კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (99)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

იაპონელი მილიარდერების მიერ გაღებული თანხები სტალინმა წყალს გაატანა

იაპონური „დიადი აზიის იმპერიის“ კრახი

მრავალ ჯგუფებად დაყოფილ მებრძოლებს ერთი მიზანი აერთიანებდათ – „დიადი აზიის იმპერიის“ შექმნა. 1868 წელს, დიდი მსხვერპლის ფასად, იაპონელებმა დაძლიეს ფეოდალური შიდა დაპირისპირებებისა და ძმათა მკვლელი ომების ხანა და ქვეყანამ მიზანმიმართულად დაიწყო განვითარება. ახალმა თაობამ იმპერიის რესტავრირება და თანამედროვე სახელმწიფოს აღმშენებლობა განიზრახა, რისთვისაც სამხედრო და სამრეწველო პოტენციალის დაჩქარებული ტემპებით რეალიზება იყო საჭირო. იმავეს იუწყებოდა ახალგაზრდა იმპერატორის მიერ გამოცემული მანიფესტი: „საიმპერატორო ძალაუფლების საფუძველია მსოფლიო ცოდნის მოძიება!” ის, რომ ცოდნის მოძიება, პოლიტიკაში შპიონაჟს ნიშნავს, ანბანური ჭეშმარიტებაა. ასე დაიბადა იაპონიაში პირველი თანამედროვე სადაზვერვო სამსახური – „შავი ოკეანის საზოგადოება”, რომლის მიზანი იყო აზიაში გავლენის გაფართოება და ჩინეთის, კორეის, მანჯურიის, რუსეთისა და, საერთოდ, ყველა მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ დაზვერვითი საქმიანობა. თუმცა, არც იმის თქმა შეიძლება, რომ იაპონიაში შპიონაჟის „ხელოვნება” მეცხრამეტე საუკუნიდან იღებს სათავეს. მსტოვართა ინსტიტუტს მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები ჰქონდა და ჯაშუშობა ერთ-ერთ ღირსეულ პროფესიად ითვლებოდა. სამურაების ელიტა სწორედ ნინძებისგან შედგებოდა, არადა, ნინძები შუა საუკუნეების იაპონიაში სახალხო შურისმაძიებლები იყვნენ, რომლებიც სწორედ სამურაებს უპირისპირდებოდნენ, რადგან, მათ გარდა იარაღის ტარების უფლება არავის ჰქონდა. ამიტომ გამოიმუშავეს ნინძებმა ხელჩართული ბრძოლის ილეთები შიშველი ხელებით და მალულად სატარებელი იარაღის – დანების, კასტეტების, სურიკენების, ეკლიანი სამაჯურების, მათრახების დახმარებით. მათ საგანგებოდ ასწავლიდნენ მოულოდნელ თავდასხმას, უხმაუროდ გადაადგილებას, შენიღბვისთვის ტანსაცმლისა და ადგილის თავისებურებების გამოყენებას. ნინძა ყოველთვის უჩინარი იყო, მაგრამ ახალი იაპონიისთვის საკმარისი არ იყო მითიური ნინძების შესაძლებლობები და აშკარად დადგა თანამედროვე სამხედრო დაზვერვის აუცილებლობა. ოთხი პატარა კუნძულის ქვეყნის შვილებმა მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე ნიჭიერებითა და ზეადამიანური შრომისმოყვარეობით, შეუძლებელი შეძლეს – მათი ძლიერების არა მხოლოდ რუსებს, ჩინელებს, მანჯურიელებსა და კორეელებს, არამედ ამერიკელებსა და ევროპელებსაც, ანუ, პრაქტიკულად ყველას ეშინოდა. მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე იაპონიის მთელი სამხედრო და პოლიტიკური სტრატეგია ორი მონსტრის – ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული, მაგრამ, სულ მცირე ხანში, უზარმაზარი ჩინეთი ოთხი პატარა კუნძულის ქვეყნისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდა, რადგან თითქმის მთლიანად