კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „რავ 4”, დიზელზე, მართვის მექანიკური კოლოფით. ავტომობილს გავლილი აქვს 200 ათასი კილომეტრი. როდესაც სიჩქარეში ვაგდებ, მოდების პედალს ფეხს ვუშვებ, მაგრამ სანამ გაზის პედალს დავაწვები, მანქანა მოძრაობას იწყებს. რისი ბრალია ეს?

პასუხი: დასმულ კითხვას სიზუსტე აკლია. ამიტომ, ორ შესაძლო პასუხს გაგცემთ და თუ მიმართულებას ავცდით, შეგიძლიათ, კითხვა უფრო დაზუსტებით დასვათ თავიდან. ერთ შემთხვევაში, თუკი ავტომობილი ისე იძვრება, რომ მოდების პედალს ფეხს არ უშვებთ, ეს ნიშნავს, ეგრეთ წოდებული „ცეპლენიის პლიტა” ანუ მოდების კალათა დაზიანდა. ამ შემთხვევაში, მისი შეკეთება არ არის რეკომენდებული და უნდა შეცვალოთ. თუ კითხვაში გულისხმობდით, რომ როცა „ცეპლენიას” ფეხს უშვებთ, გაზი ჯერ არ გვაქვს მიცემული, ავტომობილი მაინც იძვრის, ეს ნორმალურია, რადგან დიზელის ტიპის ძრავა სიმძლავრეს დაბალი ბრუნიდან ავითარებს. ამას ემატება, რომ ძრავა მასიური დეტალებისგანაა აგებული და მის ინერციას ავტომობილის მასა იოლად ვერ აჩერებს.

კითხვა: გთხოვთ განმიმარტოთ, შეიძლება თუ არა განსხვავებული მარკის ავტომობილთა ტურბინების ერთმანეთზე გამოყენება, კუბატურის მქონე ბენზინის ძრავების შემთხვევაში?

პასუხი: ტურბინების გამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაშიც, თუ განსხვავდება ერთმანეთისგან. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, თუ როგორი ფიქსაცია ჰქონდა ამა თუ იმ ტურბინას. ანუ, დამაგრდება თუ არა ის კონკრეტული ტურბინა იმ ადგილას, სადაც თქვენ გნებავთ. ასევე, რა დამატებითი მოწყობილობები იყო მიერთებული მასზე და შეესაბამება თუ არა ამ მოწყობილობების დამაკავშირებელი ძელები, ან სხვა რაიმე დეტალი, ტურბინის საჭიროებებს. რიგ შემთხვევაში, მონტაჟდება სპეციალური გადამყვანები, რომლებიც შეგიძლიათ შეიძინოთ, ან გამოიჩარხოს.

კითხვა: მინდა, შევიძინო ავტომობილი, რომელიც კარგი იქნება ოჯახისთვის. ვფიქრობ, შევიძინო „ჰონდა-პასპორტი” ან „სუზუკი-როდეო”. რა უპირატესობები და მინუსები აქვთ ამ მოდელებს? უფრო რომელს მირჩევთ?

პასუხი: ამ შემთხვევაში რჩევა გამიჭირდება. არა იმიტომ, რომ ერთი მეორეს ჯობია, ორივე ცუდი არჩევანია. „ჰონდა-პასპორტის” შემთხვევაში, ვფიქრობ, ეს ავტომობილი, ზოგადად, „ჰონდას” შეცდომაა. რაც შეეხება „სუზუკი-როდეოს”, სხვადასხვა ძრავასა და სიჩქარეთა კოლოფების შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის პრობლემა აქვს. არ არსებობს ისეთი კომბინაცია, რომელსაც პრობლემა არ აქვს. თან ორივე ზემო ხსენებული ავტომობილის სერვისი, ხშირ შემთხვევაში, საქართველოს პირობებში, შეუძლებელია. რაც შეეხება რჩევას, ოჯახის პირობებისთვის ამ ტიპის ავტომობილებში მათი ფასიდან გამომდინარე, გირჩევთ, „მიცუბიში პაჯეროს”.


скачать dle 11.3