კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდება ადამიანის ენერგეტიკა საშიში და რა ძალა აქვს გაბრაზებულ გულზე ნათქვამ სიტყვებს

სიტყვას ძალიან დიდი ძალა და დანიშნულება აქვს. ის არის ამა თუ იმ ენერგეტიკის, ემოციისა თუ აზრის გამოხატვის ფორმა. ამასთან, ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც ერთი ადამიანი წარმოთქვამს, გარდა პირდაპირი მნიშვნელობისა, სხვა ადამიანში გარკვეულ ასოციაციებსაც იწვევს.

ძალა თავად წარმოთქმულ სიტყვას კი არ აქვს, არამედ, იმ ენერგეტიკას, რომელიც მას მოჰყვება.

წყევლა ადამიანის ვიტალურ ანუ ემოციურ სხეულზე მოქმედებს. როდესაც ადამიანი ვიღაცას სწყევლის, მას ძლიერ უარყოფითი ენერგეტიკა ახლავს თან, რომელიც სიტყვითი ფრაზით ძლიერდება. ეს იმის ემოციურ სხეულსა და სფეროზე მოქმედებს, ვისკენაც წყევლა იყო მიმართული. წყევლის შედეგიც სწორედ ამ ემოციური აშლილობით მიიღება. უფრო კონკრეტულად, ადამიანი ჯერ ემოციურად გაუწონასწორებელი ხდება და ამით ნაკარნახები საქციელი მისთვის საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს. აუცილებელი არ არის, რომ ის, ვისაც სწყევლიან, ამას ისმენდეს. ეს მნიშვნელოვანია მისთვის, ვინც ამას წარმოთქვამს. ის წყევლით ქმნის მატერიალურ სამყაროში თავისი ნეგატიური ემოციური განწყობის ორეულს, რომელიც შემდგომ პირდაპირ წყევლის ობიექტისკენ მიდის. არსებობს სიტყვების გარკვეული თანმიმდევრობა, რომელიც წყევლის დროს გამოიყენება.

ასე რომ, არსებობს წყევლის რამდენიმე ფორმა, კერძოდ, არსებობს წყევლა, რომლის დროსაც ადამიანი არანაირ ზებუნებრივ ძალას არ მოუხმობს, პირდაპირ სწყევლის, რომ რაღაც უბედურება დაემართოს დაწყევლის ობიექტს. მეორე ფორმაა, როდესაც ადამიანი მაინცდამაინც ბოროტ ძალას მოუხმობს სამართლიანობის აღსადგენად; არის მესამე ფორმაც, როდესაც ადამიანი ღვთიურ ძალებს სთხოვს, ან დასაჯოს მეორე ადამიანი, ან აღადგინოს კანონზომიერება. სამივე ეს ფორმა სხვადასხვანაირად მოქმედებს როგორც დაწყევლილზე, ისე იმ ადამიანზე, ვინც ეს წყევლა წარმოთქვა. ამ სამიდან ყველაზე უსაფრთხოა ბოლო ფორმა, როდესაც მაწყევარი ღვთიურ ძალებს მოუხმობს მეორე ადამიანის დასასჯელად, რადგან ღვთიური ძალებისგან ის უსამართლო შედეგს არ მიიღებს. თუ ადამიანს ეჭვი ეპარება თავის სიმართლეში იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც წყევლის, მან ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რადგან წყევლა, სერიოზულად მოქმედებს როგორც სხვაზე, ისე თავად მასზეც. უფრო სწორად კი, იმდენად იმოქმედებს, რა დოზითაც მას ბრალი მიუძღვის ამა თუ იმ საქციელის ჩადენაში. დაწყევლილზეც შესაბამისად მოქმედებს იმდენად, რა დოზითაც ის არის დამნაშავე.

თუ გაბრაზებულ გულზე დაიწყევლება ადამიანი, ეს განსაკუთრებით საშიშია, რადგან ამ დროს წყევლას ძლიერი ნეგატიური ენერგეტიკა ახლავს.

რაც შეეხება მემკვიდრეობით გადაცემას, გეტყვით, რომ მემკვიდრეობით მოქმედებს წყევლა, როდესაც ვინც დაწყევლეს, ის მართლაც იყო ამის ღირსი. მის შთამომავლებს კი ამის გამოსწორება უწევთ და ამის გამო პასუხს აგებენ კიდეც სამყაროს წინაშე.


скачать dle 11.3