კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ყველაზე მაღალანაზღაურებადი საფეხბურთო მწვრთნელი მსოფლიოში

ისინი იმ საქმით არიან დაკავებულნი, რაც უყვართ, უმაღლეს დონეზე გამოსდით, და არ აქვს მნიშვნელობა, საფეხბურთო კლუბი იქნება, თუ ეროვნული ნაკრები. ისინი პლანეტის საუკეთესო მწვრთნელები არიან და ამ საქმიანობაში უზარმაზარ თანხას იღებენ ხელფასის სახით. „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ ინფორმაციას 2010-2011 წლების საფეხბურთო სეზონის მონაცემებით გამოვლენილ პლანეტის ათ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელის შესახებ, მათ გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ კლუბის ან ფედერაციის მენეჯმენტის წინაშე, ვიდრე ცალკეულ მოთამაშეს.

ლუიშ ფელიპე

სკოლარი - „პალმეირასი”

2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული, ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი – ლუიშ ფელიპე სკოლარი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია. უზბეკური კლუბ „ბუნიოდკორში” ყოფნისას მისი წლიური შემოსავალი, ფანტასტიკურ თანხას, 16,6 მილიონ ევროს შეადგენდა. მიუხედავად ამისა და იმის გათვალისწინებით, რომ მასთან 2002 წლის ფორმაციის ბრაზილიის ნაკრების ლიდერი – რივალდო თამაშობდა, ფელიპე სკოლარიმ მაინც ვერ მოახერხა უზბეკური კლუბის აზიის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაყვანა. ამან კი აიძულა კლუბის შეფები, რომ ის თანამდებობიდან გაეთავისუფლებინათ. ამჟამად ერთ დროს პორტუგალიისა და ქუვეითის ნაკრებების და ასევე, „ჩელსის” მწვრთნელი ბრაზილიურ „პალმეირასს” უდგას სათავეში.

ჟოზე მაურინიო –

მადრიდის „რეალი”

მსოფლიო დონის საჭადრაკო გროსმაისტერმა გარი კასპაროვმა „რეალის” ამჟამინდელ მწვრთნელს „გენიალური ფსიქოლოგი და ტაქტიკოსი” უწოდა. მაურინიო რომ პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ფაქტია, განსჯას არ ექვემდებარება. მისი საკლუბო შედეგების გათვალისწინებით, იგი თამამად შეიძლება, ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო და ნიჭიერ მწვრთნელად პლანეტაზე. ამბიციური მაურინიო, რომელიც საკუთარ თავს „განსაკუთრებულს” უწოდებს „ინტერში” მუშაობის პერიოდში წელიწადში 11 მილიონ ევროს იღებდა, რაც ევროპული ფეხბურთისთვის დიდი თანხაა. ჯერჯერობით რთულია, იმას თქმა, თუ როგორ წარიმართება მისი მადრიდული კარიერა, თუმცა ტიტულების მოხვეჭა მას რომ ეხერხება, ფაქტია.

ფაბიო კაპელო – ინგლისის ნაკრები

გენიალური იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო, გასამრჯელოს სახით, ინგლისის ფეხბურთის ფედერაციისგან წელიწადში 11 მილიონ ევროს იღებს და ჯერჯერობით, გარდა იმისა, რომ ინგლისის ნაკრები 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სამარცხვინოდ გამოვიდა, არაფრისთვის მიუღწევია. ამბობდნენ, რომ კაპელო დატოვებდა დაკავებულ პოსტს, თუმცა მისი კონტრაქტი ჯერაც გრძელდება და ახლო მომავალში ვნახავთ, მიაღწევს თუ არა სანუკვარ ოცნებას ინგლისის ნაკრები – გახდება თუ არა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული დონ ფაბიოს ხელში.

სერ ალექს ფერგიუსონი –

„მანჩესტერ იუნაიტედი”

1986 წლიდან უდგას სათავეში ალექს ფერგიუსონი მანჩესტერულ გრანდს და ამ ხნის განმავლობაში, მისი სამწვრთნელო სკამი ერთხელაც არ შერყეულა. ფერგიუსონის ამჟამინდელი ხელფასი წელიწადში 7 მილიონი ევროა და იმის გათვალისწინებით, რომ იგი ჯერაც არ აპირებს პენსიაზე გასვლას, სავსებით შესაძლებელია, მომავალი წლის რეიტინგში მისი ადგილი კვლავ ხელშეუხებელი იყოს.

