კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხვდება ცოლი სახლში აგრესიულად ნიკა არაბიძეს და ვისზე გადაირია თათია სულუაშვილის ქმარი



„კომედი შოუს“ მსახიობები, თათია სულუაშვილი და ნიკა არაბიძე, ამ ბოლო დროს ხშირად ასრულებენ „აუტანელი“ ცოლ-ქმრის როლს. რამდენად აუტანლები არიან ისინი ნამდვილი ქმრისა და ცოლის გვერდით, ამას მათი ინტერვიუებიდან შეიტყობთ, თუმცა ამ შემთხვევაშიც მოგიწევთ გარკვევა, როდის ხუმრობენ ისინი და როდის საუბრობენ სერიოზულად.



ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ნიკა არაბიძე



– გამარჯობა, თათია, სამი დღეა არ მინახავხარ. ხომ იცით, თან როგორ ოჯახის წევრებივით ვართ, სამი დღე თუ ვერ ვნახე, იწყება სად დადიხარ ეს სამი დღეა... სად დაიკარგე?

– რა ვიცი, ჩემო ნიკა, საქმეები, ოჯახი, ქმარი, ისა-ესა...

– რა აინტერესებს ახლა ფართო საზოგადოებას შენზე?! რა თქმა უნდა, ის, რომ უახლოეს წარსულში გათხოვდი. დაკრა ფეხი და ამდენი მამაკაცისთვის, რომელიც მისი ოჯახის წევრები არიან, არაფერი უკითხავს.

– რთულად გადაიტანე ხომ ეს ამბავი, ჩემო ნიკა?

– პირველად, რომ გავიგე თავისთავად სტრესი იყო, მაგრამ მერე უკვე, რომ გავიცანით სიძე, დავმშვიდდით, დავწყნარდით, შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე. დალევა, ამბავი, ყველაფერი კარგი და ლამაზი. საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ შვილს ელოდები. ჟურნალში აპლოდისმენტებს ვერ ჩავწერთ, მაგრამ ჩათვალე ტაშს გიკრავ.

– საზოგადოებას ვამცნობ, რომ შვილს ველოდები, მაგრამ ჯერ ძალიან პატარაა.

– შემდეგ შეგიძლია, მომმართო სხვადასხვა საკითხებით. ხომ იცი, როგორი გარკვეული ვარ მაგ ამბებში.

– სხვათა შორის, ძალიან მაგარი მამა ხარ. უკვე მიხვედი იმ დრომდე, რომ ბავშვს ორი წვეთი ვაშლის წვენი უნდა აჭამო.

– ასეა, ჩემო თათია, ამიტომ კონსულტაციისთვის აუცილებლად უნდა მომმართო. მეუღლე რავა არის?

– გადასარევად. დილით ცოტა ჭამის მადა არ ჰქონდა და ამაზე ვინერვიულე. ნანერვიულები გამომიშვა სახლიდან.

– ჩვენი ჯგუფი ხშირად დავდივართ ხოლმე საქეიფოდ, ამასაც იმიტომ ვყვები, ჩემო თათია, ჩვენმა მკითხველმა რომ გაიგოს. მართალია, ერთმანეთს ყოველდღე ვუყურებთ, ოჯახის წევრებზე უფრო ხშირადაც კი და ხანდახან ერთმანეთი გვეზიზღება კიდეც, მაგრამ განტვირთვის მიზნით, კორპორატიულ საღამოებსაც ხშირად ვაწყობთ. ამ დროს ერთმანეთი არ გვეზიზღება. (იცინიან) ცოლებით, ქმრებით, ხან ქალაქგარეთ მივდივართ სადმე, მერე ვქეიფობთ. კულტურული ღონისძიებაა. სწორედ ამ კულტურულ ღონისძიებაზე ვნახე პირველად თათიას ქმარი. მოკლედ, მითხარი, როგორი შთაბეჭდილება დარჩა ჩვენზე? თან ერთ სუფრაზე ვისხედით.

– არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებები დარჩა, განსაკუთრებით შენზე, ნიკა. ასე თქვა, მაგრად „უბერავდა“ ბარკალსო. რომ სტაცა ფეხში ხელი წიწილას და გაიქანა ეგრევე ყბაში, (იცინიან) ერთი საათი ამუშავებდაო.