იყო ოკუპირებული და ჩინელები იძულებულები იყვნენ, იაპონელებთან ერთად ებრძოლათ „დიადი აზიის იმპერიისთვის“, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი უსასტიკესი მოპყრობა და ტანჯვა-წამება ელოდათ. ამის გამო ეზიზღებათ ისინი შორეულ აღმოსავლეთსა და ოკეანეთში, მათ მიერ ფიზიკურად და სულიერად დამახინჯებული ადამიანები დღესაც მრავლად არიან აზიის ქვეყნებში. მათ საკუთარი თვალით აქვთ ნანახი, როგორ მარხავდნენ იაპონელი ოფიცრები ადამიანებს ცოცხლად, კვეთდნენ სხეულის კიდურებს, თხრიდნენ თვალებს... რუსეთი კი, რომელმაც გაბედა და მანჯურია მიიტაცა, მათთვის სახიფათო გახდა. ამიტომ, ამაყმა სამურაებმა სერიოზული ზომები მიიღეს, კერძოდ, იაპონელმა მილიარდერებმა, რომლებიც მთელ მსოფლიოში იყვნენ გაბნეული, დიდძალი თანხები გაიღეს „შავი ოკეანის საზოგადოების” რეფორმირებისთვის. ერთ-ერთი მათგანი იყო როჰეი უტირდა, რომელმაც მთელი ქონება, ყველაფერი, რაც კი ჰქონდა, შპიონაჟის სამსახურის რეორგანიზაციისთვის გაიღო. ასე შეიქმნა „შავი დრაკონის საძმო,” რომელიც ზოგჯერ ხელისუფლებასაც ჰკარნახობდა პირობებს. იაპონიის დაზვერვის ერთ-ერთმა შემოქმედმა, ბარონმა მოტოძირო აკასიმ, რომელიც, სხვათა შორის, პოლკოვნიკიც იყო, მხატვარიც და პოეტიც, „ფიქრების პოლიციაც” შექმნა დიდი ძალისხმევის შემდეგ სიდნეი რეილის გადმობირება შეძლო (ბრიტანეთის აგენტი, რომელიც რის ვაივაგლახით გადაიბირეს რუსებმა. სხვა რეზიდენტი აღმოსავლეთში მათ არ ჰყავდათ). დიდი ფული ყოველთვის ჭრის და იაპონიაში ჩინებული საზღვაო დაზვერვაც შეიქმნა – ვიწროთვალება იაპონელები ადვილად მოიპოვებდნენ ინფორმაციებს მსოფლიოს ყველა კუთხეში. მათ ერთმანეთისგან ვერც პეტერბურგში არჩევდნენ, ვერც ამერიკისა და ევროპის პორტებში. დაბალი ტანის ადამიანები ინფორმაციებს აგროვებდნენ: მათ შორის იყვნენ პორტის მუშებიც, მათხოვრებიც, მეწაღეებიც, მხატვრებიც... აგენტურული ქსელი იმდენად ფართო იყო, რომ მათ ყველა მოწინააღმდეგე ქვეყნის სერიოზულ ორგანიზაციულ სტრუქტურებში თავიანთი ხალხი ჰყავდათ, რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაშიც კი – როგორც ბოლშევიკები, ისე მენშევიკები. შრომა დაფასდა, იაპონელებმა ისეთი დამარცხება აგემეს რუსეთს, რომ, საუკუნის შემდეგაც კი, მსოფლიო ომების ანალიტიკოსებს მიზეზების დადგენა უჭირთ. ვერსია ბევრია, თუმცა, ერთი რამ ცხადია, სოციალ-დემოკრატების პაციფისტურმა ლოზუნგებმა გაჭრა და გენერალ-მაიორმა ფუკუსიმამაც შეიტყო, რომ რუსებს 200 000-ის ნაცვლად 80 000 მეომარიღა ჰყავდათ, რომლებიც საშინლად დემორალიზებულები იყვნენ. ასე რომ, მარცხი არა მხოლოდ ტრადიციულმა რუსულმა იდიოტიზმმა და იაპონურმა ფანატიზმმა, არამედ, მოვლენების ლოგიკურმა განვითარებამაც განაპირობა. ამიტომ, ის, რომ მეორე მსოფლიო ომამდე იაპონია ზესახელმწიფოდ იქცა და ნინძები ოკეანეთის ბრიტანულ, ფრანგულ, ესპანურ კოლონიებშიც დამკვიდრდნენ, გასაგებია, მაგრამ საოცარია, რომ ამხელა ძალისხმევა პატარა ქვეყანაში დაბადებულმა პროვინციელმა, იოსებ სტალინმა, გაატანა წყალს. იაპონურმა „დიადი აზიის” იდეამ კრახი განიცადა.

