყოფითი მხარეები და თუ ასეთი გმირის თამაში გიწევს, ღრმად უნდა ჩაიხედო საკუთარ თავში და მოქექო ის მიძინებული უარყოფითი თვისებები, რაც შენშია.

– თუ არსებობს შენთვის გადასაღებ მოედანზე რაიმე შეზღუდვა, კომპლექსი?

– კი, მაქვს რაღაც კომპლექსები. ვერ ვითამაშებ სასიყვარულო სცენებში, ვერ გავიხდი სცენაზე. მესმის, რომ ეს ძალიან ცუდია მსახიობისთვის. ჩემი კომპლექსების გამო, ალბათ, ბევრ წინადადებაზე მომიწევს უარის თქმა. არ ვიცი, რა შეიძლება, დავარქვა ამას – სისუსტე, თუ უბრალოდ კომპლექსი, მაგრამ ფაქტია, მსგავს საქციელს ვერ ჩავიდენ. მგონი, ცოტათი მრცხვენია. ჩემს მეუღლესაც ვუწევ ანგარიშს, ვიცი, რომ არ ესიამოვნება, მსგავს სცენებში რომ მნახოს, რადგან არც მე მესიამოვნებოდა ეს მის ადგილას. ცხოვრებაში არსებობს ზღვარი, რომელსაც ვერ გადავაბიჯებ.


скачать dle 11.3