კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

გამხელილი საიდუმლო

რაც თავი მახსოვს, მუდამ ჩემი მშობლების გვერდით ვხედავდით მათ უახლოეს მეგობრებს, ცოლ-ქმარს – ნიასა და გიგას და მათ შვილს – გუგას. მე და გუგა, ალბათ, 4-5 წლიდან, შეიძლება ითქვას, ერთად გაგვზარდეს ჩვენმა მშობლებმა. ადრე, თურმე, ნია და გიგა სადღაც სხვა უბანში ცხოვრობდნენ, მაგრამ მერე ჩვენს მეზობლად იყიდეს ბინა. მას შემდეგ მხოლოდ ვიძინებდით ცალ-ცალკე, თორემ, დანარჩენ დროს სულ ერთად ვიყავით. დასასვენებლადაც კი ერთად დავდიოდით ხოლმე.

ასე ერთად გაიარა ჩემი და გუგას ბავშვობამ. მე ძალიან მიყვარდა მათთან ყოფნა, რადგან მისი მშობლები განსაკუთრებით მეფერებოდნენ და მანებივრებდნენ. სხვათა შორის, ასევე ექცეოდნენ ჩემი მშობლები გუგას.

სკოლას რომ ვამთავრებდი, ჩემი მშობლები ავარიაში დაიღუპნენ და დავრჩი მარტო. უახლოესი ნათესავები არ მყავდა, შორებლებისთვის კი მეც შორებელი ვიყავი და, ამიტომ, არავის მოუკლავს თავი ჩემზე ზრუნვით, გარდა გუგას მშობლებისა: მათ შემიფარეს, ჩამიხუტეს და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ თავი დაჩაგრულად არ მეგრძნო. სკოლა რომ დავამთავრე და სტუდენტი გავხდი, გიგა ბიძიამ დიდი პურმარილი გაშალა მაღარიჩად და ხმამაღლა გამოაცხადა, სოსო ჩემი მეორე შვილიაო. ჩემი და გუგას ძმობაც ბოლომდე შეუბღალავად გრძელდებოდა. ორივეს უკვე ცოლ-შვილი გვყავდა, ნია დეიდა რომ გარდაიცვალა სიმსივნით. ერთ წელიწადში კი გიგა ბიძიამაც დაგვტოვა. სიკვდილის წინ ორივემ დაგვლოცა და გვთხოვა, არავის და არაფრის გამო ერთმანეთისთვის არ გვეღალატა, „რადგან თქვენ პრაქტიკულად ძმები ხართო”, – ამ სიტყვებით გამოგვეთხოვა ორივე.

მათი გარდაცვალებიდან ორიოდე წლის შემდეგ კი, ერთ დღეს, გუგა ნასვამი მომადგა კარზე. შევატყვე, ძალიან აღელვებული იყო. თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ ბედავდა. მე, შეძლებისდაგვარად, დავამშვიდე და სალაპარაკოდ წავახალისე – თქვი, რა გაწუხებს, გულზე მოგეშვება-მეთქი. მან კიდევ სასმელი მოითხოვა სიმხნევისთვის და მერე ისეთი რამ მიამბო, რაც არც კი დამესიზმრებოდა.

ვისგან გაიგო და როგორ, გუგას არ უთქვამს და აღარც ჩავძიებივარ. მაგრამ, როგორც თვითონ თქვა, ძალიან სანდო წყაროდან გაიგო, რომ, თურმე ჩვენს დედებს ერთ დღეს უმშობიარიათ ერთსა და იმავე სამშობიაროში. მერე კი ერთ-ერთ მომსახურე პერსონალს შემთხვევით შეშლია და მე – ნიას შვილი, დედაჩემისთვის (ანუ, ვინც გამზარდა) მივუყვანივარ, გუგა კი ჩემს გამზრდელ დედას გაუჩენია, მაგრამ ნიასთვის მიუყვანია. ანუ, ერთი ქალის შვილი მეორეს მიუყვანა და მეორისა – პირველს. სამშობიაროდანაც ორივე დედამ ერთმანეთის შვილი წაიყვანა სახლში. დაახლოებით 4-5 წლის რომ ვიყავით, ნიას დედას საიდანღაც გაუგია, რაც მომხდარა, ჩემი გამზრდელი მშობლები უპოვია და ყველაფერი უთქვამს. ორივეს მშობლებს სიმართლის დასადგენად ჩვენი დნმ-ის ანალიზი გაუკეთებიათ, რითაც ნიას ნათქვამი დადასტურდა, მაგრამ შვილების გაცვლა ორივე მხარისთვის მორალურად შეუძლებელი აღმოჩნდა. თან, რა უნდა ეთქვათ 4-5 წლის ბავშვისთვის? ჰოდა, სწორედ ამიტომ დასახლდნენ ერთმანეთის მეზობლად და ამიტომ გვზრდიდნენ ერთად, ძმებივით.

