კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (106)
იანვარი 2020 (195)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

ღამით ერთი მანქანა მიდიოდა ქუჩაში, ვიპოვნე და დავარტყი

პაატა გულიაშვილი: ძალიან ცუდია, როცა სახლში რამე ფუჭდება. მით უმეტეს ჩემთვის. ვერ ვაკეთებ, ვერაფერს ვერ ვაკეთებ. არ ვიცი. მართლა არ მეხერხება. კი არ ვზარმაცობ. თუ რამეს ხელს მოვკიდებ, ჩემი ცოლი, ნინუცა მაშინვე ყვირის, გაუშვი, თავი დაანებეო. იცის, რომ მაინც არაფერი გამომივა და ერთი ვედრო ნაწილებიც დამრჩება. (იცინის) ვერ ვიგებ რას მოსძვრა, საიდან, რატომ, რანაირად. ჩამრთველი გამოაძრო ბავშვმა და ერთი თვე ოთახში შუქი არ გვქონდა. სანამ ჩემი სიმამრი არ მოვიდა და არ გააკეთა. რა ვქნა, არ გამომდის.

– ანუ, შენი მხსნელი სიმამრია.

– ჰო. იმას უფრო ეხერხება. მე რაც „აპასნია“, სადენები და ასეთი რამეები, ვერ ვეკარები – შარია.

– ონკანშიც ვერ გამოცვლი „პრაკლადკას“?

– ეგ ერთხელ გავაკეთე. სხვათა შორის, გამომივიდა. დავშალე, ამოვიღე რეზინა, გადმოვაბრუნე მეორე მხარეს, საიდანაც გაცვეთილი არ იყო და გამოვიდა. აღარ წვეთავდა. მერე რამდენჯერმე დავშალე და ავაწყვე, დავშალე და ავაწყვე, საჩვენებლად. თავს ვიწონებდი. არც ჩემი მანქანის მესმის. სად რომელი სადენი გადის და რა რასთან არის მიერთებული ვერ ვარკვევ. არა ვარ რა, ჩხირკედელა. თუ რაღაც ისე ვერ არის, მაშინვე ნინოს ვეკითხები – დამწვრის სუნია? რა ხდება? გარედან შემოვიდა?

– ესე იგი, საბურავსაც ვერ გამოცვლი?

– საბურავს გამოვცვლი, კაცო. ასეც არ არის საქმე. ეგ უნდა ვიცოდე. ქალს ხომ არ გავაჩერებ და ვეტყვი, მოდი, საბურავი გამომიცვალე-მეთქი.

– მეუღლე ხომ არ გჯობნის ხელმარჯვეობაში?

– ვერ ვიტყოდი. სამზარეულოში ძალიან მაგარია და ესეც მაკმაყოფილებს. სარეცხის მანქანას როგორმე გავაკეთებ. მოვიყვან ხელოსანს. ისეთ კერძებს აკეთებს, ხუთიანი უწერია კულინარიაში, დიდი პლუსით. არ მეტყობა?

– თუ მამაკაცს არაფრის შეკეთება არ ეხერხება, ფულის შოვნა მაინც უნდა მოახერხოს, რომ ხელოსანს გადაუხადოს.

– რა თქმა უნდა, ფული საჭიროა. მარტო ხელოსნისთვის არა, ყველაფრისთვის. ფული ძალიან მაგარი რამეა და უნდა გქონდეს. როცა ფული მაქვს, იცი რა მაგარ ხასიათზე ვარ?! – იფ! იფ! არაფერი აღარ მადარდებს. არც არანაირი პრობლემა არ მაწუხებს. ყველა და ყველაფერი კარგად არის ჩემ გარშემო. ფული ყველაფრის წამალია. ნაღდად, რა...

– საყიდლებზე გაიშვები?

– კი, კაცო, საყიდლებზე გავიშვები. დავდივარ და „მევასება“ კიდეც. თელავში დაბადებული და გაზრდილი ვარ. ვიცი, კარგი ხორცი და ყველი როგორია. რომელი ნაჭერი უნდა წამოვიღო. გამყიდველებიც ძალიან კარგად მხვდებიან, ხოლმე. უფრო მარკეტებში შევდივარ. ბაზარში, ნაკლებად. ახლა ადვილია საყიდლებზე წასვლა.

– ელიავას ბაზრობა იცი, სად არის?

