კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან არ იფუჭებს ლევან ჯიბღაშვილი ურთიერთობას ეჭვიანობით და ვის დაახრევინა თავი ლელა მებურიშვილმა

„დეტექტივები“ ისევ ძალიან რთულ გრაფიკში ცხოვრობენ – მუდმივი გადაღებები, ცოტა დრო ოჯახისა და მეგობრებისთვის. მიუხედავად ამისა, ლელა მებურიშვილმა და ლევან ჯიბღაშვილმა ერთმანეთთან ინტერვიუსთვის მოიცალეს და შიგადაშიგ ისეთ თემებზეც ისაუბრეს, რომლის ქვეტექსტის გაგებაც მკითხველის ფანტაზიისთვის მიგვინდია.

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ლელა მებურიშვილი

– ლევან, როგორ ხარ, როგორ გრძნობ თავს „დეტექტივების” მეორე სეზონზე?

– არაჩვეულებრივად. მეორე სეზონში უფრო მეტი მკვდარია, უფრო მეტი წამება, ტანჯვა, სისხლი.

– რაც მთავარია ბევრი ახალი პერსონაჟია, მათ შორის მოდელები და დარწმუნებული ვარ, მათ გარემოცვაში თავს უკეთ იგრძნობ.

– (იცინიან) არა. მათთან შეხება, სხვათა შორის, საერთოდ არ მაქვს. საქმეში რომ ვერთვები, ისინი უკვე მკვდრები არიან. ვიწყებთ გადაღებას და ყველა მოდელი მკვდარია.

– მართალია, ჩვენ ამ სცენებში ერთდროულად არ ვართ ხოლმე, მაგრამ როგორც ჩემამდე მოდის ხმები, შენ მათთან კავშირში ხარ.

– პროზექტურაში გვამებზე დაკვირვებები მაქვს, ამას ვაღიარებ. დასისხლიანებულებს და გამოფატრულებს ვათვალიერებ ხოლმე...

– და ეს ყველაფერი მოგწონს?! შენზე არ მოქმედებს ამდენი მკვდარი, სისხლი, თუნდაც ამდენი გალურჯებული სხეული?

– ამ ბოლო დროს, სილამაზეს უკვე სილურჯეში აღვიქვამ (იცინიან).

– ამიტომ ჩავიცვი დღეს ლურჯები.

– მეც არ ვიფიქრე, დღეს ეს გოგო როგორი განსაკუთრებულად ლამაზი მეჩვენება-მეთქი?!

– დღეიდან შევეცდები, სულ ლურჯები ჩავიცვა.

– შენ როგორ გრძნობ თავს მეორე სეზონზე?

– ძალიან მომწონს და კარგად ვგრძნობ თავს. ერთადერთი, რაც მაწუხებს, ცუდი რეჟიმია. პირველი სეზონისგან განსხვავევით, ჩემი გონება შედარებით გავააქტიურე და მივხვდი, რომ არ შეიძლება, ყოველდღიურ რეჟიმში გადაღებიდან სახლში წასვლა, მეორე დღეს გადაღებისთვის მომზადება და მეტი არაფრის კეთება. ეს არის სისულელე. ახლა ვცდილობ, დაღლილ-დაქანცულიც კი, მეგობრებთან ერთად სადმე წავიდე და ცოტა გავერთო. სხვანაირად გავატარო დრო.

– ამ ბოლო დროს, ძალიან ხშირად გხედავ გასართობ ადგილებში და მიხარია. კლუბებს არ ვგულისხმობ, ისეთ ადგილებში, სადაც დაჯდები და მშვიდად ისაუბრებ.

– მართალია. ურთიერთობების დეფიციტი, რაც მთელი წლის განმავლობაში მქონდა, რაღაცნაირად უნდა ავინაზღაურო. შენ ნუ შეითავსე ჟურნალისტობა, ჯერ ჩემი კითხვების დროა! მინდა იმ თემაზე ვისაუბროთ, რაც ჩემს მეგობრებს, ახლობლებს, უბრალო ნაცნობებსაც კი, ყველაზე მეტად აინტერესებთ, ანუ შენ პირად ცხოვრებაზე. ამ ინტერვიუს საშუალებით მინდა, რომ ახლა გკითხო – რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში? ვიცი, რომ შეყვარებული გყავს.

– კი, მყავს, მაგრამ მისი ვინაობის დასახელებისგან თავს ვიკავებ.

