კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიო იმპერიები

შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს ბევრს, მაგრამ რეალობა ულმობელია. მსოფლიო ისტორია, სულ რაღაც, თორმეტ იმპერიას იცნობს.

ალექსანდრე დიდი – მაკედონელის იმპერია

მხოლოდ ოცი წელი დასჭირდა ალექსანდრე მაკედონელს უზარმაზარი ტერიტორიის დასაპყრობად. კიდევ უფრო მეტსაც დაიპყრობდა, გეოგრაფია უკეთესად რომ სცოდნოდა. მაგრამ, მაშინ პტოლე მეორის შედგენილი რუკა საუკეთესო იყო და დარწმუნებულები იყვნენ, რომ დედამიწა ბრტყელია. თანაც, მაკედონელი ახალგაზრდა მოკვდა. შეიძლება ციებ-ცხელებით, შეიძლება მოწამლეს. მსოფლიო იმპერიის შექმნის იდეაც მასთან ერთად დასამარდა. უკვე შექმნილი იმპერია კი მალევე დაიშალა.

რომის იმპერია

რომაელ იმპერატორებს ალექსანდრე მაკედონელზე მეტად უმართლებდათ. ძალიან ბევრს ევროპული ცივილიზაცია სწორედ რომის იმპერიას უნდა უმადლოდეს. იმპერიამ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 27 წლიდან ჩვენი წელთაღრიცხვით 476 წლამდე იარსება. თანამედროვე ევროპული, სამოქალაქო სამართლის ძირითადი პრინციპები, რომის იმპერიის სამოქალაქო სამართალს ეფუძნება. გარდა ამისა, თქვენ ვერაფერს მოიფიქრებთ ისეთს, რაც რომის იმპერიაში ვინმეს გააოცებდა.

ბიზანტია

295 წელს ანტიკურ რომს საბოლოოდ მოწყდა მისი აღმოსავლეთი ნაწილი, რის შემდეგაც ჩამოყალიბდა ბიზანტიის იმპერია. მან 1453 წლამდე იარსება. უნდა ითქვას, რომ თავად ბიზანტიელები თავს რომაელებს უწოდებდნენ.

ფრანკო – წმინდა რომის იმპერია

შუა საუკუნეები საკმაოდ მძიმე ეპოქა იყო. ფრანკთა იმპერია არაფერი იქნებოდა, რომის ნარჩენების გარეშე. ბევრი წვალების შემდეგ, იმპერიად ჩამოყალიბდა. დინასტიამ კარგა ხანს იმეფა და მცირე გზა საქსონელ იტინ პირველს დაულოცა. 1438 წელს იმპერატორს ტიტული და მონარქის სავარძელი ჰაბსბურგელებს ერგოთ და მათზე შეჩერდა.

ოსმანთა იმპერია

ძალიან ძლიერი – შეიქმნა ბიზანტიის ადგილას თურქ-სელჩუკების, ოტომანების მიერ. 1299 წლიდან 1923 წლამდე იარსება. ყველაზე „მაგარი“ სულეიმან დიდი იყო. მან ოსმანთა იმპერია ვენიდან სპარსეთის ყურემდე გააფართოვა.

დიდ მოღოლთა იმპერია

1526-1858 წლები. უზარმაზარი და ძალიან ძლიერი იმპერია. მისმა დამაარსებელმა – აკბარმა 49 წელი იმეფა. შექმნა სრულფასოვანი იმპერია. განვითარებული კულტურითა და ეკონომიკით.

ბრიტანეთის იმპერია

ჩამოყალიბების პროცესმა 200 წელიწადს გასტანა. სამაგიეროდ, ჩემპიონი იყო ტერიტორიების სიდიდეში. მას 37 000 000 კვადრატული კილომეტრი ეკავა – თითქმის დედამიწის მეოთხედი. აბა, რა გეგონათ, მთელი პლანეტა ინგლისურად ახირების, ან პირადი სიამოვნების გამო ლაპარაკობს?



რუსეთის იმპერია

1721-1917 წლები. ტერიტორია 23 700 000 კვადრატული კილომეტრი. მიტაცებული უძველესი კულტურები და მცდელობა – „რუსული სულის” შექმნისა.

ავსტრია-უნგრეთის იმპერია

ცოტა საეჭვო, დიდი ამბიციით. მხოლოდ სახელწოდება ჰქონდა გრძელი, ტერიტორიები კი, ნურას უკაცრავად, მაგრამ, 1867-1918 წლებში მაინც „გაქაჩა”. თუმცა, არმია საკმაოდ კარგად გაწვრთნილი ჰყავდა.

მესამე რაიხი

ყველაზე „უდღეური” იმპერიათა შორის. იარსება 1934 წელს 16 აგვისტოდან 1945 წლის 23 მაისამდე. აქ ყველაფერი გასაგებია.

იაპონიის იმპერია

ჩამოყალიბდა 1868 წელს. დაიშალა 1947 წელს. თუმცა, იმპერატორი დღემდე ჰყავთ. მის შემადგენლობაში შედიოდა – კორეა, ტაივანი, ჩინეთის კვანტენის პროვინცია. სულ 7,4 მილიონი კვადრატული კილომეტრი.

საბჭოთა კავშირის იმპერია

რუსეთის იმპერიის შვილობილი და მემკვიდრე – ვითომ თავისუფალ რესპუბლიკათა კავშირი. იარსება 1922-1991 წლებში. იკავებდა დედამიწის თითქმის 1/6-ს. რამდენიც უნდა იდავონ და უარყონ ეს ფაქტი საბჭოეთის ფანებმა, ის იმპერია იყო.


скачать dle 11.3