კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (52)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

ხშირი დაცემინება ორგანიზმისთვის სასარგებლოა

სიცივე და ყინვა, თავისთავად, გაციებას არ იწვევს. ყელი იმიტომ კი არ გტკივათ, რომ ყინვა შეისუნთქეთ, უსიამოვნებებს ის ვირუსები იწვევს, რომლებიც ზედა სასუნთქ ორგანოებში ხვდება. დაბალ ტემპერატურაზე ვირუსი უფრო სიცოცხლისუნარიანია, ვიდრე სიცხეში, ამიტომაც, სიცივეში ის გაცილებით აქტიურდება. გარდა ამისა, ზამთარში შესუსტებულია ორგანიზმის თავდაცვისუნარიანობა, რადგან მთელი ძალები და შინაგანი რესურსები ნივთიერებათა ცვლის რეგულირებას ხმარდება.

ვირუსებისა და მიკრობების გარდა, ორგანიზმზე ზედმეტად გამომშრალი ჰაერიც მოქმედებს – სხვადასხვა სახის გამათბობლები ოთახში ჰაერს აშრობს და სასუნთქ გზებს აზიანებს. იმუნიტეტზე უარყოფითად მოქმედებს ავიტამინოზი, სტრესი, რომელიც ყოველთვის თან ახლავს ზამთრის მოსვლას, რადგან ამ დროს თავს იჩენს უამრავი საყოფაცხოვრებო პრობლემა. რაც ხშირად დააცემინებთ, მით უკეთესი, რადგან დაცემინება სასუნთქი ორგანოს ბუნებრივი, თავდაცვითი რეფლექსია. მისი მიზანია, გამოდევნოს ყელიდან და ცხვირიდან „მტრები”. მაგრამ, არ დაგავიწყდეთ, დაცემინებისას პირზე ცხვირსახოცი აიფაროთ. ასევე, გახსოვდეთ, რომ:

* გამოიყენეთ მხოლოდ ერთჯერადი ქაღალდის ცხვირსახოცები და ყოველი დაცემინების შემდეგ გამოცვალეთ ის, შემდეგ კი დაიბანეთ ხელები.

* თუ ხელსახოცის ამოღებას ვერ ასწრებთ, პირზე ხელი აიფარეთ, მერე კი სასწრაფოდ დაიბანეთ საპნით.

* საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხელიდან ნუ მოიხსნით ხელთათმანს, რადგან სახელურებზე ბევრი სიცოცხლისუნარიანი მიკრობია.

* ნუ მიეჩვევით ცხვირის წვეთებს. ის სწრაფად ხსნის სასუნთქ გზებს, მაგრამ ართულებს განკურნების პროცესს.

* ზამთარში მოერიდეთ დაბალკალორიულ დიეტას. ორგანიზმს ამ დროს ვიტამინები აკლია. ამიტომ, მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული.

გრიპის მორჩენა ორ-სამ დღეში პრაქტიკულად შეუძლებელია. ანტიბიოტიკები საკმაოდ ეფექტურია ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლის დროს, მაგრამ აბსოლუტურად უძლურია ვირუსების წინაშე. ამიტომ, ტყუილად ნუ გაიჭყიპებით წამლებით, რადგან ანტიბიოტიკი დასუსტებულ ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს – იწვევს ალერგიებს და დისბაქტერიოზს.

გრიპის ვირუსი თავს იჩენს ორგანიზმში მოხვედრიდან 18-24 საათის შემდეგ. აქტიურდება 48 საათის შემდეგ, ზენიტშია მეორე-მესამე დღეს, მეოთხე დღიდან კი უკან დახევას იწყებს.

გრიპსა და სურდოს კარგად უმკლავდება C ვიტამინით მდიდარი ორგანიზმი. ზამთარში ლიმონი და ნიორი შეუცვლელი პროდუქტებია. ასევე, აუცილებელია ხილის ნახარშებისა და ნატურალური წვენების დალევა.


скачать dle 11.3