– კარგი. თუ ასეა ჩემგან გადაეცი, კი არ მავიწყდება ექვსი ნაჭერი ხაჭაპური ისე რომ შეჭამე, არ ამოგისუნთქია-თქო.

– რას ლაპარაკობ, კაცო, წიწილა საწებელში რომ ჩადო, სულ შეიწოვა, საწებელი აღარ დარჩაო. არა, მართლა, ნიკა, განსაკუთრებით მოეწონე, მოხიბლულია შენით.

– არა, საყვარელი ბავშვობიდან ვიყავი, რაც მართალია, მართალია. ხომ არ ეჭვიანობს ან ბრაზდება ჩვენს სცენებზე, რომ ვხოცავთ ერთმანეთს? იქნება და ღამე არ უნდა მეძინოს ნორმალურად და არ ვიცი, ეგ ამბავი?!

– არა, სხვათა შორის, არაფერს ამბობს. ერთადერთი ძალიან ვეცოდები ხოლმე, რომ დამინახავს სკეტჩში რას მიშვრები. მეკითხება, ხოლმე, თმა გაქვს? ვაი, შე საწყალო, და ასეთ რაღაცეებს ამბობს. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ თმას მართლა მაწიწკნი. რამდენჯერაც ჩვენ ამას ვთამაშობთ, იმდენჯერ რომ თმა დამაგლიჯო, ქაჩალი ვიქნები.

– არა ისე, რაც გათხოვდი მაინც ვცდილობ ცოტა რბილად მოგქაჩო, გათხოვილი გოგო ხარ, რას იფიქრებენ. საერთოდ, ისეთი როლები გაქვს, იძულებული ხარ, ჩემს მიმართ კარგად განეწყო, არ უნდა გამაბრაზო, თორემ რომელიმე სკეტჩში ეგ ამბავი ძალიან ცუდად დამთავრდება.

– ბოლოს, რომ ვცეკვავდით გაიხსენე, ისე უშნოდ გააკეთე ყველაფერი, კინაღამ გადმომჩეხე.

– როლში რომ ვარ, ისეთ ქმარს აიტანდი?

– არანაირად. არა, ისე რატომ?! თავისებურად საყვარელია.

– ეს როლი მაქვს ასეთი, თორემ ხომ იცი, ჩემო თათია, ისეთი ვარ ოჯახში, გადაირევი. მეოჯახე, მოფუსფუსე, ოჯახზე გადამკვდარი. როდემდე აპირებ გმირულად გაუძლო მუშაობას ამ მდგომარეობაში?

– სანამ არ მეტყვით, წადი სახლში თათია და დაჯექი ერთი სამი თვეო. თუ ოც კილომდე მოვიმატებ, მეცხრე თვემდე აქ ვარ, თუ ოცდაათი და ან ორმოცი, მაშინ ორ თვეში მომიწევს სახლში დაჯდომა.

– ხომ გიშლი ჭამას?! არა, ჩემზე მეტს არ ჭამ, მაგრამ იმდენიც არ უნდა ჭამო, რამდენსაც მე ვჭამ. სანამ გათხოვდებოდა მაწონსაც ჭამდა, დიეტაზეც იყო, რეჟიმულად იცოდა ყველაფერი. (მე მომმართავს. ს.გ.) ახლა კიდევ ამჩატდი. აქაო და ფეხმძიმედ ვარო, ყველაფრის უფლება გგონია, რომ გაქვს.

– სულ მეცინება ხოლმე იმ ორსულებზე, ბავშვებს რომ აბრალებენ ყველაფერს: მე კი არ მინდა, ბავშვს უნდა; მე კი არ ვჭამ, ბავშვი ჭამს.

– ისე, მოიმატე წონაში?

– გადასარევად მივდივარ წინ. (იცინიან).

– ესე იგი, ყველანაირი მატება გაქვს ოჯახში. მოდი, ის მითხარი როგორ გაატარე ზაფხული. ზაფხულში იყო ის ამბავი, რომ დაკარი ფეხი და გათხოვდი.

– არა, რა ზაფხულში. ჰო, მართალი ხარ, ზაფხულში იყო.

