კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პრემირებული თავდაზღვეული

ჩამოლაბორანტებული

უშიშროების საბჭოს ჩამოლაბორანტებული და აწ უკვე ყოფილი მდივანი (ანუ რეინტეგრაციის საკითხებში სახმინისტრი) ქ-ნი ტყეშელაშვილი გასულ კვირას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 76-ე სემინარს არა მხოლოდ დაესწრო, არამედ სიტყვითაც კი გამოვიდა. კერძოდ, ქალბატონმა სახმინისტრმა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს (აი, იმათ, მიუხედავად ბაქიბუქისა, ჯერაც რომ ვერ აიძულეს რფ, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება) აუწყა: „როდესაც არსებულ სიტუაციას ვაანალიზებთ, ნათელი ხდება, რომ კონფლიქტების მოგვარებას მალე არ უნდა ველოდოთ (ვითომ, თავი დაიზღვია?!). ჩვენ ამის იმედი არ გვაქვს, თუმცა, არც სკეპტიკურად უნდა შევხედოთ პროცესის დაწყებას. გვჯერა, რომ ამ მიზნამდე ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მაინც მივალთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად“ (თითქმის ამ პათოსით: ვისაც გვჯერა, გაგვატარეთო). არც ის დაუმალავს, რომ კონფლიქტის მოგვარებამდე საქართველოს მთავრობა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, რომ „ხალხი, რომელიც ოკუპაციის ხაზმა გახლიჩა, ერთმანეთს თავიდან დაუკავშიროს“ (მეორე მხრივ, ქ-ნ ტყეშელაშვილს იქნებ ჩვენთვისაც გაემხილა, რა ღონისძიებებს ატარებს აფხაზებთან და ოსებთან დასაახლოებლად?!). მეორე მხრივ, იმაშიც გამოტყდა, რომ საქართველოს მთავრობა ილუზიებისგან თავისუფალია და კარგად ესმის, რომ „ოკუპაციის განმხორციელებელ ძალაზე ვართ დამოკიდებული“. ხოლო, რაკი არაფერი ვუწყით არც ოსებისა და აფხაზების გულებისკენ მიმავალი სამთავრობო ღონისძიებებისა და არც იმის, როდის დასრულდება ოკუპაცია, არც ის ვიცით, რამდენად ნაყოფიერია ქ-ნი ტყეშელაშვილის გასახმინისტრება.

მეორე მხრივ, რაკი ხსენებულ ქ-ნ მინისტრს არ დაუმალავს ნატოელი მეგობრებისთვის, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარებას მალე არ უნდა ველოდოთ, იქნებ, ის მაინც ეთქვათ, მაშინ, რა სამუშაოში იღებს ახლად დანიშნული ქ-ნი ტყეშელაშვილი ყოველთვიურად ხელფასის ოდენობის პრემიას?!


скачать dle 11.3