კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2005 წლის 21 დეკემბერს, დილის 5 საათზე. რა არის მისი კარმული მისია და რომელი პროფესიები მოუტანს მას წარმატებებს მომავალში?

პასუხი: თქვენი შვილის კარმულ-კოსმიური მისიაა ის, რომ იყოს მეტად აქტიური, ენერგიული, შეეძლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა; ასევე, უნდა იყოს მებრძოლი უშიშარი; უნდა ჰქონდეს საკუთარი თავისა და ძალების რწმენა; გამოავლინოს ორგანიზებულობა, დისციპლინა, მოთმინება, შეუპოვრობა. იყოს ფულის ყაირათიანი გამნაწილებელ-მხარჯველი, მოქმედების დროს დაეყრდნოს ინტუიციას, დაიცვას საიდუმლო. ამით კოსმიურ მისიასაც შეასრულებს და მეტად წარმატებულიც იქნება. რაც შეეხება წარმატებების მომტან პროფესიებს, ასეთებია: სასწრაფო დახმარება, რეანიმატოლოგია, გინეკოლოგია, ფსიქიატრია, არატრადიციული მედიცინა, მაგალითად, სუჯუკთერაპია, ჰომეოპათია, ფიტოთერაპია, ექსტრასენსობა; ასევე, კარგია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო ფართო სპექტრი, სამხედრო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, ფსიქოლოგიის ფართო სპექტრი, პედაგოგიური მოღვაწეობა ან ბიზნესი, სპორტის ფართო სპექტრი, მანქანათმშენებლობა ან მანქანების ბიზნესი, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი.

კითხვა: ჩემი ბიჭი დაიბადა 1991 წლის 11 მაისს, დილის 5 საათზე. მაინტერესებს, რა არის მისი კარმული მისია, რომელი სფერო იქნება მისთვის წარმატებული და რომელი ასტროლოგიური ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან ელის წარმატებული ქორწინება?

პასუხი: მისი კოსმიური მისიაა ის, რომ მეტად წარმოაჩინოს დადებითი თვისებები: იყოს აქტიური, ენერგიული. შეძლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერული თვისებების წარმოჩენა, დაამყაროს ჰარმონიული ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან, მეტი ყურადღება დაუთმოს შვილების აღზრდას. იყოს მაქსიმალისტი და, რაც სხვას აკმაყოფილებს, იმით თავად ნუ დაკმაყოფილდება. უნდა იყოს მარტოხელა მებრძოლი, დამოუკიდებელი, საქმეს მიუდგეს მეტი სერიოზულობით, მაქსიმალურად გამოამჟღავნოს პასუხისმგებლობის გრძნობა. ამავდროულად, იყოს მიზანსწრაფული, დაეყრდნოს ორგანიზებულობას, დისციპლინას, შრომისუნარიანობას, ნებისყოფას.

წარმატებულ პროფესიებს განეკუთვნება: სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციულ-ორგანიზატორული საქმიანობა, იურისპრუდენცია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, არქიტექტურა, დიზაინი, სამოდელო სფერო, სალომბარდე ბიზნესი, პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, ტრავმატოლოგია, გასართობი ინდუსტრია, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო ფართო სპექტრი, სამხედრო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, მშენებლობა, საინჟინრო საქმიანობა.

სასიყვარულო პარტნიორებიდან კარგია: კირჩხიბის, ლომის, თევზების, ქალწულის ან თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანთან ურთიერთობა. ამ მხრივ უფრთხილდეს მერწყულს.

კითხვა: ჩემი ვაჟი დაიბადა 1995 წლის 22 დეკემბერს, დღის 12 საათზე. რა არის მისი კარმული მისია და რომელი სფეროა მისთვის წარმატების მომტანი?

პასუხი: მისი კარმულ-კოსმიური მისია უკავშირდება იმას, რომ იყოს მეტად აქტიური, ენერგიული; შეძლოს ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა. ბუნებით უნდა იყოს კეთილშობილი და ოპტიმისტი; სადაც შევა, შეიტანოს სიმშვიდე და ჰარმონია და არა დეპრესია-აგრესია; უნდა იყოს სამართლიანი, დაეყრდნოს დიპლომატიასა და ინტუიციას.

უცხოეთთან კონტაქტიც მისი კარმული მისიაა, ამიტომ, იქ სწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება თუ დროებით ცხოვრება, წარმატების მომტანია.

პროფესიებიდან კარგია: პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, იურისპრუდენცია, პედაგოგიური მოღვაწეობა ან ბიზნესი, ფოტოგრაფიის ხელოვნება, ტურიზმი, სპორტის ფართო სპექტრი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სადალაქო ინდუსტრია, საცირკო ხელოვნება, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ავიაციის ინდუსტრია ან ბიზნესი, საკონდიტრო ბიზნესი, გაზის ინდუსტრია.


скачать dle 11.3