კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაწვით ცხიმები!

დიეტა, რომელსაც გთავაზობთ, ზარმაცებს, შესაძლოა, ძნელად შესასრულებლად მოეჩვენოთ, მაგრამ, სინამდვილეში, არც ისე რთულადაა საქმე. ამ დიეტის მთავარი პრინციპი, ცხადია, რაციონის პარალელურად არის მისი რეჟიმი და შესრულების ტექნიკა, ანუ:

1. ყველა საკვები უნდა იყოს ნაკლებკალორიული;

2. დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ 4-5-ჯერ;

3. თითოეული კერძის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 150-200 გრამს;

4. მთლიანად უნდა გამორიცხოთ ტკბილეული (დასაშვებია მხოლოდ დღეში 1 ჩაის კოვზი თაფლი, ჩაისთან ან ყავასთან ერთად) და ცომეული (პურის ნაცვლად უნდა მიირთვათ თითო ცალი „ხლებცი“ ყოველი კვების შემდეგ);

5. უნდა დალიოთ დღეში 1,5-2 ლიტრი სითხე: ჩვეულებრივი სასმელი წყალი, გაზგასული მინერალური წყალი, ჩაი, ყავა, ხილისა და ბოსტნეულის ახალგამოწურული (უშაქრო და უმარილო) წვენები;

6. ყოველი დღის ბოლო კვება უნდა მოხდეს 19 საათზე და შედგებოდეს ტომატის წვენისგან (1 სადილის კოვზი ტომატ-პასტა გახსენით 1 ჩაის ჭიქა წყალში და უმარილოდ დალიეთ);

7. თითოეული ლუკმა დაღეჭეთ 20-25-ჯერ, სითხე კი დალიეთ მაქსიმალურად პატარა ყლუპებით;

8. და, რაც მთავარია: შეეცადეთ, საკვები მიირთვათ ფეხზე მდგარმა; მერე 5 წუთით ჩამოჯექით, ამის შემდეგ კი 10 წუთი დაუთმეთ ვარჯიშს (ვარჯიში უნდა გააკეთოთ ყოველი კვების შემდეგ): ადგილზე ხტომა, ბუქნები ან ნებისმიერი გამაჯანსაღებელი ვარჯიში, აჭიმვების გარდა.

ეს დიეტა განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც უცბად მომატებული კილოგრამების სწრაფად დაკლება სურს.


скачать dle 11.3