კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოდური ისტორია

„უგები” – ზამთრის თბილი ფეხსაცმელი, მეორე წელია, სეზონის ჰიტია. მას საინტერესო და საკმაოდ ძველი ისტორია აქვს. ყველაზე ძველი „უგები” არქეოლოგებმა ალტაიზე იპოვეს და ისინი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნით დაათარიღეს. მსგავს ფეხსაცმელს ატარებდნენ აზიელები, ციმბირისა და ჩრდილოეთ ყირგიზეთის მოსახლეობა. „უგები” იმდოინდელი ფეხსაცმლის შვილთაშვილად უნდა ჩაითვალოს. მსგავსება დიდია, თუმცა, პროგრესი აშკარად სახეზეა.

„უგები” თბილიც არის, მოხერხებულიც, თან, თანამედროვე ტენდენციებსაც პასუხობს. ის ასი წლის წინ ავსტრალიაში იშვა – სწორედ იქ შეიკერა პირველი „უგები”. სახელწოდება მოდის ინგლისური სიტყვისგან „უგლი” – უშნო, მახინჯი, ანუ, კონსერვატორმა ინგლისელებმა და ევროპამ, პირველად ძალიან უარყოფითად აღიქვა ეს სიახლე. „უგები” მხოლოდ მეცხვარე-მწყემსებმა ჩაიცვეს, მაგრამ, როცა მეოცე საუკუნის შუა ხანებში „უგებმა” ამერიკამდე მიაღწია, მისი ღირსებები იქ სწრაფად შეაფასეს და ჯეროვნადაც დააფასეს. თუმცა, 1950 წელს, „უგები” ქალებმა კი არა, ავიატორებმა მოირგეს. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ფეხსაცმელს, რომელსაც „გამოქვაბულის ხანის ადამიანის” სამოსი უწოდეს, სულ მალე „ლიდერ-ლუქსის” სიაში აღმოჩნდებოდა. დღეს „უგები” აცვია ყველას – დიდსა და პატარას, ზაფხულშიც და ზამთარშიც.

რა არის „უგის” პოპულარობის მთავარი მიზეზი?! – ალბათ, კომფორტი და ის ისტორია, რომელიც მას ხიბლს ჰმატებს.


скачать dle 11.3