კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვა ნოვოსიბირსკში მცხოვრებმა მამაკაცმა თავისი ბავშვობის მეგობარი საქართველოში ერთ დღეში

43 წლის ანატოლი ვლადიმირის ძე კოკოვი ეძებდა 43 წლის სპარტაკ მახარაშვილს.

ისტორია: ვეძებ ჩემი ბავშვობის მეგობარს, 42-43 წლის სპარტაკ მახარაშვილს. მისი მშობლები მას პაატასაც ეძახდნენ. მე და სპარტაკს ერთმანეთი ძალიან დიდი ხანია, არ გვინახავს. ტერიტორიული სიშორის გამო, მასთან კონტაქტი 14-15 წლის წინ დავკარგე. მე რუსეთში, ნოვოსიბირსკში ვცხოვრობ, სპარტაკი კი თბილისში, გაგარინის ქუჩაზე ცხოვრობდა, იმედია, რომ ის დღემდე თბილისში ცხოვრობს და თქვენი დახმარებით ვიპოვი მას.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ჟურნალ „თბილისელების” ¹11-ში (14-20 მარტის ნომერში) დაიბეჭდა. აღსანიშნავია, რომ ჩემი ნოვოსიბირსკელი რესპონდენტის იმედი, იმ დღესვე ახდა – მისი მეგობარი, სპარტაკ მახარაშვილი, 14 მარტს ვიპოვე. დღევანდელი რუბრიკის სტუმრები თავად მოუყვებიან მკითხველს თავიანთ ისტორიას.

ინტერვიუ ანატოლი კოკოვთან:

– რას გრძნობთ ახლა, როდესაც თქვენი ბავშვობის მეგობარი ნაპოვნია, წარმოიდგენდით თუ არა, რომ მას ასეთ მოკლე დროში იპოვიდით?

– სპარტაკი ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო, მე მას წლების განმავლობაში ვეძებდი და ვერ ვპოულობდი. ის, რაც თქვენ გააკეთეთ, ჩემთვის სასწაულია. ძალიან გახარებული ვარ მეც და მთელი ჩემი ოჯახიც. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ პაატას ასე მალე მაპოვნინებდით. ვფიქრობდი, რომ მინიმუმ ერთი თვე მაინც დასჭირდებოდა იმას, რომ რაიმე ინფორმაცია მოგეძიათ. სრულიად სამართლიანად შეიძლება, აღვწერო ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა სულ ორი სიტყვით – შოკში ვარ! (იცინის). არასოდეს არ დამავიწყდება ეს შეგრძნება, როდესაც დავჯექი კომპიუტერთან და მოულოდნელად დამხვდა პაატას წერილი. აღმოჩნდა, რომ ის „ოდნოკლასნიკებზეც“ ყოფილა დარეგისტრირებული, მაგრამ, არა სპარტაკ მახარაშვილად, ამის გამო მე მას იქ ვერ ვპოულობდი. უზომოდ გამიხარდა. თვალებს ვერ ვუჯერებდი, რომ წლების წინ დაკარგული მეგობარი მწერდა. თან, ასეთ მოკლე დროში თუ იპოვიდით, არ მეგონა.

– იცოდით თუ არა, რომ თურმე, დიდი ხანია პაატაც გეძებდათ?

– დიახ, მითხრა, რომ წლების განმავლობაში ცდილობდა, ვეპოვე. ორივეს ძალიან გაგვიხარდა ერთმანეთის პოვნა. ისიც დაოჯახებულია ჩემსავით. დიდი მადლობლები ვართ თქვენი რუბრიკის. ყველა ადამიანს, ვინც კი ვინმეს ეძებს, ვუსურვებ, აუცილებლად ეპოვოს. ვიცი, რომ ძალიან ბევრი მოგმართავთ და ყველას გულშემატკივრობდით. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. მე და ჩემი მეგობარი კი ახლო მომავალში აუცილებლად ვნახავთ ერთმანეთს – ან მე ჩამოვალ თბილისში, ან პაატა ჩამოვა ჩემთან. მოკლედ, ერთმანეთს არასდროს აღარ დავკარგავთ.

ინტერვიუ სპარტაკ მახარაშვილთან:

– პაატა, მოგვიყევით თქვენი ისტორია, როგორ მოხდა, რომ მეგობრები ერთმანეთს ვერ პოულობდით?

– პირველ ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ გაოცებული და გახარებული ვარ იმით, რომ ვიპოვე ჩემი ბავშვობის მეგობარი ტოლიკა. მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა ეს ასე მარტივად მომხდარიყო, ანუ, მან შეძლო და ნოვოსიბირსკიდან დაგიკავშირდათ, მე კი მას დიდხანს უშედეგოდ ვეძებდი და არც კი ვიცოდი, რომ შეიძლებოდა, თქვენთვის მომემართა (იცინის). დღეს, როგორც კი გავიგე, რომ ტოლიკა მეძებს, ვეღარ მოვითმინე და მაშინვე დაგირეკეთ (ჟურნალისტის შენიშვნა: ინტერვიუ ჩაწერილია 14 მარტს, პაატას პოვნის დღესვე). ნამდვილად კარგი ამბავი გადამხდა თავს და გახარებული ვარ. სრულიად მოულოდნელად გავიგე, ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, ჟურნალი „თბილისელები“ იყიდე და რუბრიკა „დაკარგულები” წაიკითხე, მგონი, შენზე წერენო. რა თქმა უნდა, მაშინვე ვიყიდე ჟურნალი და, რომ წავიკითხე, გაოცებული დავრჩი. არ ვიცი, რა გითხრათ. მცხეთაში ვიყავი იმ მომენტში, იქ ვმუშაობ, ისე კი, თბილისში ვცხოვრობ დღემდე.


скачать dle 11.3