– ვიცი. მაგრამ იქ უფრო მანქანის ნაწილების შესაძენად მიწევს მისვლა. ავარია მომივიდა. „მერსედესს“ დავეჯახე უკნიდან. თანაც ისე, რომ წინიდან ბოძსაც შეეჯახა. ხომ მაგარი იღბალი მაქვს?! (იცინის). ღამით ერთი მანქანა მიდიოდა ქუჩაში, ვიპოვე და დავარტყი. გასაკეთებელი გამიხდა ორი მანქანა. დავდიოდი ნაწილებზე და დედა, როგორ დავიტანჯეე...

– პოპულარობამ არ გაჭრა?

– როგორ არ გაჭრა. გაჭრა კი არა, ზოგიერთი ნაწილი მაჩუქეს კიდეც. ეგრე რომ არ ყოფილიყო, რა მეშველებოდა. თუმცა, ზოგი ისეთი „მუდოა“, გალახვა მოგინდება. გიყურებს და ვითომ ვერ გცნობს. გვერდზე მდგომი ეუბნება, ბიჭო, ხომ იცი ვინც არისო, ის მაინც იჯღანება. მე არ ვარ ისეთი ტიპი, ტელევიზორში „გამოჭვინტაყება“ დიდი რამე რომ ჰგონიათ. ჩვეულებრივად ვცხოვრობ და ვშრომობ. ისიც ძალიან მომწონს, როცა მცნობენ. ეგ ხალხია ჩემი პირველი შემფასებელი. უყვარხარ, ან არ უყვარხარ და მაგით ყველაფერია ნათქვამი. ნამდვილად არ მღლის პოპულარობა. პირიქით, ძალიან სასიამოვნოა. აბა, მსახიობი რისთვის ვარ. უნდა მიცნობდნენ.

– რაში შეიძლება შემოგეხარჯოს ფული?

– თუ მაქვს „ზედმეტი“ ფული სიამოვნებით ვხარჯავ ტანსაცმელში. მიყვარს ხარისხიანი, კომფორტული სამოსი. ბრენდებს „გამოკიდებული“ არ ვარ, მაგრამ ხარისხს პატივს ვცემ. ხომ იცით, რა თქვა ებრაელმა, ისეთი მდიდარი არ ვარ, რომ იაფფასიანი ვიყიდოო. მეც გამოცდილებით ვიცი, რომ, რაც უფრო ხარისხიანს იყიდი, მეტხანს სძლებს. ამიტომაც მირჩევნია ცოტა მეტი გადავიხადო. თუ უცხოეთში ვარ, იქიდან ჩამომაქვს ბავშვებისთვის, ჩემი მეუღლისთვის და ჩემთვის ტანსაცმელი. სუნამოები მიყვარს ძალიან, მაგრამ ძირითადად მჩუქნიან. თუ ისე მოხდა, რომ გამითავდა და „დუ თი ფრიში“ აღმოვჩნდი, სუნამოშიც სიამოვნებით გადავიხდი ფულს. მეგობრებშიც არ მენანება ფულის დახარჯვა. რესტორანიც შეიძლება, რატომაც არა. ფული იყოს, თორემ დახარჯვას რა უნდა. (იცინის).

– „პახმელიის“ საუკეთესო წამალი რა არის?

– ოღონდ ხაში არა. ეგ იმათთვის არის, ვისაც მეორე დღესაც გაგრძელება უნდა. კონდიციონერია კარგი, მაგრამ თუ ჩემი პატარა ბიჭი სახლშია, ვერ ვრთავ. როცა ბებიამისს, ჩემს „შაქარ-დედას“ მიჰყავს, მაშინ შეიძლება. „შაქარ-დედა“ სიდედრია. რა ვიცი, აბა... კახელები ასე ვეძახით. ხომ მაგარია?! ჰოდა, ჩართავ კონდიციონერს და შეჭამ ცივ-ცივ ნაყინს. უფ, ძალიან მაგარია. მაგრად „ასწორებს“. ზუკამ თქვა, პაპუაშვილმა იმ დღეს, ისეთ „პახმელიაზე“ ვიყავი ნაყინი არ მეყოო. მე გავუგე. (იცინის) მოკლედ, ცივს გამოვყავარ.

– რემონტს გააკეთებ?

– ჯერ ნაქირავებში ვცხოვრობ. ბინა თბილისში არ მქონდა და ახლახან მაჩუქეს. მოულოდნელი საჩუქარი გამიკეთეს დაბადების დღეზე და ძალიან მადლობელი ვარ. ჩემს სახლში რომ მექნება რემონტი, ძალიან აქტიურ მონაწილეობას მივიღებ.

скачать dle 11.3