კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პატარა სიხარულები

ეს ქალებისთვისაც საინტერესოა და მამაკაცებისთვისაც. ეს ქალებსაც დაეხმარება და მამაკაცებსაც. თუ მიგაჩნიათ, ცხოვრებამ ხიბლი დაკარგა და ის აღარ არის მშვენიერი, წაიკითხეთ რამდენი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ხშირად იგრძნოთ სიხარული. მით უმეტეს, იყოთ ბედნიერი და დატკბეთ სიცოცხლით.

ცხოვრება წვრილმანებისგან შედგება და სწორედ ეს წვრილმანი სიხარულია მთავარი. მაგალითად:

* გიფიქრიათ, რა ბედნიერებაა ცხელი შხაპი, დამქანცველი, მტვრიანი დღის შემდეგ?

* „საცობში” გაჭედილი ხვდებით, რომ სულაც არ გაგვიანდებათ, რადგან სახლიდან ერთი საათით ადრე გამოხვედით.

* როცა დაღლილს, დაქანცულს დივანზე ჩაგეძინებათ და საყვარელი ადამიანი პლედს მოგაფარებთ.

* როცა ლიფტი დაუგვიანებლად მოდის, ხელები კი უამრავი პარკით გაქვთ დატვირთულ-„გადამძიმებული.”

* ჭამო ის, რაც მართლა ძალიან გინდა და ოდნავადაც არ გაღელვებდეს, ზედმეტი კილოგრამები (გვერწმუნეთ, ეს მართლაც დიდი ბედნიერებაა).

* გაგეცინებათ და ბოლოს და ბოლოს, გაიხადოთ ფეხსაცმელები, რომელიც არანორმალურად გიჭერდათ, მთელი დღის განმავლობაში.

* სიხარულის მომგვრელია ყოველივე ის, რაც თუნდაც წამით გვაბრუნებს ბავშვობაში.

* სიხარული უნდა იგრძნო მძიმე სამუშაო გრაფიკის მიწურულს, მით უმეტეს, თუ იცი, რომ უიქენდს ისე გაატარებ, როგორც დაგეგმილი გქონდა.

* პატარა, ძალიან პატარა სიხარულია, როცა მოხარშული კვერცხი ადვილად იფცქვნება.

* როცა არანორმალურად გშია და შეკვეთილი კერძი ოფიციანტს გამაოგნებლად სწრაფად მოაქვს.

* როცა ისინიც გილოცავენ დღესასწაულსა და დაბადების დღეს, ვისაც არ იცნობ.

* მოგივა მესიჯი, რომელსაც დიდხანს, ძალიან დიდხანს ელოდი.

* პატარა სიხარულია, მაგრამ მნიშვნელოვანი, როცა იღვიძებ და ხვდები, რომ გარეთ მშვენიერი ამინდია, ჯანმრთელად ხარ და გაქვს უამრავი შესაძლებლობა, იყო ბედნიერი!


скачать dle 11.3