სოსო, 36 წლის.



ქართველი კაცები ათასჯერ სჯობიან უცხოელებს

ალბათ, დაახლოებით ბოლო 15-20 წელია, თანდათან იმატა ქართველი ქალების უცხოელ მამაკაცებზე გათხოვების შემთხვევებმა (ბოლო წლებში „მოდაში” შემოსულ ზანგ სიძეებს არ ვგულისხმობ, ეს კიდევ ცალკე საუბრის თემაა). რამდენი ქართველი ქალი გაბედნიერდა ასეთი ქორწინებით, ღმერთმა იცის, მაგრამ, საზოგადოების (ძირითადად, ქალის მეგობარ-მეზობელ-ახლობლების) ერთგვარი შურით აღსავსე კომენტარები, ქილიკი და ჭორაობა დღესაც ძალაშია. მე არც ერთ უცხოელ მამაკაცს არ ვაყენებ შეურაცხყოფას, ცხადია, მათ შორისაც არიან ღირსეულები და რაინდული სულის მქონენი (თუ არ ჩავთვლით მათ ქონებას), მაგრამ, რამდენიმე უცხოელი სიძე (მეგობრების ქმრები) მეც მყავს და, გულწრფელად თუ გეტყვით, აღფრთოვანებული არც ერთით არ ვარ. უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, თამამად შემიძლია, დავამშვიდო ყველა, ვისაც შური შეეპარა გულში: არც ერთი მათგანი ყველაზე საშუალო ქართველ კაცს ნამდვილად არ სჯობია, თანაც, არც ერთი „განზომილებით”. სხვების ქმრებზე ლაპარაკით თავს არ შეგაწყენთ, საკუთარ ისტორიას გიამბობთ, უფრო სწორად, რამდენიმე ეპიზოდს ამ ისტორიიდან.

ჩემს ერთ მეგობარს ჰყავს გერმანელი ქმარი. ნახევარი წელი გერმანიაში ცხოვრობენ, ზაფხულსა და შემოდგომას კი საქართველოში ატარებენ. ჰანსს ძალიან უყვარს ცოლი, საქართველო, ქართველები და ორ წელიწადში ისე ისწავლა ქართული, ბევრ თავმომწონე ქართველზე უკეთ ლაპარაკობს. თან, ცდილობს, ქართველობა ისწავლოს (თუმცა, მაინცდამაინც, არ გამოსდის). მე მათი მეჯვარე და ბავშვის ნათლია ვარ.

ვინაიდან გათხოვილი არ გახლავართ, ჰანსმა მაჭანკლობა გადაწყვიტა (იმ მოტივით, რომ ძალიან მოვწონვარ, ვუყვარვარ და უნდა, რომ ბედნიერი ვიყო) და თავისი უფროსი მეგობრისა და პარტნიორის გარიგება გადაწყვიტა. ამაში ჩემი დაქალიც აიყოლია და, მოკლედ, ტვინი წაიღეს იმ გერმანელზე ლაპარაკით. მე ჯერ გამეცინა, მერე მათი სიტყვა ბანზე ავაგდე, რადგან მიზნად არასდროს მქონია უცხოელზე გათხოვება, მაგრამ, რომ აღარ მომეშვნენ, ვიფიქრე, მაინც ცარიელი ტაქსივით დავდივარ და გაცნობით რას ვკარგავ-მეთქი. ისიც სკაიპით დამიკავშირდა და აქ ჩამოსვლამდე თითქმის ორი თვე ვესაუბრებოდით ერთმანეთს. თქვენ წარმოიდგინეთ, ქართულად, რადგან პიტერმაც მშვენივრად იცოდა ქართული.