– რატომ?! სიყვარულსა მალვა უნდაო?

– მალვა არაფერ შუაშია, უბრალოდ, ჯერ არ მიმაჩნია საჭიროდ, ეს ყველაფერი დეტალურად გახდეს ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. რა არის ამის მიზეზი, არც ამაზე მინდა საუბარი, ძალიან პირადულია.

– შეყვარებული თვალები გაქვს აშკარად. ერთგული ხარ?

– კი, ნამდვილად.

– თუ ეს მაინც ზედაპირული ერთგულებაა? ერთგულის ნიღაბი გაქვს და რეალურად სხვანაირი ხარ?

– არა, სად მე და სად ნიღაბი. სად მაქვს მაგდენი სამსახიობო ოსტატობა?!

– და შენი შეყვარებული არ ეჭვიანობს? ამდენი გოგო რომ გახვევია თავს.

– რატომ? სულაც არავინ არ მახვევია თავს, ისინი დამოუკიდებლად ტრიალებენ აქ და უბრალოდ, მეც მათ საზოგადოებაში ვარ გარეული. ერთ-ერთი, პატარა ადამიანი ვარ ამ დიდ გადასაღებ მოედანზე.

– ანუ, შენი შეყვარებული არ არის ეჭვიანი?

– შეიძლება, რაღაც დონეზე ეჭვიანობს, მაგრამ არა კონკრეტულად იმაზე, გადასაღებ მოედანზე რამდენი გოგოა.

– თაყვანისმცემელი ბევრი გყავს?

– არა, რა სისულელეა. მე ვის უნდა ვუყვარდე. ჩვენ საერთოდ ვცდილობთ, ერთმანეთზე არ ვიეჭვიანოთ. როცა ადამიანი გიყვარს, ენდობი კიდეც და თუ მას პატივს სცემ, ეჭვიანობით ეს ურთიერთობა არ უნდა გააფუჭო.

– თუ მოსულა გოგო და უთქვამს, რომ უყვარხარ?

– თავისი ინიციატივით?! კი, ყოფილა ასეთი შემთხვევა.

– მერე არ ჩავარდი უხერხულ მდგომარეობაში?

– არა, რატომ?! ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო. თუ ის, ვიღაც საშინელი გოგოა, შეიძლება არანაირი რეაქცია არ მქონდეს, მაგრამ ზოგადად, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ვიღაც შენს მიმართ სიმპათიას გამოხატავს, დადებითად გიყურებს.

– და რას ეუბნები ხოლმე, თუ შენ არ მოგწონს?

– გასაგებია-მეთქი (იცინიან). რა უნდა ვუთხრა?! რაღაცნაირად ვუხსნი, რომ სხვა მომწონს ან რაღაც ეგეთი.

– ჩაცმულობას თუ აქცევ ყურადღებას?

– საკმაოდ სერიოზულ ყურადღებას ვაქცევ. თუმცა, არა ზედმეტად. ვაღიარებ, მიყვარს ჩაცმა, მაგრამ ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, ბოლო ორი წელია, ისე ვერ ვახერხებ, როგორც ადრე ვიცვამდი. მიყვარს ყიდვაც და ჩაცმაც.

– გადაღებაზე არ გაცვია შენი ტანსაცმელი?

– კი, საკმაოდ ხშირად, რადგან მგონია, რომ გემოვნებიანად ვიცვამ და სერიალსაც უხდება.

– წარბებს იკეთებ?

– არა, ტანს ვიხევ (იცინიან)!

– კარგი, მითხარი, რა მიზანი გაქვს ცხოვრებაში, რა გინდა, რომ აკეთო.

– მთავარი მიზანი ისაა, რომ წარმატებული და ბედნიერი ვიყო. მსახიობობასთან ერთად, რაღაც ბიზნესსაც ვეწევი, ჩემი საქმეები მაქვს და მხოლოდ იმაზე არ ვარ კონცენტრირებული, წარმატებული მსახიობი ვიყო. სხვა მხრივაც მინდა წარმატება. მინდა, წარმატებული ბიზნესმენი ვიყო.

– წარმოგიდგენია, რომ ოდესმე მსახიობობას თავი დაანებო?

– არა, რატომ უნდა დავანებო?! შოუ და ბიზნესი გადასარევად თავსდება ერთმანეთთან. დღევანდელი გადმოსახედიდან მსახიობობისთვის თავის დანებება, არანაირ გეგმებში არ შედის.