– მერე შენ და შენი ქმარი ერთად წახვედით დასასვენებლად! ყველაფერი მე უნდა გაგახსენო?!

– ასე იყო. ვიყავით ქობულეთში, მწვანე კონცხზე, მერე – ბათუმში. დავიპყარი აჭარა.

– მოკლედ, დიდი ემოციური დატვირთვა გქონდა. მინდა აღვნიშნო, რომ ოჯახში ორი სიძე გვყავს და ორივესთან გადასარევი ურთიერთობა გვაქვს. თან უკვე იმ ასაკში ვართ, როდესაც ადამიანის გასაცნობად ერთი ფუთი მარილის ჭამა აღარ გვჭირდება, ადვილად ვხვდებით როგორი ადამიანია, როგორი განწყობითაა ჩვენ მიმართ. შენს მეუღლეზე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კონტაქტური ადამიანია, გადასარევი ურთიერთობა გვაქვს.

– მეც არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს შენს მეუღლესთან, ჩემო ნიკა. ყოველ საღამოს „ადნაკლასნიკებში“ მიდის მიწერ-მოწერა. ბავშვი როგორ არის, სულ ვკითხულობთ ერთმანეთის ამბავს. ისე, უნდა აღვნიშნო, რომ სულ ვეცოდები. რას გიშვრება ეს ნიკა, რა დღეში გაგდებსო! ძალიან განიცდის ჩემს ამბავს.

– ისე, დავაკვირდი, როდესაც ნალაპარაკები გაქვთ, სახლში მისულს, ცოლი ცოტა აგრესიულად მხვდება ხოლმე. (იცინიან).

– უნდა ნახო, რა საწყალი სახით მეკითხება, ძალიან მოგქაჩა? მერე ამბობს ხოლმე, მოიცა მოვიდეს სახლშიო! (იცინიან).

შენ მიმხედრებ ესე იგი ცოლს?! ნახავ რას გიზამ მომდევნო სკეტჩში. (იცინიან).



ინტერვიუ 2. ჟურნალისტია თათია სულუაშვილი



– ნიკა, ცოტა ხნის წინ შვილი შეგეძინა. მითხარი, როგორი მამა ხარ და საერთოდ, ასე გვიან რატომ დაოჯახდი?

– მეცალა?! სხვათა შორის, ხუმრობაც იყო, ჩაინიკას ეუბნებიან, ცოლი რატომ არ გყავსო? ის პასუხობს, ამდენი კონცერტები, საქმეები, ქორწილები, სად მცალია ცოლის მოსაყვანად. თან ეგ ისეთი საქმეა, სხვას ვერ დაავალებო. მოკლედ, ვერ დავავალე ვერავის, ვერ ვუთხარი მეზობელს, ახლა არ მცალია და ერთი თუ ძმა ხარ, ცოლი მოიყვანე ჩემს მაგივრად-მეთქი. (იცინიან) ასე რომ, როდესაც ცოლი მოვიყვანე, კი ვიყავი უკვე ოცდათოთხმეტი წლის. მაგრამ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

– და ბავშვისთვის იცლი? საფენებს თუ უცვლი?

– მართალი გითხრა, ძირითადად, საფენების მიტანით ვარ დაკავებული. გამოცვლით, მართლა ვერ ვახერხებ ამ ამბავს. რაც ბავშვი შემეძინა სულ ეიფორიაში ვარ, სულ ამაზე ვფიქრობ. მართალია, ვერ ვიცლი და სახლში საღამოს მივდივარ, მაგრამ მაინც ვახერხებ მის მოფერებას, მასთან თამაშს, ურთიერთობას.

– თავიდან გაგიჭირდა ხელში აყვანა?

– ძალიან. მაგრად მეშინოდა. ისეთი პატარა იყო, ვფიქრობდი, რამე არ ვატკინო-მეთქი. ძალიან უხერხულად მეჭირა ხელში, რომ არ იცი, სად წაიღო, სად დადო. (იცინიან) მაგრამ ახლა უკვე აღარ მიჭირს ეგ საქმე. სამი თვისაა და გვცნობს კიდეც. მივალ სახლში, მეტყვის, მამა გამარჯობა, მე ვეუბნები გაგიმარჯოს. იმასაც ვხუმრობ ხოლმე ძალიან კარგი მამა ვარ, შვილი რასაც მეუბნება ყველაფერს ვუსრულებ-მეთქი.

