კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ მცენარეს შემოაქვს ბინაში სიმდიდრის ენერგია და რას ანეიტრალებს ბავშვის ოთახში დადგმული კაქტუსი

უამრავი რამ, რაც ჩვენს თავს ხდება, შესაძლოა, წინაპართა ერთგვარ სასჯელადაც კი მოვიაზროთ. დააკვირდით, იმ ოჯახში, სადაც სულ ჩხუბი, კამათი და დავიდარაბაა, საკმაოდ მძიმე ენერგია გროვდება. ის ადამიანშიც აღწევს, იბუდებს და შემდეგ პირველივე შემხვედრზე შეიძლება, გადმოინთხეს. იმ ადამიანის აურა, ანუ ენერგეტიკული გარსი, რომელიც სათანადოდ არ არის ჩამოყალიბებული ან დაზიანებულია, ადვილად ექცევა ენერგოვამპირის მახეში. მისი სამიზნე ხდება და შედეგად, საკმაოდ უსიამოვნო ხიფათს აწყდება. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნანი ამბობს, თუ ადამიანი უხეშობს, ბილწსიტყვაობს ან ცდილობს, ყოველთვის უარყოფითი აზრები გადმოაფრქვიოს, ესე იგი, მასში უარყოფითი ენერგიაა მოჭარბებული, რომელიც თქვენთვის ძალიან საშიშია. ამიტომ, მას დროულად უნდა გაეცალოთ და ასე დაიცვათ საკუთარი თავი. თუ როგორ შემოვიტყუოთ სახლში დადებითი ენერგიები, დავიცვათ ოჯახის წევრები და განსაკუთრებით ბავშვები, ავისგან და რომელი მცენარე აგვარიდებს უფულობას, ამაზე თავად ქალბატონი ნანი გვესაუბრება.

ნანი: ალბათ, ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ საკუთარი ძალებითაც შეუძლია დაეხმაროს თავსაც და გარშემო მყოფებსაც, შექმნას ირგვლივ პოზიტიური აურა და ჰარმონიული გარემო. ეს არცთუ ისე ძნელია. როგორც იტყვიან, მთავარია, კაცმა მოინდომოს და სჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების, თორემ შეუძლებელი არაფერია. თუ გსურთ, თქვენი ბინა ყველასთვის თბილი და მშვიდი იყოს, სიამოვნებდეთ თქვენთან სტუმრობა და ჭიქა ყავაზე საუბარი, მაშინ ეს გარემო თავად უნდა შექმნათ. სახლის ენერგეტიკას ჩვენი მხრიდანაც დახმარება სჭირდება. მაგალითად, გეოპათოგენურ ზონას მშვენივრად ანეიტრალებს ჩვეულებრივი ქარვის ქვა, რომელსაც ძლიერი ენერგეტიკა აქვს. მაგრამ, აქვე გაფრთხილებთ, რომ ქვებს დიდი სიფრთხილით უნდა მოეპყრათ.

– ფრთხილად მოპყრობაში რას გულისხმობთ?

