კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ იკეტება არასდროს ფეხბურთელ გიგი ფოფხაძის სახლის კარი



ბინა პლეხანოვზე მშობლების საქორწილო საჩუქარი იყო. მართალია, ფეხბურთელი გიორგი ფოფხაძე და მისი მშვენიერი მეუღლე, რომელმაც ქმრის არყოფნაში არაჩვეულებრივი მასპინძლობა გაგვიწია, ამ ბინაში ცოტა დროს ატარებენ, მაგრამ მაინც ძალიან უყვართ.

ნინო იაშვილი: მე და გიგი ამ ბინაში ცოტა დროს ვატარებთ, რადგან ის დანიაში, „ვიბორგში“ თამაშობს და მეც მასთან ერთად იქ ვარ. ამჟამად გიორგი ნაკრებთან ერთად ბულგარეთში იმყოფება, თამაში აქვთ, მაგრამ მისი მეგობრებისთვის ეს სახლი ყოველთვის ღიაა. გიგი „ვიბორგამდე“ „ოლიმპიაკოსში“ თამაშობდა. როგორც ამბობენ, საკმაოდ პერსპექტიული ფეხბურთელია, რომელსაც დიდი მომავალი აქვს და, ვნახოთ, რა მოხდება. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.

წელიწად-ნახევრის წინ შევუღლდით და ეს სახლი მშობლებმა საქორწილო საჩუქრად გადმოგვცეს. მართალია, საჩუქარი იყო, მაგრამ მის რემონტში აქტიურ მონაწილეობას ვიღებდით. თუ გიგი ნაკრების თამაშებზეა, მაშინ ამ სახლში ბებიასთან ერთად ვარ ხოლმე. თუმცა, გიგის მეგობრები მოწყენის საშუალებას ნამდვილად არ მაძლევენ. ეს არის სახლი, რომლის კარი არასდროს იკეტება. შუაღამისას შეუძლიათ მეგობრებს მოსვლა, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ.

– სახლის დიზაინი ვის ეკუთვნის?

– თითქმის ყველაფერი დედაჩემის გაკეთებულია, მაგრამ ჩემი და გიგის საძინებელი აბსოლუტურად მე გავაკეთე, ის არავის ვანდე (იცინის). რაც შეეხება საერთო დიზაინს, გადავწყვიტეთ, სახლი მთლიანად ღია და რბილ ტონებში გაგვეკეთებინა, რადგან ფართი პატარაა და აჭრელება მას ვიზუალურად კიდევ უფრო დააპატარავებდა. ორმაგი ჭერი და ჭერის შიდა განათებები საინტერესოს ხდის სახლს, ასე უფრო მომწონს, გაცილებით თბილი და მყუდრო ჩანს.

რბილ და თბილ ფერებს, ასევე, ძალიან უხდება არაჩვეულებრივი ნახატები, ბარით გამოყოფილი სამზარეულო კი ნაკლებ ფართს იკავებს და მისაღები კიდევ უფრო დიდი ჩანს.

ახალგაზრდა წყვილის საძინებელი შედარებით მუქ ტონებშია გადაწყვეტილი. ლურჯისა და მონაცრისფრო-ხისფერის კომბინაცია საკმაოდ ორიგინალურ იერს აძლევს საძინებელს. დიასახლისს, როგორც ჩანს, ძალიან უყვარს რბილი სათამაშოები და, ალბათ, ამიტომაც, მათ მის ოთახში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ.

ნინო: ცალკეა სტუმრების ოთახი, სადაც ჩვენი მეგობრები რჩებიან ხოლმე. როდესაც გიგი თბილისშია, აქ შეკრებები გვაქვს.

– ოთახი რატომ გაქვთ მორთული ბუშტებით?

– როდესაც დანიიდან წამოვედით, გიგის ერთი დღით ადრე მოუწია ჩამოსვლა, მე მეორე დღეს ჩამოვედი. გიგიც მეგობრებთან ერთად ბუშტებითა და ტრაფარეტებით დამხვდა. გადასარევი სიურპრიზი მომიწყო და ძალიან გამახარა. ისე, ცოტა ხანში მაინც ვაპირებთ, სხვა ბინა შევიძინოთ, რადგან გაფართოება გვინდა, თანაც, მინდა, მთაწმინდაზე ვიცხოვროთ. სოლოლაკში ვარ გაზრდილი და ცოტა მიჭირს „პლეხანოვთან“ შეგუება.

რაც შეეხება ავეჯს, ის სახლის ტონალობების მიხედვით არის შერჩეული. ყველაფერი სადა და უბრალოა, მაგრამ ამავე დროს გემოვნებით შერჩეული. გარკვეული ელემენტები, მათ შორის, სამზარეულოს ბარის ზედაპირი მარმარილოთია მოპირკეთებული, რომელიც ამ საერთო სისადავეში შედარებით მდიდრულად გამოიყურება. თუმცა, როგორც ნინომ აღნიშნა, სახლი რომელიც მას უნდა, რომ ჰქონდეს მომავალში, გაცილებით უფრო თანამედროვე და ნაკლებად გადატვირთული იქნება.

სალომე გველესიანი


скачать dle 11.3