– რას გეუბნება, „თოიბოქსები“ უყვარს ხომ ძალიან?

– კი, გადარეულია „თოიბოქსებზე“ და „კინდერებზე“, მაგრამ მაინც მორიდებული ბავშვია, იშვიათად მთხოვს ხოლმე რამეს.

– მხოლოდ შენი მეუღლე უვლის ბავშვს?

– მეუღლე და ბებია. შეძლებისდაგვარად, ეხმარება ყველა. შენ თუ გეყოლება დამხმარე?

– რა თქმა უნდა. დედამთილი, დედა... შეენაცვლებიან ერთმანეთს...

– ის კი არ თქვა, მე შემენაცვლებიანო. ერთმანეთს შეენაცვლებიანო.

– არა, როდესაც სამსახურში ვიქნები დაიტოვებენ, თორემ ისე, დედობის სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ავიღებ. ჯერ ისიც კი ვერ წარმომიდგენია, დედა თუ ვიქნები. მოდი, ნიკა, ჩემი ბავშვი და შენი ბავშვი „დავაჯახოთ“. ქერა, ცისფერთვალება და შავგვრემანი. (იცინიან) ნიკა ბანაობა თუ უყვარს შენ შვილს?

– ძალიან. დედა და ბებია აბანავებენ ხოლმე, მამა ტაშს უკრავს. (იცინიან) გიჟივითაა ბანაობის დროს, სულ ზედ გვასხამს წყალს.

– ვის ამსგავსებთ პატარას?

– როცა შია და ტირის, მე მგავს. ნაჭამი და კმაყოფილი დედას. (იცინიან) არა, ისე ორივეს გვგავს.

– ნიკა, როგორი თამადა ხარ?

– შენც იცი, ჩემო თათია, რომ იმ საზოგადოებაში, რომელშიც ვტრიალებთ, ბევრი კარგი თამადაა, საძებარი არ გვყავს, მაგრამ მეც არა მიშავს. ისე თამადად დაპატიჟებაც ხშირია. ბევრი შემოთავაზება გვაქვს ხოლმე. ამას წინათ, ვიღაც ქალი მირეკავს – დედა, შენ მე არ მიცნობ, მაგრამ გოგო გავათხოვე და მის ქორწილში თამადა უნდა იყოო. როგორ უნდა წახვიდე ასეთ ქორწილში, არ მესმის. ერთი სიტყვით, ნორმალური თამადა ვარ. ვერც იმას იტყვი, დედა ეს რა ვნახეთო.

– ტრადიციული სადღეგრძელოები გიყვარს თუ ორიგინალური?

– უფრო ტრადიციული, მაგრამ გააჩნია სიტუაციას. შეიძლება, ისეთ სუფრაზე მოხვდე, რომ ისეთი ტრადიციული სადღეგრძელოც კი არ დალიო, როგორიცაა დედ-მამიშვილების და მანამდე რაღაც სულ სხვა სადღეგრძელო შესვა – სიტუაციიდან გამომდინარე.

– ისე, ჩვენ კორპორატიულ ქეიფებზე ტრადიციული სადღეგრძელოები ნაკლებად ითქმება...

– ახლა ჩვენ კორპორატიულ ქეიფებზე ისეთი სიტუაციაა ხოლმე, რომ ვერ გაიგებ, ქეიფი იწყება თუ მთავრდება. ორიგინალური სადღეგრძელოები განსაკუთრებით ალეკო მალხაზიშვილს უყვარს. მაგალითად, პირველ სადღეგრძელოდ შეიძლება თქვას ჩვენს მუსიკოსებს გაუმარჯოს! ან დათო გოგიშვილს გაუმარჯოს! (იცინიან) იმ მომენტში ეს ყველაფერი სიტუაციას უხდება. ქორწილში ნამდვილად ვერ ადგები და ვერ იტყვი, მუსიკოსებს გაუმარჯოთო. ისე, ამ გახსენებაზე, როგორ გვაშიმშილე ორი კვირა, რა დღეში ჩაგვაგდე, მარტო კარაქს ვჭამდით და ქორწილი არ გადაიხადე.