ნინძებს სტალინის ლიკვიდაციის გეგმა ჩაუვარდათ

იაპონელთა სტრატეგიისთვის დამახასიათებელი იყო რწმენა, რომ, გაცილებით უფრო ძლიერი მოწინააღმდეგის დამარცხება შესაძლებელია რამდენიმე გაბედული და მოულოდნელი დარტყმით – ასე დაიბადა პერლ-ჰარბორის „საბჭოთა ვარიანტი”: ცივილიზებული, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჯგუფი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე თურქეთიდან უნდა გადასულიყო, რათა სოჭის რაიონში მოხვედრილიყო, მაცესტის პავილიონში კი, მიწისქვეშა კანალიზაციის ქსელით უნდა შეეღწიათ, რადგან კავკასიაში დასვენების დროს ბელადი იქ აბაზანებს იღებდა. ჯგუფის უკან დაბრუნებას გეგმა არ ითვალისწინებდა – ყველა ტერორისტი ნებაყოფლობით მიდიოდა სიკვდილზე, ანუ, კამიკაძეები იყვნენ. სხვა გეგმები ჰქონდა სტალინს, რომელსაც სიკვდილი არ უნდოდა და, როგორც ჩანს, ვერც ახალგაზრდა იაპონელი ვაჟკაცები გაიმეტა სასიკვდილოდ – მათ დახვრეტაზე უარი თქვა, მაგრამ ისინი დააპატიმრებინა და სიცოცხლე იმ პირობით გაუხანგრძლივა, რომ საბჭოთა მეომრებს გაწვრთნიდნენ. თქვენ ჩემთვის სიცოცხლის წართმევას აპირებდით, მე კი მას გჩუქნით, ოღონდ, უკან ვეღარ დაბრუნდებით, თქვენი გეგმა ხომ ამას მაინც არ ითვალისწინებდაო, – უთქვამს ბელადს. პერლ-ჰარბორის მეორე „საბჭოთა ვარიანტიც” ჩაიშალა: 1939 წლის 1 მაისს, მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს ჰქონდა მოსკოვის ტალღებზე მიმართული რადიომიმღები, რადგან იქ ხალხმრავალი აღლუმი უნდა გამართულიყო. ამ სიამოვნებას არც მუკდენში (იაპონური გავლენის ქვეშ მყოფი სახელმწიფოს – მანჯოუ-გოს დედაქალაქი) იკლებდნენ, სადაც მნიშვნელოვანი პოლიტიკოსები, „დიდი აფეთქების” ოპერაციის წარმატებით დასრულების შესახებ ინფორმაციას ელოდნენ და ისევე, როგორც ტოკიოში, სამხედრო მუნდირებში გამოწყობილი ადამიანები ყოველ სიტყვასა და ბგერას ავადმყოფური ყურადღებით უსმენდნენ, მაგრამ, საათის ისარი გადასცდა 10 საათს, აღლუმის მონაწილეები კი ბელადს დითირამბებით ამკობდნენ. მავზოლეუმის ტრიბუნაზე მდგარი სტალინი, ისევე, როგორც საბჭოთა მთავრობის ყველა წევრი, გადარჩა. „ნივთიერება, რომელიც ფეთქებადი არ არის, როგორ აფეთქდებოდა?“ – ხუმრობით იკითხა ბელადმა და დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი ლავრენტი ბერიას „ჩააბარა” საქმის შემდგომი გამოკვლევის მიზნით, რაც ამ უკანასკნელისთვის ენით აუწერელი ბედნიერება იყო.

P.S. ფაქტია, რომ ფიზიკური განადგურების საფრთხეები იოსებ სტალინს არც აღმოსავლეთ ნახევარსფეროდან აკლდა. დაწვრილებით სწავლობდნენ სტალინის მოძრაობის მარშრუტებს, მის ჩვევებსა და დაცვის სისტემებს. იაპონელი მკვლევარი, ესიაკი, წიგნში „სტალინზე თავდასხმის იაპონური გეგმები” წერს, რომ ორი წლის განმავლობაში გულმოდგინე შრომა დასჭირდა და არქივებისა და მემუარების ჭია გახდა. უამრავი მოწმე დაკითხა და კიდევ ორი განუხორციელებელი ტერაქტის შესახებ მოიპოვა ცნობები. რატომ იყვნენ ასე დაინტერესებულები სტალინის მოკვდინებით იაპონელები, მათ ხომ პირველებმა დაიმკვიდრეს სახელი ისტორიაში, როგორც ტერორიზმის პიონერებმა? მაშინ ისლამური ფუნდამენტალიზმი არ არსებობდა, დღევანდელი ტერორისტები კი იმ კამიკაძეების შთამომავლები არიან, რომელიც მან გაანადგურა და ვინ იცის, რამდენ საფრთხეს აარიდა სამყარო, მაგრამ, „დიადი აზიის” იდეა რომ დაასამარა და იაპონელი მილიარდერების მიერ გაღებული თანხები წყალს გაატანა, ფაქტია. თუმცა, ცხადია, აღნიშნული იმას არ ნიშნავს, რომ „დიდი ამფეთქებლების” უდანაშაულოდ დაღუპული შთამომავლების მიმართ თანაგრძნობით არ ვიყოთ განწყობილნი.


скачать dle 11.3