კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ითვლება ასთმის მაპროვოცირებელ ფაქტორად

ბრონქული ასთმა სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს ბრონქების ლორწოვანი გარსის ალერგიული ანთება და ბრონქების რეაქტიულობის მომატება. დაავადება ალერგენებისა და სხვადასხვა გამაღიზიანებლის მიმართ სასუნთქი გზების, ანუ რესპირატორული ტრაქტის მგრძნობელობას ზრდის, რომლის შედეგად ვითარდება ბრონქების გლუვი მუსკულატურის სპაზმი, ბრონქების ლორწოვანი გარსის შეშუპება, ლორწოთი ქრონიკული ობტურაცია და ბრონქის კედლის სტრუქტურის შეცვლა.

ბრონქული ასთმა მულტიფაქტორული დაავადებაა, რომლის ფორმირება განისაზღვრება გენეტიკური და გარემო ფაქტორების ურთიერთმოქმედებით. რაც უფრო მაღალია ბრონქული ასთმის განვითარებაში გენეტიკური ფაქტორების როლი, დაავადება მით უფრო ადრეულ ასაკში ვითარდება და მძიმედ მიმდინარეობს. თუ დაავადების გენეზისში გარემო ფაქტორების როლი დომინირებს, პათოლოგიური პროცესი შედარებით მოგვიანებით ყალიბდება და გართულებების განვითარების გარეშე მიმდინარეობს.

ბრონქული ასთმის განვითარების რისკის ფაქტორებს შორის გამოყოფენ გენეტიკურ წინასწარგანწყობას, მიზეზობრივი მნიშვნელობის ფაქტორებს ანუ ალერგენებს, რომელიც, შეიძლება იყოს: საყოფაცხოვრებო ან, მცენარის მტვერი, ავტომანქანების გამონაბოლქვი, პარფიუმერია, ცხოველის ბეწვი, სარეცხი საშუალებები, სხვადასხვა საკვები პროდუქტი და ასე შემდეგ. თუ რომელი ალერგენი იწვევს მდგომარეობის გაუარესებას, ეს განისაზღვრება ინდივიდუალურად, სპეციალური კვლევის შედეგის მიხედვით.

გამწვავების მაპროვოცირებელ ფაქტორებს განეკუთვნება: რესპირატორული ინფექციები, სიცივე, ამინდის ცვალებადობა, სტრესი, სიგარეტი, ჰაერის დაბინძურება და სხვა მიზეზობრივი მნიშვნელობის ფაქტორები.

მემკვიდრული წინასწარგანწყობის არსებობისას, მიზეზობრივი ფაქტორები ხელს უწყობს სასუნთქი გზების დაზიანებას და ბრონქული ასთმის ფორმირებას.

დაავადებისთვის დამახასიათებელია ბრონქოსპაზმის შეტევები, რომლებიც ვითარდება მაპროვოცირებელ ფაქტორებთან კონტაქტის დროს. მას თან ახლავს მშრალი ხველა, სულის ხუთვის შეგრძნება, ამოსუნთქვის გაძნელება და გულმკერდის არეში შებოჭვის შეგრძნება.

ბრონქული ასთმის სამკურნალო საშუალებები პრინციპული თვალსაზრისით იყოფა ორ ჯგუფად: პირველი – სიმპტომური, შეტევის მომხსნელი საშუალებები, კერძოდ, მწვავე პერიოდში ხანმოკლე გამოყენების მედიკამენტები. მათ განეკუთვნება სხვადასხვა ფარმაკოლოგიური მოქმედების ბრონქოდილატატორები.

მეორეა – ბაზისური ანტიანთებითი ანუ ანტირეციდიული საშუალებები: საინჰალაციო და სისტემური მოქმედების ჰორმონები.


скачать dle 11.3