რობერტო მანჩინი – „მანჩესტერ სიტი”

იტალიელი რობერტო მანჩინი პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების ხუთეულში შედის. წარსულში მილანის „ინტერნაციონალეს” მწვრთნელი, ამჟამად მანჩესტერის მეორე გუნდს, „სიტის” უდგას სათავეში და მისი არაბი მეპატრონისგან წელიწადში 6 მილიონ ევროს იღებს. სხვათა შორის, ბოლო პერიოდია, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კლუბის მიღწევებით არაბი შეიხი უკმაყოფილოა და მოსალოდნელია, სეზონის ბოლოს მანჩინის კარისკენ მიუთითონ, ხოლო მისი ზღაპრული ხელფასი სხვას შესთავაზონ.

კარლო ანჩელოტი – „ჩელსი”

იტალიელი კარლო ანჩელოტი „მილანში” მიღწეული ფანტასტიკური შედეგების განმეორების იმედით მივიდა ლონდონის „ჩელსიში” და ჯერჯერობით, მხოლოდ შინაურ ასპარეზზე აღწევს გამარჯვებებს. „ჩელსის” ქარიზმატული მფლობელის, ოლიგარქ რომან აბრამოვიჩის მთავარი მიზანი კი დიდი ხანია, ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. სწორედ ამ მიზნის მიღწევაში უხდის უზარმაზარ ხელფასს აბრამოვიჩი ანჩელოტის, რომელიც წლიურად 6 მილიონ ევროს შეადგენს.

მანუელ პელეგრინი – „მალაგა”

ჩილელი მანუელ პელეგრინი ჟოზე მაურინიომდე წვრთნიდა მადრიდის „რეალს”, თუმცა კლუბის მფლობელის, ფლორენტინო პერესის აზრით, იგი სათანადოდ ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას, რის გამოც გაათავისუფლეს კიდეც დაკავებული თანამდებობიდან. ყველაზე დიდ წარმატებას ევროპაში, პელეგრინიმ მოკრძალებულ „ვილიარეალთან” ერთად მიაღწია და სწორედ მისი დონის კლუბს უდგას იგი ამჟამად სათავეში. ეს გახლავთ ესპანური „მალაგა”, რომლის მფლობელია ყატარელი მილიარდერი – აბდულა ბინ ნასერ ალ-თჰანი. მისი მიზანია საშუალო დონის კლუბი მსოფლიო ფეხბურთის გრანდად გახადოს. სწორედ ამ მისიის შესრულებაში უხდიან ყატარელები პელეგრინის 5,5 მილიონ ევროს ერთ სეზონში.

ლუი ვან გაალი – „ბაიერნი”

ვან გაალის ხელში წლევანდელ სეზონს მიუნხენის „ბაიერნი”, შეიძლება ითქვას, წარუმატებლად ატარებს. კლუბმა უკვე დაკარგა ბუნდესჩემპიონობის ყოველგვარი შანსი და ამასთან ერთად, არცთუ სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს. ამბობენ, ეს ვან გაალის უკანასკნელი სეზონია გერმანული გრანდის მწვრთნელის რანგში და იმ ხელფასზე, რასაც მას უხდიან, მომავალში სხვა ცნობილ მწვრთნელს მოიყვანენო. ხელფასი კი ვან გაალს, არცთუ მცირე აქვს, წელიწადში 5,2 მილიონი ევრო.

გუუს ჰიდინკი – თურქეთის ნაკრები

ჰიდინკი ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰოლანდიელი მწვრთნელია, რომლის ხელში სამხრეთ კორეისა და რუსეთის ნაკრების გუნდებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. იგი ამჟამად თურქეთის ნაკრებს უდგას სათავეში და ჩვენი მეზობლები იმედოვნებენ, რომ ჰიდინკის ხელში ისინი 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგის განმეორებას შეძლებენ. მისი წლიური ხელფასი 5 მილიონ ევროს შეადგენს.

არსენ ვენგერი – „არსენალი”

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებია ლონდონის „არსენალს” არც ერთი ტიტული არ მოუპოვებია ინგლისურ და ევროპულ ასპარეზზე, არსენ ვენგერი მაინც უალტერნატივო მწვრთნელად რჩება „მეთოფეებისთვის”. მისი წლიური ანაზღაურება მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის წინა პოზიციებზე მყოფ მწვრთნელებს, რაც სულ 4,8 მილიონი ევროა, თუმცა, ეს ფაქტი ხელს არ უშლის, რომ მას თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელი ეწოდოს.


скачать dle 11.3