– რას და, არასდროს შეინახოთ სახლში შავი ფერის კრისტალები და მინერალები. კარგ განწყობას, სიმშვიდესა და ჰარმონიას ქმნის ოჯახში თეთრი, ვარდისფერი, ცისფერი და ზოგადად, ღია ფერის ქვები. ეს ეხება სახლის მოწყობასაც. მაგალითად, როდესაც სამზარეულოში მეტლახს აგებთ ან კაფელს აკრავთ, ის შავი ფერის არ უნდა იყოს. არადა, რატომღაც, დღეს მოდაში შემოვიდა მუქი ფერის სამშენებლო მასალით სააბაზანოს, სამზარეულოსა თუ ჰოლის მოპირკეთება. ეს უარყოფითი ენერგიის დაგროვებას იწვევს და შედეგად, ადამიანის განწყობაზე, ბედსა და ზოგადად, ცხოვრებაზე ასევე, მუქად, ანუ უარყოფითად აისახება. იგივე ითქმის სამკაულებზეც. როდესაც ქვით დამზადებულ სამკაულს ხელში იღებთ, ის მსუბუქი, ოდნავ თბილი უნდა იყოს და მასთან შეხება გსიამოვნებდეთ, ზოგიერთი კრისტალი, თუ კარგად დააკვირდებით, უსიამოვნო შეგრძნებას გიტოვებთ ხელისგულზე. ამიტომ ამბობენ, რომ კონკრეტული ყელსაბამის, საყურის ან ბეჭდის გაკეთების დროს, თითქოს სუნთქვა გვიჭირს და მოხრჩობის გრძნობა გვეუფლებაო. ეს სწორედაც იმ ქვების ბრალია, რომლითაც ესა თუ ის სამკაულია მოჭედილი. ვფიქრობ, მსგავს რამეებში ყველა ქალი კარგად უნდა ერკვეოდეს და ბრმად არ უნდა ატარებდეს იმ სამკაულს, რომელიც მასზე უარყოფით ზემოქმედებას ახდენს. ახალი შეძენილი ქვები და მისგან დამზადებული სამკაულები სახლში შეტანამდე, რამდენიმე საათით, გამდინარე ონკანის ცივ წყალს უნდა შეუშვიროთ. ეს მას ყოველგვარ ცუდს „ჩამორეცხავს” და უფრო უვნებელი გახდება თქვენთვის.

– თუ სამკაული მხოლოდ ძვირფასი ლითონისგანაა დამზადებული?

– თუ ძვირფასი ლითონის სამკაულია, მაგალითად, ოქროსი ან ვერცხლის, ის კვირაში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა გააჩეროთ, ცოტა ხნით გამდინარე, ცივი წყლის ჭავლის ქვეშ, რომ უარყოფითი და „ჭუჭყიანი” ენერგიები „ჩამოირეცხოს” და ამისგან დაცული იყოთ. ეს ასევე, ეხება სახლში არსებულ ძვირფასი ლითონის ჭურჭელსაც, მაგალითად, ლანგარს, სასანთლეს, კოვზს, ჩანგალს, საყვავილეს და ასე შემდეგ.

– პარაფსიქოლოგები ხშირად ამბობენ, რომ თუ საცხოვრებელში მცენარეებს გავახარებთ, მსგავსი ცუდი ენერგიებისგან დაცულები ვიქნებით. ამაზე რას იტყვით, რეალურია მსგავსი მოსაზრება?

– სანამ ამაზე გესაუბრებით, გეტყვით, რომ საცხოვრებელში ნეგატიურია ის ადგილები, სადაც თავს ცუდად გრძნობთ, დისკომფორტს განიცდით, მოუსვენრობა გეუფლებათ და ასე შემდეგ. რაც შეეხება მცენარეებს, მათ ნამდვილად შეუძლიათ ასეთი ნეგატიური ზონებიდან უარყოფითი ენერგიების დამოდევნა და მისი განეიტრალება. გირჩევთ, ნეგატიურ ზონებში დადოთ მუხის, არყის ან ვერხვის ხის პატარა ტოტები ან ქერქის ანათალი. ოდითგანვე ცნობილია, რომ ხე შეიწოვს ნეგატიურ ენერგიას. კარგია, თუ ღვიის ტოტს დადებთ შესასვლელ კართან, ის ავ ძალებს არ უშვებს სახლში. როცა მაღაზიაში ან ქუჩაში ყიდულობთ ქოთნით მცენარეს, უმჯობესია, მიწა მანამდე გამოუცვალოთ, სანამ სახლში შეიტანთ.

– გამიგია, მცენარეები, ასევე, დიდ გავლენას ახდენენ სახლის ენერგოსტრუქტურის ფორმირებაზე...

