კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (49)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

ის ისეთი საცოდავი იყო‚ რომ ხელით სამართავი „ლამბორჯინ დიაბლო“ ჰქონდა.

***

ჯვარს იწერენ მონა ღვთისა ვახტანგ და რისხვა ღვთისა თამარ...

***

ღმერთი ადამიანებს ცხვირებს ურიგებს‚ ყველა ერს – ცალ-ცალკე.

მივიდა რუსი უფალთან და სთხოვა:

– მე ისეთი ცხვირი მინდა‚ არყის დალევაში ხელს არ მიშლიდეს და თანაც‚ კარტოფილს ჰგავდეს.

მისცა ღმერთმა‚ რაც უნდოდა.

კავკასიელის ჯერი დადგა:

– დიდი ცხვირი მინდა‚ კავკასიონის მთებივით...

შეუსრულა ღმერთმა სურვილი‚ მისცა დიდი და კავკასიონის ქედივით კეხიანი ცხვირი.

მივიდა ებრაელი:

– მე‚ დაგენაცვლე‚ ორი ცხვირი მომეცი‚ თუ შეიძლება...

***

ორი ტიპი ბარში სვამს‚ ჩაფიქრებულან...

– ეჰ‚ ძმაკაც‚ ისეთი მოკლეა ჩვენი ცხოვრება, ხვალ, შეიძლება, აღარ ვიყოთ... აი‚ რომ მოკვდე‚ ჩემს გასვენებაზე მოხვალ?

– თუ დამპატიჟებ, რატომ არა?!

***

ავღანეთის საზღვარზე დააკავეს კურიერი ჰეროინით სავსე მანქანით. 1986 წლიდან მესაზღვრეებს ასეთი კაიფი არ განუცდიათ.

***

იღვიძებს კაცი დილით. თავი უსკდება‚ ახელს თვალს‚ ტუმბოზე თავის ტკივილის წამალი და ჭიქა დევს‚ გვერდით – წერილი: „საყვარელო‚ საუზმე სამზარეულოს მაგიდაზეა“.

ადგა. ხედავს სახლი დაწკრიალებულია‚ ბრწყინავს; სუფთა‚ გატკიცინებული ტანსაცმელიც ცალკე საკიდზეა მომზადებული. შვილი მეცადინეობს...

– რა მოხდა გუშინ? – ეკითხება გაოცებული.

– როგორც ყოველთვის‚ დილის 4 საათზე მოხვედი‚ რა თქმა უნდა‚ ფეხზე ძლივს იდექი‚ უნიტაზამდე ვერ მიასწარი‚ შემოსასვლელი სულ დასვარე...

– მაგას არ გეკითხები‚ დედას რა მოუვიდა?

– აა... შენ რომ ლოგინში გაწვენდა‚ თავიდან იშორებდი და უყვიროდი – გადი‚ შე ბოზო‚ ცოლიანი ვარო...

***

– ო‚ თქვენ ნამდვილად დროზე მოხვედით. ერთი დღეც და – ექიმი აღარ დაგჭირდებოდათ...

– ექიმო‚ ძალიან სერიოზული რაღაც მჭირს?..

– არა‚ პირიქით‚ თვითონ გამოჯანმრთელდებოდით.

***

– რომ შემირთე‚ ვფიქრობდი, მაგარი იყავი‚ ყველაფერს გაუძლებდი...

– მაშინ ჩემი მეგობრებიც ეგრე ფიქრობდნენ.

***

– შვილო‚ ეს ბიჭი აქ აღარ დავინახო მოსული, სასტიკად არ მომწონს... ისე ძალიან ვნერვიულობ‚ შეიძლება, ინფარქტმაც დამარტყას...

– კარგი‚ დე‚ მაშინ მასთან ვივლით‚ ჯობია‚ დედამისს დაარტყას ინფარქტმა...

***

– მაგარი დრო გავატარეთ სამ მარტს – ჩვენი დღე აღვნიშნეთ!

– არ გადამრიო‚ ბიჭო‚ შენ რა, დედა ხარ?

– არა‚ კაცო‚ „სასწრაფოს“ დღე აღვნიშნეთ – 03.03.

***

ქალს კარიერის გაკეთების სამი საშუალება აქვს: ორი წინ‚ ერთი – უკან.

***

რუსმა ფარმაკოლოგებმა დეპრესიის მოსახსნელი ახალი საშუალება გამოიგონეს: საერთო ტონუსის ასამაღლებლად საკმარისია, დღეში 3-ჯერ ჭამის წინ, ერთი ცალი მუხუდოს მარცვალი გადაყლაპოთ და 100 გრამი კონიაკი მიაყოლოთ.

***

ორი სვანი ლიფტში გაიჭედა. ცოტა ხნის შემდეგ ერთი აყვირდა:

– გვიშველეთ! გვიშველეთ!

– მოდი‚ ერთად ვიყვიროთ, – ეუბნება მეორე.

– მოდი...

და ორივე აყვირდა:

– ერთად! ერთად! ერთად!

***

კარზე კაკუნია:

– კაკ‚ კუკ...

– ვინ არის?

– შენი შანსი...

– ტყუი! შანსი ორჯერ არასდროს აკაკუნებს!

***

– გაიგეთ ახალი ამბავი ეკას რომანზე?

– რომანი კი არა‚ ზურა თუ გია ჰქვია.

***

ახალი დარიგება:

– შვილო‚ რამდენჯერ უნდა გითხრა‚ ასე გვიან ნუ მოდიხარ. შენ გამო სულ შიშში როგორ უნდა ვიყო! შეიგნე, მე შენ გაგაჩინე‚ ინტერნეტიდან კი არ გადმომიქაჩიხარ!

***

– ო‚ გზა გაქვთ‚ მაგრამ თქვენს გზაზე ვიღაც კაცი დგას...

– ჯობია‚ ეგ კაცი გააფრთხილოთ‚ თორემ მე ტრაილერის მძღოლი ვარ.

***

– კვირას სად იყავი?

– კალმახებზე სათევზაოდ.

– ბევრი დაიჭირე?

– არც ერთი.

– აბა‚ საიდან იცი‚ რომ კალმახებზე სათევზაოდ იყავი?

***

არაყი „დროის მანქანაა“: დალევ – უკვე მეორე დღეა.

***

ლიკა მორიგი სიყვარულის დაკარგვის ამბავს ტირილით უყვება მეგობარს:

– უიღბლო ვარ... უიღბლო‚ – თან ცრემლებს აღვარღვარებს.

– უიღბლო კი არა‚ ამხელა გოგო ხარ და ჯერ კიდევ ზღაპრების გჯერა.

– უიღბლო ვარ-მეთქი‚ ხომ გეუბნები‚ ყველა მაგარი მეზღაპრე მე მხვდება!

***

– მგონი‚ ჩვენ არასწორად ვითვლით უსაფრთხო დღეებს‚ – უთხრა ჩაფიქრებულმა ქმარმა ცოლს‚ როცა სამშობიაროდან მეხუთე შვილი გამოჰყავდა.

***

– გარემო მართლა მაგრაა დაბინძურებული: გუშინ ვხსნი კონსერვს‚ ზეთით სავსეა, შიგ კი ყველა თევზი მკვდარია.


скачать dle 11.3