კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეძებს რუსეთში მყოფი შვილი თავის ხაშურელ მამას და რატომ დაკარგა ერთმანეთი მამა-შვილმა



31 წლის მიხეილ იოსების ძე რაზუმოვი ეძებს 53 წლის იოსებ გიორგის ძე ტურაშვილს.

ისტორია: ვეძებ მამაჩემს, 53 წლის იოსებ გიორგის ძე ტურაშვილს. ჩემი მშობლები დაშორდნენ ერთმანეთს, როდესაც მე ჯერ კიდევ ერთი წლის ვიყავი. მამა თითქმის არ მახსოვს. მთელი ჩემი ცხოვრება ძალიან მინდა მისი პოვნა და ნახვა, ბოლოს მამა 3 წლის ასაკში ვნახე. რამდენადაც ვიცი, მამაჩემი ხაშურში ცხოვრობს და მას თავისი ოჯახი აქვს. მე მყავს ნახევარძმა და, შესაძლებელია, დაც კი მყავდეს. მინდა მათი პოვნა და გაცნობა. მე მაქვს ჩემი საკუთარი ოჯახი, მაგრამ მამაჩემის პოვნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედია, თქვენ დამეხმარებით. მამაჩემის ერთადერთი ფოტო მაქვს, რომელზეც ის 20-21 წლისაა.

– მიშა, მოგვიყევი, როგორ დაკარგე მამა, როგორ მოხდა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მამასთან კონტაქტი არ გაქვს?

– დედაჩემი და მამაჩემი ერთმანეთს დაშორდნენ, როდესაც მე ჯერ კიდევ ერთი წლის ვიყავი. მათი დაშორების შემდეგ მე და დედა სვერდლოვსკის მხარეში გავემგზავრეთ, ქალაქ კრასნოტურინში. მას შემდეგ მამა მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი, როდესაც იგი ჩემს სანახავად ჩამოვიდა სვერდლოვსკის მხარეში. მაშინ მე 3 წლის ვიყავი. მამაჩემი ხაშურში ცხოვრობდა. შეიძლება, ახლაც იქ ცხოვრობს. ჩემთვის უცნობია, რატომ აღარ გვქონდა ერთმანეთთან კონტაქტი. როგორც უკვე აღვნიშნე, მაშინ პატარა ვიყავი, ხოლო როდესაც გავიზარდე, დედაჩემისთვის ამის კითხვას თავს ვარიდებდი, თუმცა, ყოველთვის მინდოდა მამის ნახვაც და მისი ამბის გაგებაც – როგორ არის და რას საქმიანობს.

– როგორ ფიქრობ, მამაშენს თუ გაუხარდება, როდესაც გაიგებს, რომ მას შვილი ეძებს?

– ვფიქრობ, საწყენი აქ არაფერია, პირიქით, პირადად მე მის ადგილას გამიხარდებოდა. თუ გავითვალისწინებ, რომ, წლებია უკვე გასული, რაც ჩვენ ერთმანეთი არ გვინახავს და ერთმანეთის ხმაც კი არ გაგვიგონია, მით უმეტეს სასიხარულო ამბავი უნდა იყოს მისთვის. რამდენადაც ვიცი, მე მყავს ნახევარძმა და, შესაძლოა, დაც კი მყავდეს. ძალიან მინდა მათი გაცნობა. მაინტერესებს, მათ თუ იციან ჩემი არსებობის შესახებ. დიდად მოხარული ვიქნები, მათ თუ ვიპოვი.

– დედაშენმა თუ იცის, მამას რომ ეძებ და რა რეაქცია აქვს მას ამ საკითხთან დაკავშირებით?

– დიდი დროა გასული მათი დაშორების შემდეგ. მე არ მაქვს სურვილი, დედას მისი წარსული ცხოვრება გავახსენო და გული ვატკინო ამის გამო, მაგრამ მან იცის იმის შესახებ, რომ მე მაქვს მამის პოვნის დიდი სურვილი და წინააღმდეგი არ არის. მისგან ვიცი, რომ ფიზიკურად ძალიან ვგავარ მამას. საინტერესოა, ჩემი ნახევარძმა ან და როგორები არიან. მამაჩემს არ ეცოდინება, რომ მას ჰყავს შვილიშვილი. მე დავქორწინდი და ბიჭი შემეძინა. როდესაც ჩემი შვილი გაიზრდება, მინდა, იცოდეს, რომ ჰყავს ბაბუა და მათ მაინც ჰქონდეთ კონტაქტი ერთმანეთთან.

მე ვიცი, რომ უკვე დიდი ხანია, რაც შენ მამას ეძებ. როგორ ფიქრობ, მისი პოვნის შემთხვევაში თქვენი ურთიერთობა როგორ აეწყობა, ან შეხვდებით თუ არა ერთმანეთს?

– დაახლოებით მეორე წელია, რაც მამის პოვნა გადავწყვიტე და ამ საქმეს სერიოზულად მოვკიდე ხელი. აქამდე აქა-იქ კითხვა-კითხვით შემოიფარგლებოდა ჩემი ძებნა. ტერიტორიული სიშორის გამო, რა თქმა უნდა, მიძნელდება მისი მოძებნა, რადგან არც ზუსტი მისამართი მახსოვს, არც ტელეფონის ნომერი მაქვს და, როგორც უკვე აღვნიშნე, დედასაც არ მინდა ყველაფერი გავახსენო. ამიტომ თქვენი დიდი იმედი მაქვს. ვიმედოვნებ, რომ მამაჩემსა და ჩემს ნათესავებსაც, მამის მხრიდან, გაუხარდებათ ჩემი გადაწყვეტილება. ურთიერთობა ჩვენ შორის აუცილებლად უნდა აეწყოს. არ ვიცი, ასე ოპტიმისტურად რატომ ვარ განწყობილი, შეიძლება, მშობელი რომ გავხდი, ამან იმოქმედა, მაგრამ, გულახდილად გეუბნებით, ძალიან მინდა მამის პოვნა და რა თქმა უნდა, შეხვედრაც.


скачать dle 11.3