– დიახ, მცენარეები და კერძოდ, ოთახის ყვავილები დიდ გავლენას ახდენენ სახლის ენერგოსტრუქტურის ფორმირებაზე. მაგალითად, გვიმრა შთანთქავს ადამიანისთვის მავნე ენერგიას სახლში. თუ ყვავილის ფოთლები ყვითლდება, ესე იგი, ბინაში ბნელი ძალები ჭარბობს, კარგი იქნება, თუ სახლში გექნებათ კაქტუსი, რადგან სიავეს მისი ნემსების ეშინია. ეს მცენარე დადებითი ენერგიის ნამდვილი რეზერვუარია. ამიტომ, სასურველია, ის ბავშვის საწოლთან ახლოს დადგათ, მაგრამ რასაკვირველია ისე, რომ მას პატარა ვერ მისწვდეს. ამას გარდა, კაქტუსებს შეუძლიათ, უარყოფითი ენერგიის დადებითად გარდაქმნა.

– ადამიანისთვის საშიში მცენარეებიც ხომ არსებობს?

– არსებობს და არცთუ ისე ცოტა. ამიტომ ვამბობ, ადამიანი ზუსტად უნდა ერკვეოდეს, რომელი მცენარეა მისთვის და მისი ოჯახისთვის სასარგებლო და სიმშვიდის მომტანი. მაგალითად, ადამიანებისთვის საშიში მცენარეებია და კატეგორიულად იკრძალება საცხოვრებელში მცურავი ლიანას გახარება. ის ისრუტავს ჩვენს ძალებს, კერძოდ, ღამით, როცა მშვიდად გვძინავს, ჩვენგან დადებით ენერგიას იწოვს. ასევე, ცუდია კვიპაროსი, რომელიც სიკვდილის ხედ მოიაზრებოდა ძველ ეგვიპტეში. ბევრ ადამიანთან მინახავს სახლში, ქოთანში გახარებული წიწაკა, პომიდორი თუ კიტრი. არადა, ეს ბოსტნეულიც ცუდი ენერგიის მატარებელია და ბინიდან ჩვენს ენერგიას შეიწოვს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მცენარეების გარდა, ენერგეტიკის კორექტირებას ახდენს წყალიც. მას უდიდესი ენერგეტიკული ძალა აქვს. ამიტომ, გირჩევთ, ღამით ოთახში დადგით ჭიქით წყალი, დილით კი ზღურბლს იქით გაიტანეთ და გადაღვარეთ ისე, რომ მიწაზე დაესხას. ამით, რეალურად, სახლიდან გაგაქვთ უარყოფითი ენერგია.

– დღეს მოდაში შემოვიდა ოფისებსა თუ საცხოვრებელ ბინებში, ქოთნის, დეკორატიული, ჯუჯა ხეების დადგმა. ამბობენ, ბარაქა და ფული მოაქვსო. ეს სიმართლეა?

– (იცინის). ბარაქა და ფული ხელის განძრევას მოაქვს. ეს ხუმრობით, მაგრამ, მართლაც კარგი კითხვაა, რადგან მეც ბევრგან მინახავს ჯუჯა, ლამაზი ხეები ოფისებსა თუ ფეშენ-ბინებში. ისინი საკმაოდ ძვირია და თანაც დიდ ყურადღებას და მოვლასაც მოითხოვს, რომ არ განაწყენდეს და არ ავნოს მის პატრონს. ასეთი ჯუჯა ხეების და ასევე, მონსტერასა და გვიმრას ქუჩაში, უცხო ადამიანებისგან ყიდვა საშიშია. ის ისეთი ოჯახიდან უნდა წამოიღოთ, სადაც არც სიდუხჭირეს და არც ცხოვრებისეულ სხვა პრობლემებს განიცდიან. თან, არ დაგავიწყდეთ, რომ თუ მას გაჩუქებენ, ყოფილ პატრონს აუცილებლად გარკვეული თანხა გადაუხადეთ, რომ მას თავისი წილი ბარაქა არ წაართვათ. თუ ასე მოიქცევით, მაშინ ჯუჯა ხეები, ნამდვილად იქნება მატერიალური დოვლათის საწინდარი და საქმეშიც ხელს მოგიმართავთ მათგან „გამოტყორცნილი” აურა.


скачать dle 11.3