კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიო ბრწყინვალება

მსოფლიოში არსებობს რელიგიური რელიკვიები და სიმბოლოები, რომლებიც ერთნაირად აღაფრთოვანებს ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანებს.

იტალიური საგანძურის ყველაზე ძვირფას რელიკვიად დღემდე ითვლება ტურინის სუდარა, რომელშიც გახვეული იყო ჯვრიდან გარდამოხსნილი იესოს სხეული. სუდარაზე იესოს სახისა და სხეულის ანაბეჭდებია. მიუხედავად უამრავი საწინააღმდეგო აზრისა, ტურინის ტაძარში მომლოცველთა ნაკადი არასდროს იკლებს.

ტოსკანას პროვინციაში (ცენტრალური იტალია), ქალაქ პრატოში, ინახება აქლემის ბეწვისგან დაწნილი ქამარი, რომელიც მარიამ ღვთისმშობელს ეკუთვნოდა. ის მომლოცველებისთვის წელიწადში ხუთჯერ გამოაქვთ: შობას, აღდგომას, 1 მაისს, 15 აგვისტოს და მარიამის დაბადების დღეს – 8 სექტემბერს.

საფრანგეთში, შარტრის ღვთისმშობლის ტაძარში, ინახება ტუნიკა (კვართი), რომელიც ღვთისმშობელს იესოზე მშობიარობისას ეცვა. ტუნიკა ჯვაროსნებმა იერუსალიმში 876 წელს, ერთ-ერთი ლაშქრობის შემდეგ ჩამოიტანეს. 1134 წელს ტაძარი თითქმის მთლიანად დაიწვა, მაგრამ ტუნიკა ოდნავაც არ დაზიანებულა. 1194 წელს ტაძარს მეხი დაეცა და ისევ ძალიან დააზიანა. ტუნიკა გაქრა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, ის ტაძრის სარდაფში იპოვეს.

მეორე მსოფლიო ომის დროს, დაბომბვებმა თითქმის მთელი შარტრი მიწასთან გაასწორა, მაგრამ არც ღვთისმშობლის ტაძარი და არც ღვთისმშობლის ტუნიკა არ დაზიანებულა.

ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული სიწმიდე იოანე ნათლისმცემლის მარჯვენა ხელის მტევანია. დღეს ეს რელიკვია ჩერნოგორიაში, ტეტინის მონასტერში ინახება. რელიკვიას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს: ლუკას სახარების მიხედვით, როცა წმიდა ლუკა, ქალაქებს აქრისტიანებდა, მას იოანე ნათლისმცემლის მარჯვენა ხელის მტევანი დაჰქონდა თან. 959 წელს ეს სიწმიდე კონსტანტინეპოლში აღმოჩნდა და იქ ინახებოდა თურქების შემოჭრამდე. მერე რელიკვია მალტელმა რაინდმა რუსეთის იმპერატორ პავლე პირველს აჩუქა და ის ზამთრის სასახლის ეკლესიაში ინახებოდა, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ კი დიდი ხნით გაქრა და მხოლოდ 1993 წელს მიაკვლიეს მას ჩერნოგორიაში.

ყველაზე დიდი მუსლიმანური რელიკვია წინასწარმეტყველი მუჰამედის თმისა და წვერის ღერებია. ასეთი რელიკვია მთელ მსოფლიოში სამია: ერთი ინახება სტამბულის მუზეუმში, ტოკპაპის სასახლეში, მეორე – ჰაზრატბალას მეჩეთში, ინდოეთის ქალაქ შრინაგარში. მესამე, როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ – ტიუმენში.

კიდევ ერთი მუსლიმანური რელიკვიაა მუჰამედის ტერფის ანაბეჭდი, რომელიც იერუსალიმში, 687-691 წლებში აშენებულ ტაძარში – კობატას სახარში ინახება. ლეგენდის მიხედვით, მუჰამედი ცით მოგზაურობდა და ფეხი მხოლოდ რამდენჯერმე დაადგა მიწას. ამიტომ, რამდენიმე ნაფეხური ინდოეთშიც არის და დამასკოშიც.

ბუდისტებისთვის ყველაზე პოპულარული რელიკვია ბუდას კბილია, რომელიც ცოტას თუ უნახავს. ინახება ქალაქ კანდიში (შრი-ლანკა). დალადა მალიგავას ტაძარში. 1998 წელს ისლამისტებმა ტაძრის აფეთქება და კბილის განადგურება გადაწყვიტეს. ბომბი აფეთქდა, მაგრამ ტაძარი არ დაზიანებულა და კბილიც გადარჩა. ლეგენდის მიხედვით, როცა ბუდას სხეულს განსაწმედელ კოცონზე წვავდნენ, მისი ერთ-ერთი მოწაფე ცეცხლში ჩახტა და კბილი აიღო. წმიდა რელიკვია ჯერ ინდოეთში ინახებოდა, მაგრამ 361 წელს, ომის დროს, კბილი მალვით ჩაიტანეს შრი-ლანკაში. თუმცა, პორტუგალიელები დიდხანს ირწმუნებოდნენ, რომ ბუდას კბილი მათ ჩაიგდეს ხელში.


скачать dle 11.3