კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ნაციონალური“ ლოგიკა

შენ რომ დასუფთავებისა და წყლის ფული არ გადაგიხდიაო?!

მაშინ, როდესაც ჩვენს დედაქალაქში პირველად გამოჩნდნენ ნარინჯისფრად მოსილი დამსუფთავებლები და ბილბორდებიც გადაიჭედა მოწოდებით: „თბილისი – სისუფთავის ქალაქი“, თბილისელები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ორიოდ წელიწადში დასუფთავების გადასახდელის გადაუხდელობის გამო ელენერგიის გარეშე დარჩებოდნენ. წარმოიდგენდნენ თუ ვერა, ფაქტია, რომ, რამდენიმე თვეა, დედაქალაქელი აბონენტები კომუნალურ გადასახდელებს ერთიანი ქვითრით იხდიან (არ გადაიხდიან და მათი აჯობებს!), რასაც ხელისუფლებამ მეტად ყურისმომჭრელი სახელი დაარქვა: ერთიანი ადმინისტრირება (და მერე რა, რომ სამართლიანობასთან მთლად ჰარმონიაშიც ვერ არის, ერთი მომსახურების გამო მეორით რომ გაგებინებენ პასუხს. ამ მიდგომის სავარაუდო ლოგიკაა, რომ დემოკრატიული ფასეულობებიც, მუზის არ იყოს, დუმს, როდესაც ზარბაზნები ქუხს, ანუ გადასახადებია ასაკრეფი).

მეორე მხრივ, გადასახდელების ამ ერთიანი ადმინისტრირებისა და არანაკლებ ერთიანი ქვითრის მიუხედავად (შუქს რომ გითიშავენ, თუ წყლის ან დასუფთავების გადასახდელს არ გადაიხდი), კომერციული ბანკები მომსახურებისას აბონენტებს არა ერთი (ანუ 50 თეთრს), არამედ ორი (ერთ ლარს) ქვითრის მომსახურების თანხას ახდევინებენ, ოღონდ ამ თემაზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, რატომღაც, პირში წყალი აქვს ჩაგუბებული (შესაძლოა, იმიტომაც აქვს ჩაგუბებული, რომ წყალს ცეცხლი უკიდია!). შეგახსენებთ, გასული წლის სექტემბერში (ერთიანი ქვითრის ხსენებაც რომ არ იყო), ბ-ნმა მელიქიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან კერძო ბანკების წინააღმდეგ გაილაშქრა (რა უფლებით იღებენ მომსახურებაში 50 თეთრსო), თუმცა, ეს ყოველივე იმით დასრულდა, რომ „ლიბერთი ბანკმა“ გაიბრწყინა – ჩემს 25 ფილიალში უმწეო აბონენტებს ყოველგვარი საბანკო მოსაკრებლის გარეშე შეუძლიათ გადასახდელების გადახდაო (ოღონდ, დანარჩენ ფილიალებში ნურას უკაცრავადო!); მაშინ, როდესაც იმავე პერიოდში „პროკრედიტბანკი“ უფასოდ ემსახურებოდა აბონენტებს, მაგრამ, აი, ამ ერთიანი ქვითრის შემდეგ მოსაკრებელი იქაც ერთი ლარი გახდა.

რაც შეეხება ზემონახსენებ „წყლის ჩაგუბებას“: შესაძლოა, ბ-ნი მელიქიშვილი იმედოვნებს, რომ უბრალო მოკვდავთა რუხი ნივთიერებისთვის „ნაციონალური“ ლოგიკა ჩაუწვდომელია?!


скачать dle 11.3