კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* შუა საუკუნეების ევროპაში, სიკვდილმისჯილი ადამიანი, როგორც ნამდვილი ქრისტიანი, რამდენიმე რიტუალს ასრულებდა, მათ შორის იყო ორი კოცნა, რომელთაგან ერთი ეკუთვნოდა ჯალათს, მეორე – ღმერთს.

* შვეიცარიაში, ყველგან, სადაც ედელვაისი ხარობს, ნახავთ ასეთ წარწერას: „ადამიანო, თუ მოგწონვარ, ხელს ნუ მახლებ“.

* მისტრალი – ჩრდილოეთის ცივი ქარი, უბერავს საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროებზე.

* დასტინ ჰოფმანს გარეგნობის გამო თანაკლასელები „თაგუნიას“ ეძახდნენ. სტუდიის დამთავრების შემდეგ ბროდვეის თეატრებში ცნობილი იყო, როგორც მსახიობი, რომელიც ყველაზე უმნიშვნელო როლზეც კი არ ამბობდა უარს და მისგან „კანფეტს“ ქმნიდა. ახლა იგი მსოფლიოში აღიარებული მსახიობი და რამდენიმე „ოსკარის“ მფლობელია.

* ხაფანგში გაბმული გარეული კატა ჩუმადაა, შინაური კატა კი საშინელ ჩხავილს იწყებს.

* ფარანის, (მანქანის ფარების) სახელწოდება კუნძულ ფაროსიდან წარმოიშვა, სადაც ცნობილი ალექსანდრიის შუქურა იდგა.

* პირველი არასაცხოვრებელი, სოციალური დანიშნულების შენობა ძველ საბერძნეთში გაჩნდა. ეს იყო თეატრი.

* სიტყვა „თეატრი“ წარმოიშვა „თეატრონიდან“, რასაც ადრე მაყურებელთა ადგილებს უწოდებდნენ. ცეკვის ადგილიდან წარმოიშვა სიტყვა „ორკესტრი“ (ორხესტრა), „სცენა“ კი – „სკენიდან“, რაც მსახიობთა ჩასაცმელ ადგილს ნიშნავდა.

* ფუტკრები და კრაზანები წითელ ფერს ვერ ხედავენ, თუმცა განსაკუთრებით ეტანებიან წითელ ყაყაჩოებსა და ტიტებს, რადგან ულტრაიისფერი სხივები მათ მკვეთრ იისფრად გადააქცევს, რაც ჩვენთვის შეუმჩნეველია.


скачать dle 11.3