კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში გვეხმარება ანტიოქსიდანტები

ანტიოქსიდანტები განსაკუთრებული ნივთიერებებია და ადამიანის ორგანიზმს უჯრედების დამანგრეველი თავისუფალი რადიკალებისგან იცავს, რადგან აღნიშნული რადიკალები მუდმივად წარმოიქმნება ორგანიზმში, ყოველდღიურ მენიუში უნდა შეიტანოთ მასთან მებრძოლი ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტები. ზოგიერთი ანტიოქსიდანტი ყველასთვის კარგად არის ცნობილი. მაგალითად, ესენია A, C, E ვიტამინები და მიკროელემენტი სელენი.

A ვიტამინი აუცილებელია იმ ადამიანებისთვის, ვინც ხშირად ავადმყოფობს, სუსტი მხედველობა და მშრალი კანი აქვს. A ვიტამინის წყაროა თევზის ქონი, ნაღები, კვერცხის გული, ნარინჯისფერი, ყვითელი და მწვანე ხილ-ბოსტნეული.

C ვიტამინი ანუ ასკორბინის მჟავა ადამიანს იცავს კიბოსგან და თრგუნავს თავისუფალ რადიკალებს. C ვიტამინით მდიდარია ციტრუსები.

E ვიტამინი იცავს უჯრედისების მემბრანაში შემავალ ცხიმებს დაჟანგვისგან. ის აკონსერვებს უჯრედების მემბრანებს, აჩერებს მათ ჟანგვის პროცესს და უხანგრძლივებს სიცოცხლეს. მას კი ამ საქმეში სელენი ეხმარება.

ანტიოქსიდანტებს გაუჭირდებათ ორგანიზმის დაცვა, თუ ცუდ მდგომარეობაშია თირკმელები, ღვიძლი და ორგანიზმს არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობით ცილები და თუთია. ამიტომ, ანტიოქსიდანტები შეიძლება, გააძლიეროთ ამ ნივთიერებებით მდიდარი მოცვითა და ნივრით.


скачать dle 11.3