კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი ვაჟი დაიბადა 1993 წლის 1 ივნისს, დილის 5 საათზე. რომელი პროფესიები იქნება მისთვის წარმატებული?

პასუხი: თქვენი ვაჟის კოსმიური მისია უკავშირდება უცხოეთს, ამიტომ, აუცილებელია ურთიერთობა რომელიმე ქვეყანასთან, რათა შემდგომ წარმატებას მიაღწიოს. რაც შეეხება წარმატების მომტან პროფესიებს, ასეთებია: ტურიზმი, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, იურისპრუდენცია, სადალაქო ინდუსტრია, საცირკო ხელოვნება ან ბიზნესი, ფილოსოფია, ფსიქოლოგიის ფართო სპექტრი, გაზის ინდუსტრია, ავიაციის ბიზნესი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, სპორტი, მედიცინის ფართო სპექტრი (ფარმაცევტიკის გამოკლებით). ყველა ეს სფერო თქვენთვის წარმატებების მომტანია.

კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 1995 წლის 31 მარტს. რომელი პროფესია იქნება მისთვის წარმატებების მომტანი?

პასუხი: მისთვის პროფესიებიდან კარგია და წარმატებების მომტანი: პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, იურისპრუდენცია; პედაგოგიური მოღვაწეობა; ტურისტული ბიზნესი; სპორტის ფართო სპექტრი; ფილოსოფია, ფსიქოლოგიის ფართო სპექტრი, სასწრაფო დახმარება, რეანიმატოლოგია, ქირურგია, სტომატოლოგია, ფსიქიატრია, გინეკოლოგია, ასევე, არატრადიციული მედიცინა, სამხედრო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო, სადაზღვევო კომპანიები, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, მაკონტროლებელი ორგანოები, საბაჟო-სადაზღვევო დეპარტამენტები.

კითხვა: დავიბადე 1993 წლის 11 იანვარს, დილის 11 საათზე. მაინტერესებს, იქნება თუ არა კარგი პროფესია ჩემთვის ფსიქოლოგობა? თუ არა, რომელი სპეციალობა ავირჩიო?

პასუხი: ფსიქოლოგია თქვენთვის საშუალოა. თუ გადალახავთ სირთულეებს და პრობლემებს, მხოლოდ მაშინ მიაღწევთ წარმატებას. თქვენთვის წარმატებების მომტანი პროფესიებია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ხელოვნება და ბიზნესი, დიზაინი, სამოდელო სფერო, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა, იურისპრუდენცია, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ტურიზმი.

კითხვა: დავიბადე 1966 წლის 31 ივლისს, კვირა საღამოს, 7-დან 9 საათამდე. მაინტერესებს, რომელი ქვეყანა იქნება ჩემთვის წარმატებული და რა არის ჩემი კარმული მისია?

პასუხი: თქვენი კოსმიური მისია უკავშირდება იმას, რომ იყოთ მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი და გადამნაწილებელი, ფრთხილი, წინდახედული; ასევე, იყავით ერთგული და ირგვლივაც ასეთი ერთგული ადამიანები შემოიკრიბეთ. მაქსიმალურად დაასტაბილურეთ ცხოვრება, ეს ეხება როგორც ოჯახს, ასევე სამეგობრო წრეს და კოლეგებს. მეტად დაეყრდენით ინტუიციას და დიპლომატიურობას. ისწავლეთ საკუთარი საიდუმლოს დაცვა. მეტად ემსახურეთ სამშობლოს და იყავით მისი პატრიოტი. სადაც შეხვალთ, შეიტანეთ სიმშვიდე და ჰარმონია და არა დეპრესია, აგრესია, ეს თქვენი კარმული მისია და წარმატების მომტანი ფაქტორებია. რაც შეეხება უცხოეთს, ის თქვენთვის საშუალოა. თუ გსურთ იქ გამგზავრება, მაშინ უკეთესია ურთიერთობა ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა: უკრაინა, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარის აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, მოლდავეთი, არგენტინა, ესტონეთი, ეგვიპტის ჩრდილოეთი მხარე, ბულგარეთი, ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი ნაწილი, ჰოლანდია, პარაგვაი, შოტლანდია, თურქეთი, საფრანგეთის შამპანის პროვინცია, იტალიიდან ვენეციის მხარე, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, სამხრეთ აფრიკა.


скачать dle 11.3