– ქორწილი არ მქონია და არც მინდა, რომ მქონდეს. ჯვარს დავიწერ და ეგ იქნება. მაინც ვერავინ ამწევს ხელში საპატარძლო კაბით და ვერ მაფარფატებს. რატომ უნდა გავიმაიმუნო თავი?! ჩემი ოცნება იყო, რომ ქორწილში უზარმაზარი თეთრი კაბა მცმოდა, ქმარს ხელში ავეყვანე და ვებზრიალებინე. მაგრამ, არ უწერია ჩემს ოცნებას ახდენა. ახლა, რომ ჩემმა მეუღლემ მაბზრიალოს, ხომ ჩაეგლიჯება მთელი ნეკნები, თირკმელები და დარჩება უშვილო.

– მართალი ხარ, შენ! ვერც მე ამწევს ვერავინ საპატარძლო კაბაში. (იცინიან).

– ნიკა, ერთი სამი თვე დამიცადე, ავალ ას კილომდე და ისე გაბზრიალო და გაფარფატო, შენი მოწონებული. აგიხდენ მაგ ოცნებას, არ ინერვიულო. (იცინიან).

– შენს ჯვრისწერაზე თამადა ვინ იქნება? კონკურენცია აშკარად დიდია.

– არ ვიცი ჯერ. მაგრამ ჯვრისწერაზეც რომ შენ დაგინახო, ალბათ გული წამივა. გადი, კაცო, იქით, მომშორდი, აღარ დამენახო. მოიცა, კითხვა მაქვს – როგორ ეწყობი სამსახურში ვახო ბიჭიკაშვილს?

– ძალიან ცუდად! არა, გარეთაც გადასარევად ვეწყობით ერთმანეთს და შიგნითაც. ამდენი ხნის განმავლობაში ერთად ვართ და ის რომ შევძელით, ერთად ყოფნა შეგვენარჩუნებინა, არ გვახასიათებს ცუდად. ერთი ადამიანიც კი არ ყოფილა ისეთი, რომ აქ მოსულიყოს, ეთქვას, ვერ გეწყობითო და წასულიყოს. როგორც წესი, ჩვენთან ვინც მოსულა, აღარ წასულა. ქალბატონებზე აღარ მაქვს საუბარი, ხელისგულზე ვატარებთ, რამდენი კილოც არ უნდა გახდნენ. (იცინიან) მამაკაცების ისეთი კონტიგენტი ვართ, რომ რამენაირად მოვერევით.

– ნიკა, ამდენს მუშაობ, იქ პატარა ბავშვი, ოჯახის საქმეები. გრჩებათ შენ და შენს მეუღლეს ერთმანეთისთვის დრო?

– სიმართლე გითხრა, დრო ნაკლებად მრჩება, მაგრამ მაინც ვცდილობ, რომ სადმე წავიდეთ ხოლმე, ცოტა გავხალისდეთ. ამას წინათ, მეგობართან და მის შეყვარებულთან ერთად, მე და ჩემი მეუღლე სადღაც წავედით. ბავშვი ორი საათით ბებოსთან დავტოვეთ. ისე ძალიან გაუხარდა და ესიამოვნა ჩემს მეუღლეს, რომ გადავწყვიტე მომავალ წელს ამ დროსაც წავიყვანო სადმე. (იცინიან) არა, მართლა კარგი საღამო იყო. ამას წინათ დასავლეთში მოგვიწია ქორწილში წასვლა, მაგრამ რაც კი რამე ავეჯი გვქონდა სახლში, ყველაფერი თან წავიღეთ. ბავშვი, „კალიასკა“, საწოლი... მერე იქ ბებიებთან დავტოვეთ ცოტა ხნით და ქორწილში მივედით. უბრალოდ, ისეთი მომენტია, რომ სულ ვჩქარობთ. სადაც არ უნდა მივიდეთ, მალევე უკან გამოვრბივართ. სულ ტელეფონზე ვლაპარაკობთ, ხომ არ იტირა, ხომ არ შია. წამოიზრდება ჩემი შვილი და მერე ერთიანად ავიშვებთ.

სალომე გველესიანი


скачать dle 11.3