კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მუზების ამფორიაქებელი

ანუ კოსმონავტი ჯაყო

მას შემდეგ, რაც ეს ჩვენი ოსი სეპარატისტები რფ-მ აღიარა, მით უფრო ნაკლები ინფორმაცია გვაქვს ჩემი მუზების ერთ-ერთ მთავარი ამფორიაქებლის – ედუარდ-ჯაყო კოკოევის შესახებ. მეორე მხრივ, მართალია, უთქვამთ, „თვალი თვალს რომ მოშორდებაო“, თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც გულს გადასხვაფერება არა და არ უწერია.

როგორც უნდა იყოს, მაინც გავიგეთ, რომ „იუჟნაია ოსეტიაში“, შესაძლოა, კოსმონავტების მომზადებისა და რეაბილიტაციის ბაზა აშენდეს. ეს იდეა თავში მფრინავ-კოსმონავტ მიხაილ კორნიენკოს მოსვლია (ოღონდ, განა ჩვენი უდუარდ-ჯაყოს „ლაივში“ ხილვისას?!) იმ მარტივი მიზეზით, რომ გული ჩვენი შიდა ქართლის სანახებზე შევარდნია. თუმცა, კორნიენკო არ მალავს: „მე არ ვიცი, რამდენადაა შესაძლებელი კოსმონავტებისთვის ბაზის აშენება, მაგრამ, ვფიქრობ, აქ ამისთვის ყველა პირობა არსებობს.“

მფრინავი კორნიენკო „იუჟნაია ოსეტიას“ რფ-ულ დელეგაციასთან ერთად სწვევია და ქართლის გულში კოსმონავტიკის დღეც უზეიმია (და მერე რა, რომ, სად – „იუჟნაია ოსეტია“ და სად – კოსმონავტიკა?!). მაინცდამაინც ბაზის მოწყობის იდეა კი მისთვის იქაურ მთებს შთაუგონებია. კერძოდ, ამბობს, აქ (ანუ ჩვენს შიდა ქართლში) ისეთი მთებია, რომელთა სიმაღლე ერთი-ორი კილომეტრია და, ამიტომაც, ადამიანს მცირედი ჰიპოქსია ემართება. ეს მცირედი ჰიპოქსია კი, თურმე, ადამიანის იმუნიტეტსაც აძლიერებს და ორგანიზმსაც ასტიმულირებს. უფრო მეტიც, გულგრილი არც „იუჟნაია ოსეტიას“ ბუნებრივი წყლებისადმი დარჩენილა, „რომლებიც კოსმონავტებს ფრენების შემდეგ აუცილებლად სჭირდებათ ძვალ-სახსროვანი სისტემის სარეაბილიტაციოდ (ეტყობა, ამიტომაც აქვს ამ ჩვენს ედუარდ-ჯაყოს „ლიოტჩიკის“ გული).“

ჩვენ არ ვიცით, როდის შეესხმება (ან, საერთოდაც შეესხმება თუ არა) ხორცი (გნებავთ, ფრთები) ზემოხსენებულ იდეას, თუმცა, იქნებ, „იუჟნაია ოსეტიას“ კოსმოდრომად ქცევამდე, ედუარდ-ჯაყო მფრინავის კურსებზე ჩაეწერათ და სადმე შორს, შორს გაეფრინათ?!


скачать dle 11.3