– ოცნებები გაქვს?

– ოცნება, ალბათ, უფრო ის არის, რაც არასდროს არ უნდა აგიხდეს. მიზანი კი უკვე სულ სხვა რაღაცაა. შეიძლება, ბევრი მიზანი გქონდეს და ყველა მათგანისკენ პრინციპულად მიდიოდე, მაგრამ იმ ერთს, ყველაზე დიდ ოცნებას, ალბათ, ვერასდროს აიხდენ.

– მიზნისთვის ყველა ხერხის გამოყენებაა შესაძლებელი?

– რაც დასაშვებია – კი. დასაშვებს კი შენი შინაგანი ხმა გკარნახობს. შინაგანი ცენზურა ყველას აქვს.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ლევან ჯიბღაშვილი

– ძალიან მიხარია, ახლა შენი გადასარევი სცენები რომ იწყება – წყალში და გუბეებში რომ გაქვს სულ გადაღებები. მომწონს ეს ამბავი. თან, ეს შინაგან სამყაროში ზის – ტალახში ჩაგდება, „ექშენი“ და მთელი ამბები. გარდა ამისა, რამდენ ფულს ხარჯავენ ტალახის აბაზანებში, ესეც რამხელა შეღავათია. გადაღებების წყალობით ეს ყველაფერი უფასოდ გექნება...

– და შენც ამოისუნთქავ. მიხარია, რომ იმ სცენებში არ ხარ და ვერ დამინახავ.

– არა, ამას როგორ გამოვტოვებ, აუცილებლად მოვალ და სპეციალურად ჩავშლი დუბლებს, რომ, რაც შეიძლება დიდხანს იწვალო.

– მთელი საქართველო მემუქრება, ვინც გაიგო, რომ მსგავსი სცენები მაქვს. რომ იცოდე, ტალახი და გუბეები კი არა, ჩვეულებრივი ორმო იქნება, ტყუილად ოცნებობ...

– არა, რა მოითხოვე, ეგეც უნდა ვთქვა აუცილებლად. ქვემოთ, ტალახებში რბილად რომ დავეცე, „ადიელები” დამიფინეთო. (იცინიან).

– აუცილებლად უნდა აღვნიშნო, გადაღებების პირველი დღიდან, როგორ მიფრთხილდება ყველა და განსაკუთრებით ლევანი. ყველა ასე მექცევა – ლელუკა, ბალიშებს დაგიდებ, ლელუკა, რამე ხომ არ გინდა? სადმე რომ მივდივართ, რაებს აკეთებს, იცი?! (მე მომმართავს – ავტორი) დაგსვამს, ქურთუკს გაგხდის, რა გინდა გკითხავს, ჩაის მოგართმევს, შაქარს ჩაგიყრის...

– მაკიაჟს გიკეთებ, თვალები ამომყავს... (იცინიან) მერე ყველას ჰგონია, რომ ერთმანეთი გვიყვარს.

– მერე, აი, ასეთ ერთ სიტყვას იტყვის და გააფუჭებს ყველაფერს. მაგალითად, როგორც ახლა.

– თქვენ, ქალბატონო ლელა, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გოგო ბრძანდებით. ყველა ცდილობს, თქვენთან მეგობრობას, თქვენი გულის მოგებას და როგორ უძლებთ ამას? საუბრის დასაწყისში განაცხადეთ, რომ მოუმატეთ მეგობრებთან ერთად სიარულს, აინაზღაურეთ ის, რაც თქვენს შინაგან მეს აკლდა. ახლა უკვე, მეგობრებთან ერთად მყოფი, ამ დიდ ყურადღებას და შემოტევას როგორ უძლებთ?

– სხვათა შორის, ყურადღების ძალიან დიდ შემოტევას და მუდმივ მზერებს არ ვგრძნობ. შეიძლება, შევეჩვიე და ვეღარ აღვიქვამ...

– ალბათ, იმუნიტეტი გამოგიმუშავდა. ადამიანებს კიბოზე უმუშავდებათ იმუნიტეტი და ყურადღებას როგორ ვერ შეეჩვევი?

– ყურადღებას კიბოს ვერანაირად ვერ შევადარებ, რადგან სითბო, რომელიც, თუნდაც უცნობი ადამიანებისგან მოდის ძალიან მსიამოვნებს.

