კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სისხლიანი ქრონიკები

70 წლის წინათ – 1941 წელი

4 აპრილს, იტალიის ქალაქ მილანში მუსოლინის ფაშისტური ელიტური რაზმის მებრძოლები, ეგრეთ წოდებულ სამხრეთ გარეუბანში მდებარე იატაკქვეშა კომუნისტური ინტერნაციონალის შენობაში შევარდნენ და ჯერ 25 აქტივისტი ტყვიებით დახოცეს, შემდეგ იქაურობას ბენზინი გადაასხეს და გადაბუგეს.

5 აპრილს, მოსკოვში, ბოროვეცკის კარებიდან გამომავალ სტალინის კორტეჟს ტროცკისტი ტერორისტები დაესხნენ თავს, რომლებიც თავიანთი მოკლული ლიდერის გამო სტალინზე შურისძიებას ცდილობდნენ. სტალინის დაჯავშნულ მანქანას არაფერი დაშავებია, ურთიერთსროლას კი 11 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

6 აპრილს რუსეთის ქალაქ ირკუტსკის მახლობლად მდებარე ქიმიურ ლაბორატორიაში ავტონომიური კვების გენერატორი აფეთქდა, იქაურობას ცეცხლი მოეკიდა და იქვე 61 ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა, შედეგები ბევრად მძიმე აღმოჩნდა და მომდევნო ორი თვის განმავლობაში 160 მოწამლული ადამიანი დაიღუპა.

60 წლის წინათ – 1951 წელი

6 აპრილს ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუს ციხეში 37 წლის პაოლო-სერჟიო სემპაიო სიკვდილით დასაჯეს, რომელსაც 13 ადამიანი ჰყავდა მოკლული. სემპაიო პროფესიით მძღოლი იყო და ტაქსისტად მუშაობდა. თავის მსხვერპლს ის მანქანაში თიშავდა, შემდეგ აუპატიურებდა, კლავდა და ტყეში აგდებდა.

7 აპრილს რუსეთის ქალაქ ვლადიმირის მკაცრი რეჟიმის ციხეში ბუნტი ატყდა. პატიმრებმა 12 თანამშრომელი მძევლად აიყვანეს და კორპუსები აიღეს. თუმცა, მილიციამ ჯერ მხუთავი გაზი შეუშვა ციხეში, შემდეგ ყველანი ციხის ეზოში ჩაათრიეს და ცოცხლად დარჩენილ ბუნტისტებს ცეცხლი გაუხსნეს. ამ შემთხვევას 69 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

8 აპრილს, მოსკოვი-ლენინგრადის ტრასაზე ერთმანეთს ორი ბენზინმზიდი შეეჯახა, რამაც დიდი ხანძარი გამოიწვია. ერთმანეთს დანარჩენი ავტომობილებიც შეეტაკნენ, რასაც 32 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 40 მანქანა დაილეწა.

50 წლის წინათ – 1961 წელი

8 აპრილს, ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში ბასკეთის ტერორისტული ორგანიზაციის მებრძოლებმა ფოსტის შენობა ააფეთქეს, რასაც 52 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 23 კი – მძიმედ დაშავდა. აფეთქებამ მნიშვნელოვნად დააზიანა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა და ქალაქის ბიუჯეტი 3 მილიონით დაზარალდა.

9 აპრილს მოსკოვში 57 წლის ვიტალი მისკინი დახვრიტეს, რომელიც პროფესიით ყასაბი იყო და 19 ადამიანი ჰყავდა მოკლული. მისკინი ადამიანებს თავის სარდაფში იტყუებდა, აბამდა, ჩეხდა და დაჩეხილ ნაწილებს ახარისხებდა, შემდეგ კი თავის ძაღლებს აჭმევდა, რომლებიც ადამიანებზე ჰყავდა დაგეშილი.

10 აპრილს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მდებარე შემნახველი ბანკის შენობაში ექვსი შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა. მათ ფული მოითხოვეს, თუმცა დაცვის წინააღმდეგობას წააწყდნენ, ცეცხლი გახსნეს და ორმხრივ სროლაში 12 ადამიანი დაიღუპა, 10 კი – დაიჭრა.


скачать dle 11.3