კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ალიანსმა დაგვიბარა

„იგი წავა და სხვა მოვა…“

მართალია, ჯერ ისეთი პოპულარობაც არ მოუპოვებია ჩვენს სამშობლოში, როგორიც აწ უკვე წარსულს ჩაბარებულ ბ-ნ ბრაიზას ჰქონდა (ეს უკანასკნელი ისე ხშირად გვესტუმრებოდა ხოლმე, რომ, ამასობაში, „თეთრი საყელოსი“ არ იყოს, ჩვენთვის, უბრალოდ, მეთიუც კი გახდა) და სულ სხვა თანამდებობაც უჭირავს (ბ-ნი აპატურაი ნატოს გენმდივნის სპეცწარმომადგენელია სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში), მაგრამ ჩვენკენ ვიზიტებს მოუხშირა. კერძოდ, გასულ კვირას, ერთი დღით, ოღონდ, მაინც გვესტუმრა და, მიუხედავად იმისა, რომ ღია კარში გავიჭედეთ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ „საქართველო ალიანსში გასაწევრიანებლად აქტიურად მუშაობს“, თუმცა, არც ის დაუმალავს, რომ „გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს.“

სახელდობრ, საგარეო საქმეთა მინისტრ ბ-ნ ვაშაძესთან სტუმრობისას ჯეიმს აპატურაიმ ბრძანა, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას დემოკრატიული და თავდაცვითი რეფორმები იმსახურებს. არც მადლობის თქმა დავიწყებია, რა თქმა უნდა, ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის და იქვე შენიშნა, რომ საქართველოს მიერ გაგზავნილი 1 000-კაციანი კონტინგენტი ჩვენნაირი მცირე ზომის ქვეყნისთვის, მართლაც, ბევრია. შესაძლოა, იმ მიზნითაც, რომ შევეგულიანებინეთ, ან, სულაც, იმიტომ რომ ხსენებული ათასისთვის ერთი იმდენის წარმატების იშტაზე მოვეყვანეთ, შეგვახსენა, რომ „ნატოს საქართველოსადმი ვალდებულება არათუ არ შეუცვლია, არამედ, ეს ვალდებულებები კიდევ ერთხელ დაადასტურა ლისაბონის სამიტზე.“ საინტერესო ის არის, რომ, ბ-ნი აპატურაის განცხადებით, ლისაბონის სამიტს, ფაქტობრივად, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება დაუდასტურებია („საქართველო გახდება ნატოს წევრი, თუ ამის სურვილი ექნება და ორგანიზაციის სტანდარტებს დააკმაყოფილებს“), ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ეს ის ბუქარესტის სამიტია, სადაც მაფი არ მოგვანიჭეს; ხოლო, რაკი არ მოგვანიჭეს, რფ-სთან ომშიც გავებით; მეტიც, რაკი გავებით, ტერიტორიებიც წაგვართვა, ნატოს გენმდივნის სპეცწარმომადგენლის დანაბარები („საქართველო გახდება ნატოს წევრი“) კი ასეც შეიძლება, გავიგოთ: რა – მკვდარი, რა – შინმოუსვლელი.


скачать dle 11.3