კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საუნა, ქალები, ანაშა, და....

ვლადიმირის ოლქში ერთი პატარა ქალაქია, სახელწოდებით – გუსხრუსტალი. ასე, ასი ათასამდე ადამიანი ცხოვრობს ტყეებით, ორი დიდი ტბითა და ჭაობებით გარშემორტყმულ ქალაქში, რომლის მთავარი ღირსება ბროლის ქვიშის მოპოვება და გადამუშავებაა. ქალაქის ნახევარი ბროლის ქარხანას უკავია, რომელშიც მისი მოსახლეობის დიდი ნაწილი მუშაობს. 2001 წელს გუსხრუსტალში ვიყავი სტუმრად ჩემს ნათესავთან, რომელსაც პატარა ფურნე ჰქონდა მოწყობილი მენდელეევის 6 ნომერში. მეც მათთან ვმუშაობდი, რამდენიმე ხანს მათთან ვცხოვრობდი, მერე ცოტა ფული გამიჩნდა და ცალკე ვიქირავე ბინა – საკუთარი სახლის მეორე სართულზე ერთი კაი დიდი ოთახი მეჭირა. მოკლედ, ერთ კვირა დილას, 10 საათისთვის, აივანზე გამოვედი გასაბოლებლად, სიგარეტს მოვუკიდე და ჩაფიქრებულმა გავხედე თოვლით დაფარულ სახლებსა და ეზოებს. უცებ ჩემ გვერდითა სახლის სარდაფიდან ხუთი სრულიად შიშველი ქალი გამოვარდა და თოვლში დაიწყეს გორაობა, დარბოდნენ, იცინოდნენ, თოვლს მუჭაში იქცევდნენ და ტანზე ისვამდნენ. გაოცებული, გაფართოებული თვალებით ვუყურებდი ამ წარმოუდგენელ სანახაობას. ორი მაისური მეცვა, ზემოდან კიდევ – ქურთუკი და, მაინც მციოდა, ისინი კი სრულიად შიშვლები დარბოდნენ ამ ყინვასა და თოვლში. მალე შემამჩნიეს და ხელების ქნევა დამიწყეს – ჩამო, შემოგვიერთდიო. ცოტა ავიბუზე იმის ნიშნად, თქვენსავით თოვლში შიშველი ვერ ვირბენ-მეთქი, მაგრამ, ერთ-ერთმა დამიძახა, სახლში შევიდეთ, აქ ხუთი წუთით გამოვედით გასაკაჟებლადო. წარმოიდგინეთ, ვინ ოხერი არ ჩავიდოდა, ვინ ეტყოდა ხუთ სრულიად შიშველ ქალს ჩასვლაზე უარს?! ჰოდა, მეც წუთში მათ კამპანიაში აღმოვჩნდი. სარდაფი აბანოდ ჰქონდათ გადაკეთებული და კარგად მოწყობილი: ერთ მხარეს დიდი „ფეჩი“ ენთო, შუაში კი კარგა დიდი მაგიდა იდგა, რომელზეც უამრავი სასმელ-საჭმელი ელაგა. შიგნით შესულებმა დიდი პირსახოცები შემოიხვიეს ტანზე და სუფრას მივუსხედით. თავიდან, გამომკითხეს, საიდან ხარ, აქ რას აკეთებო. რომ გაიგეს, ქართველი ვიყავი, თამადად დამნიშნეს – შენ კარგი სადღეგრძელოები გეცოდინებაო. თან, შემომიჩნდნენ, გინდა თუ არა, ტანსაცმელი გაიხადეო. თავიდან უარზე ვიყავი, მაგრამ არ მომეშვნენ და, მეც მეტი რა გზა მქონდა – ტანსაცმელი გავიძრე და პირსახოცშემოხვეული დავჯექი სუფრის თავში. რამდენიმე ჭიქის მერე სითამამე მომემატა და გავშინაურდით. ამ დროს ერთ-ერთმა „კასიაკს“ მოუკიდა და ჩამოატარეს. ორი ნაფაზი დავარტყი და გადავაწოდე, კიდევ ჩამოატარეს. უკვე აღარ მინდოდა, მაგრამ, ქალებს ხომ არ ჩამოვრჩებოდი – ორი ნაფაზი კიდევ გავუშვი ფილტვებში. თავიდან, ვითომ არაფერი, თავს ვიჭერდი, მერე კი თვალებზე ბინდი გადამეკრა. პირი გამიშრა და სადღაც შორს გამისროლა ფიქრებმა. ისინი გიჟებივით ხარხარებდნენ, მე კი თითქოს იქ აღარ ვიყავი. უცებ შიდა კარი გაიღო და ათლეტური აღნაგობის ტიტლიკანა კაცები შემოლაგდნენ. ამაზე სიცილი ამივარდა – თან ერთ ხელს ჩემ გვერდით მჯდომს ვურტყამდი ბეჭზე, მეორეს კაცებისკენ ვიშვერდი და, თან, ლაღად ვხარხარებდი. ყველა გაჩერდა და მე შემომაჩერდა, მე კი ვიძახდი, როგორ ვერ ხედავთ, ნახეთ, რამდენი ტიტველი კაცი დგას-მეთქი. ერთმა გამაჩერა და მითხრა, როგორ ვერ ვხედავთ, ესენი ჩვენი ქმრები არიანო. ჯერ ჩვენ ვიყავით „პარში“ შესულები და ამიტომაც გამოვცვივდით თოვლში. მერე კი კაცები შევიდნენ, დრო გავიდა და გამოვიდნენო. ენა ჩამივარდა, შიშის ჟრუანტელმა დამიარა სხეულში და თმა ყალყზე დააყენა. ეს ძრწოლა, ალბათ, ჩემს სახეზეც აისახა, რადგანაც ერთმა მკითხა, ცუდად ხომ არ ხარ, ფერი სულ დაკარგული გაქვსო. უცებ ყველამ სიცილი დაიწყო. ვიღაცამ დაიძახა, ამას ახლა გამოფხიზლება უნდაო, ხელი დამავლეს და ხის გრძელ მაგიდაზე დამაწვინეს მუცლით, მერე თითქმის მდუღარე წყალში დაასველეს სპეციალური ცოცხები და მთელ ტანზე დამიშინეს, აი, მაშინ კი ვიღრიალე – რას შვრებით, მტკივა-მეთქი. მათაც, აზრზე მოდისო და, უფრო გაახშირეს დარტყმები. შეჩერდნენ თუ არა, წამოვხტი და გარეთ გამოვვარდი. ქუჩაში გამავალ კართან მივხვდი, რომ სულ შიშველი ვიყავი. რაღა უნდა მექნა, უკანვე მივბრუნდი და ფრთხილად შევაღე კარი. ქალებმა, – სად გაიქეცი, მოდი, ყველაფერი კარგად არისო. ძალიან გამიკვირდა, კაცები რომ ვეღარ დავინახე. ხმადაბლა ვიკითხე, თქვენი ქმრები სად წავიდნენ-მეთქი. ამაზე კიდევ ბევრი იცინეს – რა კაცები, რის კაცები, კაცები რომ გვყოლოდა, აქ შენ რაღას დაგიძახებდითო. თურმე, ის კაცები ჩემი ჰალუცინაციის ნაყოფი ყოფილა, ამიტომაც უცდიათ გამოფხიზლება. ისევ გავაგრძელეთ მხიარულება. მხოლოდ ეს იყო, ყოველ წამს იმ კარისკენ ვიყურებოდი და ვერ დამეჯერებინა, მომელანდა თუ მართლა შეიძლებოდა ვინმე შემოსულიყო.


скачать dle 11.3