კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2018 (66)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)

მწვანე კუთხე

კითხვა: რთულია თუ არა ოთახის პირობებში ვარდის გახარება, როგორ უნდა მოვუარო მას და რა საშუალებებით გავამრავლო?

პასუხი: ძველი დროიდან მოყოლებული, დღემდე ვარდი ყვავილების დედოფლად მოიაზრება. ის ოთახის პირობებში ძალიან ჭირვეული და რთული მოსავლელი ხდება. მას სჭირდება კარგად განათებული ფანჯარა, უმჯობესია, იყოს პირდაპირი მზის სხივები, ახალი ჰაერი. არ უყვარს გადახურება და გამოშრობა. გაზაფხულიდან, შეგიძლიათ, ვარდი აივანზე გაიტანოთ. პირდაპირი განათება და გრილი ჰაერი ამ მცენარის უპირველესი მოთხოვნაა. ფოთლების უეცარი ჩამოყრის შემთხვევაში, აუცილებლად შეამოწმეთ მიწის კომი. ამის მიზეზი შესაძლებელია, იყოს მცენარეს ნიადაგის გამოშრობა ან მწერების უეცარი თავდასხმა. ვარდზე, ასევე, ცუდად მოქმედებს ტემპერატურის უეცარი ვარდნა და განათების ცვალებადობა.

ვეგეტაციის პერიოდში, მცენარეს კვირაში ერთხელ მიაწოდეთ ორგანული და მინერალური სასუქები. ზრდისა და აყვავილების პერიოდში მორწყეთ ინტენსიურად. მთავარია, მიწის კომი არ გამოშრეს. სასურველია ყოველდღიურად წყლის შეპკურებაც. აგვისტოს მეორე ნახევრიდან მორწყვას უნდა მოუკლოთ. თუ გსურთ, რომ ვარდმა გაზაფხულის დასაწყისშივე იყვავილოს, სავალდებულოა ზამთარში კარგი სითბო და დამატებითი სინათლის წყარო ანუ განათება.

ვარდის კარგად გასახარებლად, საჭიროა გაკრიჭოთ მცენარე. შემდეგ წელს ყვავილობისთვის არ არის აუცილებელი ნიადაგის მთლიანად გამოცვლა, მხოლოდ ზედა ფენა შეუცვალეთ – ეს სრულიად საკმარისი იქნება მისი შემდგომი აყვავილებისთვის.

როდესაც მცენარე ზრდას დაიწყებს, აუცილებელია მორწყვის განახლება და დამატებითი სასუქების მიწოდება. თუ გსურთ, რომ ყვავილობა კარგი ჰქონდეს, მოაწყვიტეთ 2-3 ცალი დამატებითი კოკორი. დაყვავილებული ყვავილებიც სწრაფად მოაშორეთ.

ვარდი ძირითადად კალმით მრავლდება. სრულყოფილი და ჯანმრთელი ნერგის მისაღებად საჭიროა დაკალმების პერიოდის სწორად შერჩევა. ყველაზე კარგი ხარისხის კალამი გამოდის ფანქრისოდენა მოყვავილე ღეროებიდან 2-3 კვირტის დატოვებით. თუ აჭრილი ღერო მაშინვე არ დააკალმეთ, შედეგი სასურველი არ იქნება. 18 გრადუსის ქვემოთ ვარდი საერთოდ არ დაკალმდება. მის კალამს მუდმივად უნდა შეუნარჩუნოთ ტენიანობა და ნიადაგში უნდა შედიოდეს ტორფი და ქვიშა.

გაითვალისწინეთ, ვარდს ყველაზე ხშირად ობობა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში უჩნდება. ეს მცენარე კარგად იტანს სპირტის ხსნარს, ასევე, უყვარს ულტრაიისფერი დასხივება.

კითხვა: რა სინათლესა და ტემპერატურაზე დავდგა პელარგონიუმი?

პასუხი: მთელი წლის განმავლობაში მისთვის აუცილებელია კარგი განათება. ზაფხულობით მცენარე უნდა მოარიდოთ შუადღის მზეს, რომ ფოთლები არ დაეწვას. მისთვის იდეალურია ოთახის ნორმალური ტემპერატურა (18-24 გრადუსი). თუ ზამთარში სინათლე მოაკლდა, სიგრილეში გადადგით, რათა მცენარემ ფორმა არ დაკარგოს.


скачать dle 11.3