– ვიცი, რომ თქვენს კარ-მიდამოში ყველა ქვა დაკავებულია. თქვენს მამულებში ყველა ქვა თუ ბოძი, რაზეც შეიძლება, ადამიანი ჩამოჯდეს, სულ დაკავებულია ხოლმე.

– ანუ, იმდენხანს მელოდებიან, რომ ჩამოჯდებიან კიდეც?! და რომ მოვდივარ, ფეხზე დგებიან.

– ლელა სახლში რომ მიგვყავს, კარებამდე ვაცილებთ, თორემ სახლის შესასვლელთან ამფითეატრია, იმდენი ხალხი დგას. თერთმეტი წლიდან რომ იწყება, ასაკობრივი ზღვარი ადის ორმოცდათერთმეტამდე. ამასთან დაკავშირებით, რას ფიქრობ?

– ვნერვიულობ. როცა ვფიქრობ, რომ ვიღაც დგას და ეზოში მელოდება, ამას საშინლად განვიცდი.

– მართლა, ისეთი ამბავია ხოლმე ამის სახლთან, თან შარდენზე ცხოვრობს და ყველა „პაკლონიკი”, ვინც შარდენზე დათვრება, „პახმელიაზე” ლელას საკარმიდამოში გამოდის.

– ნუ იგონებ ახლა, მთვრალი იქ არასდროს არავინ მოსულა, მაგას ვერ გაბედავენ. მოკლედ, ამ ფაქტზე მართლა ვნერვიულობ. ჯერ სახლში მისვლის მეშინია და მართლა კარებამდე ვაცილებინებ ხოლმე მეგობრებს თავს. თუმცა, ამ პრობლემის მოგვარებასაც ვახერხებ. ამის მომსწრე ხომ, თავად ხარ.

– ერთ ამბავს გავიხსენებ. ლელას კვადრატში ვტრიალებდით, შარდენზე და, მეგობრებთან ერთად რაღაც „ივენთზე“ ვიყავით. იქიდან წამოვედით და სადღაც ჩაი დავლიეთ, მერე სახლში მივაცილეთ. უცებ ვხედავთ, სახლთან დიდი „სხადნიაკია”. ერთი – ასაკით პატარა ტიპია და ბევრი მეგობარი. უცებ ლელამ, რომელიც სიმშვიდისა და სიწყნარის განსახიერებაა, თითი დაუქნია იმ ტიპს და ისიც მოცუქცუქდა. დაიბარა, მაგარი „აკაჩავა”, დატუქსა, ამ ბავშვამაც თავი დახარა, მთელი თავისი „კამანდა” გაიყოლა და წავიდა. ლელას გამოუმუშავდა, არ ვიცი მერამდენე, მე. უბანში რომ მიდის, იქ სულ სხვანაირი ხდება. კარგი, ამდენი ვისაუბრეთ და სადარბაზოსთან ვინმე არ აირჩიე? პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება?

– უკვე შიშები მაქვს და ვეღარ ვირჩევ.

– მე მაინც მგონია, რომ რაღაც ხდება. თვალები სხვანაირად გიბრწყინავს.

– ახლა გაზაფხულია და ყველა კარგ განწყობაზეა. პირად ცხოვრებაში ყველაფერი სტაბილურად, კარგად და მშვიდადაა.

– როდის უნდა ელოდოს ხალხი, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას, შენი სტაბილურად მიმდინარე ცხოვრება მორევივით რომ წამოვა და ყველაფერს წალეკავს?

– მგონია, რომ ამას მე ვერ დავგეგმავ. ზეგ ან თვე-ნახევარში, ამა და ამ საათზე რაღაცას მოვიფიქრებ და შევცვლი-მეთქი.

– არ გამოჩნდა ისეთი არავინ, ვინც დაგაგეგმინებს?

– არ გამოჩნდა. თან, ასე მარტივადაც არ ხდება ჩემთვის რაღაცეების „დაგეგმინება”.

– ლურჯი კაბის ჩაცმაზე არ ოცნებობ (იცინიან)?

– არა, სხვათა შორის, სულ არ ვარ მეოცნებე. არასდროს მიფიქრია – თეთრ კაბაზე, დიდ, ზღაპრულ ქორწილზე, პრინცზე. ძალიან მიწიერად ვუყურებ ყველაფერს, ვარდისფერ ფერებში არ ვხედავ სამყაროს. ეს რაშები და პრინცები ჩემთვის უფრო სასაცილოა, ვიდრე საოცნებო.


скачать dle 11.3