კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაფერი პირველი

პირველი შაჰი იყო შაჰ-აბას დიდი – 1571-1622 წლებში. სეფიანთა დინასტიიდან, მუჰამედ ხუდაბანდის ძე.

პირველი ავტომატური ხაზი გამოიგონა ამერიკელმა გამომგონებელმა ოლივიე ევანსმა 1785 წელს.

პირველი არეომეტრი (წყლის სიმკვრივის გამზომი ხელსაწყო) გამოიგონა ბერძენმა ქალმა ჰიპაციამ მეხუთე საუკუნეში.

პირველი ჯაჭვის აბჯარი იცოდნენ ასურელებმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მერვე საუკუნეში.

პირველი აეროვაგზალი ააგეს საფრანგეთში პარიზ-ბერჟეს აეროპორტში, 1922 წელს.

პირველი ორთქლის წისქვილი გამოიგონა ოლივიე ევანსმა 1786 წელს.

პირველად ბენზინი აღმოაჩინა ინგლისელმა ქიმიკოსმა მაიკლ ფარადეიმ მეცხრამეტე საუკუნეში.

პირველი საჰაერო ბურთის კონსტრუქცია შეიმუშავეს ძმებმა ჟოზეფ და ეტიენ მონგოლფიებმა 1783 წელს.

პირველი მთლიანად ლითონის დირიჟაბლი ააგეს და წყალბადით აავსეს 1893 წელს პეტერბურგში შვარცის პროექტით.

პირველი მაცივარი შექმნა ოლივიე ევანსმა 1805 წელს.

პირველი ავიამზიდი გამოიგონეს ინგლისში და გამოიყენეს პირველ მსოფლიო ომში, 1914 წელს.

პირველი „ექსის“ ტიპის ავიამზიდი ჩაუშვეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1942 წელს.

პირველი ელექტრომაგნიტი შექმნა უილიამ სტრეჯერმა 1825 წელს.

პირველი ქვის დამუშავება დაიწყო აფრიკაში 2,4 მილიონი წლის წინათ.

პირველი შიგაწვის ძრავა თვითმფრინავზე ძმებმა რაიტებმა დააყენეს 1903 წელს. ამ თვითმფრინავმა 250 მეტრ მანძილზე უმარცხოდ იფრინა.

რომის პირველი იმპერატორი იყო გაიუს ოქტავიანე (ავგუსტუსი), ძველი წელთაღრიცხვით 23.09.63 – ახალი წელთაღრიცხვით 19.08.14.

პირველი ნალი მესამე საუკუნეში გამოიგონეს გერმანელებმა.

პირველმა ავსტრალია აღმოაჩინა ჰოლანდიელმა მეზღვაურმა იანსონმა, 1606 წელს.

პირველი შიდაწვისძრავიანი ავტომობილი ააგეს გერმანიაში, კონსტრუქტორებმა დაილერმა და ბენცმა, 1885 წელს.

პირველი თავისუფალი ქანდაკება ფლორენციაში შექმნა მიქელანჯელომ 1504 წელს (დავითი).

პირველი ასტრონომიული ტელესკოპი შექმნა გერმანელმა მათემატიკოსმა, ასტრონომმა, ოპტიკოსმა იოჰან კეპლერმა 1611 წელს.

პირველი არითმომეტრი შექმნა გერმანელმა მეცნიერმა გოტფრიდ ლაიბნიცმა 1673 წელს.

პირველი ასანთი ინგლისელმა ქიმიკოსმა ჯონ უოკერმა გამოიგონა 1826 წელს.

პირველად ატომური ბირთვის არსებობა დაამტკიცა შოტლანდიელმა მეცნიერმა რეზერფორდმა 1911 წელს.

მოამზადა

აკაკი ველთაურმა

скачать dle 11.3