კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

გამოქვეყნდა ჰიტლერის საყვარლის ფოტოები

ინტერნეტში გამოაქვეყნეს ადოლფ ჰიტლერის ცხოვრების თანამგზავრის, ევა ბრაუნის დღემდე უცნობი ფოტოები. ფიურერის საყვარლის კერძო სურათებმა მაშინვე მიიპყრო პუბლიკის ყურადღება. მათ შორის, აღმოჩნდა არაჩვეულებრივი ფოტოებიც: ასე, მაგალითად, ერთ-ერთ ფოტოზე ჰიტლერის საყვარელი გამოსახულია ზანგის გრიმით. ანუ იმ სახით, რომელთაც ნაცისტები „დაბალი რასის” წარმომადგენლებად მიიჩნევდნენ. ფოტოები წარადგინა კოლექციონერმა რაიხარდ შულცმა.

ევა ბრაუნის ფოტოების ნაკრები, მისი პირადი ალბომიდან, ხელში ჩაუვარდა ამერიკელ სამხედროებს 1945 წელს. გამოქვეყნდა მხოლოდ ახლა და დიდი ინტერესი გამოიწვია ევა ბრაუნის პიროვნებისადმი.

ფოტოები ცხადჰყოფს ახალგაზრდა ფოტომოდელის მიდრეკილებას გართობისადმი. იგი ესწრებოდა პიკნიკებს, მხიარულ საღამოებს, იღებდა მზის აბაზანებს მხოლოდ საცურაო კოსტიუმში, ეწეოდა. რაც შეეხება შავკანიანის გრიმს, ალბათ, ევა ბრაუნი, ამერიკელ მსახიობს ელა ჯოლსონს ასახიერებდა, რომელმაც 1927 წელს მთავარი როლი ითამაშა ფილმში „ჯაზმენი”.

სინამდვილეში, ჯოლსონი ლიტველი ებრაელი იყო, აღნიშნავს „თაიმსი”. „ალბათ, ჰიტლერს საერთოდ არ უნახავს ეს ფოტოები, თორემ მასკარადი ჯოლსონზე განსაკუთრებით გაანაწყენებდა ფიურერს. ფოტო გადაღებულია 1937 წელს, როდესაც ევა ბრაუნი, პრაქტიკულად, გაუსვლელად ცხოვრობდა ბერხტესგადენში ჰიტლერის მთის რეზიდენციაში. მოწყენილი იყო და თავის გასართობად იგონებდა კოსტიუმებს“, – წერს ბრიტანული პრესა.

ებრაელებისა და შავკანიანების გარდა, ჰიტლერს ისიც არ მოსწონდა, რომ ევა ბრაუნი ეწეოდა, მაკიაჟით იყო გატაცებული, შიშველი ბანაობდა და იღებდა მზის აბაზანებს. ქალი თავს იკავებდა ყოველივე ამისგან ჰიტლერის თანდასწრებით, მაგრამ როდესაც ფიურერი მის გვერდით არ იყო, ევა ბრაუნი ამგვარ გართობას არ იკლებდა. ამის შესახებ მეტყველებს, მაგალითად, შიშველი ევას ფოტო, რომელიც თავს იფარავს მხოლოდ ქოლგით. ევა ბრაუნმა ჰიტლერი 1929 წელს გაიცნო, როდესაც 17 წლის იყო და ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ფოტოგრაფ ჰენრიხ-ჰოფმანის მოდელად მუშაობდა მიუნხენში. ამის შემდეგ იგი ჰიტლერს არ მოშორებია, მაგრამ ოფიციალურად, მათი ქორწინება მხოლოდ თვითმკვლელობის წინ, გაფორმდა ეს იყო 1945 წლის 30 აპრილს.


скачать dle 11.3