ჩემზე კარგა გვარიანად უფროსი იყო და, სიმართლე გითხრათ, ასაკოვან კაცზე ნამდვილად არასდროს მიოცნებია, მაგრამ, ვიფიქრე, ალბათ, ეს არის ჩემი ბედი-მეთქი და დინებას მივყევი. საუბრებიდან გამომდინარე, მასზე საკმაოდ დადებითი შთაბეჭდილება შემექმნა. თან, ჰანსმა მითხრა, გრაფების შთამომავალია, საგვარეულო სასახლე და მამული აქვს, შესაბამისად, უფულობასაც არ უჩივისო. ცოლი გარდაცვლილი ჰყოლია, შვილები კი არ შესძენიათ. რაღა დაგიმალოთ და, ცოტა გულში შემიღიტინა ამ ინფორმაციამ და უკვე ერთი სული მქონდა, როდის ჩამოვიდოდა პიტერი. ბოლოს, როგორც იქნა, ეს დღეც დადგა და ჩვენ უკვე ოფიციალურად გავიცანით ერთმანეთი. რომ გითხრათ, გადავირიე მისი გარეგნობით-მეთქი, ტყუილი იქნება, მაგრამ, ამაზეც დავხუჭე თვალი, ალბათ, უფრო იმიტომ, რომ თვითონ ვერ ფარავდა ჩემით აღტაცებას. ეს კი, მოგეხსენებათ, როგორ მოქმედებს ქალის პატივმოყვარეობაზე. თან, გამოაცხადა, საქართველო რომ გავიცანი, იმ დღიდან ვოცნებობ, ცოლად ქართველი ქალი შევირთოო. კაფეში შეხვდით ერთმანეთს, ყავა და ნამცხვარი ავიღეთ და გადახდისას, ცხადია, არც კი მიფიქრია, რომ ჩანთიდან ფული ამომეღო. შევატყვე, პიტერიც ფეხს ითრევდა (თუმცა, მაშინ ვერ მივხვდი, რატომ), მაგრამ მერე ძალიან უკმაყოფილო სახით, მაგრამ, მაინც გადაიხადა. სახლამდე რომ მაცილებდა, გზაში მითხრა, კიდევ კარგი, შემთხვევით აღმომაჩნდა ფული ჯიბეშიო. გაოცებულმა რომ შევხედე, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე მითხრა, ჩვენთან ყველა თავის დანახარჯს იხდის, თუნდაც შეყვარებულები იყვნენო. ჩვენთან კი დანახარჯს კაცები იხდიან-მეთქი. ეს არასწორია, საკუთარ თავზე ყველა და ყველაფერში თვითონ უნდა იყოს პასუხისმგებელიო, მითხრა. ამ სიტყვებზე, რომ იტყვიან, ავიცერი, მაგრამ, პირველივე პაემნის შემდეგ ვერ ვუთხარი, კარგად იყავი-მეთქი და გადავწყვიტე, შეხვედრები გამეგრძელებინა, რომ უკეთ გამეცნო. გულში იმედის მაგვარს ვიტოვებდი – იქნებ, ვცდები-მეთქი. მეორე შეხვედრა „მარიოტში” დამითქვა, თან რაღაცნაირად მიმახვედრა, რომ ფული მქონოდა თან. რადგან დიდი თანხის საშუალება არ მქონდა, ამიტომ რესტორანში ჩემთვის მხოლოდ ყავა შევუკვეთე, პიტერმა კი ნაირ-ნაირი დელიკატესი მიირთვა. ამჯერად, ჩემი ყავის ფული მე გადავიხადე. რამდენიმე დღის შემდეგ ჩემი დაქალისა და ჰანსის შვილის დაბადების დღე იყო და, ცხადია, ორივე დაგვპატიჟეს. მე ბავშვს საჩუქარი ვუყიდე და პიტერს მერე შევხვდი, რომ ერთად წავსულიყავით. გზაში მკითხა, მეც უნდა ვუყიდო საჩუქარი თუ ეგ ორივეს სახელით უყიდეო. გავბრაზდი და ვუთხარი, ყველა თვითონ უნდა იყოს თავის ხარჯზე პასუხისმგებელი-მეთქი. არაფერი უპასუხია, მაგრამ, არც საჩუქარი იყიდა. მეგონა, რაღაცით მაინც გამოასწორებს თავის საქციელს და ტაქსის გააჩერებს-მეთქი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ. ნახევარი საათი ველოდეთ მარშრუტკას და იქაც ჩვენ-ჩვენი გადავიხადეთ. რომ მივედით და სუფრას შემოვუსხედით, იმ წუთიდან წამოსვლამდე, ხმა არ ამოუღია, რომ დაიწყო ჭამა, მთელი სუფრა გააჩანაგა. ჰანსიც კი გაოგნებული უყურებდა. ერთი თვის შემდეგ კი პიტერის დაბადების დღე იყო და ყველა დაგვპატიჟა, მაგრამ მხოლოდ ყავა და მინიმარკეტში ნაყიდი ყველაზე იაფიანი რულეტი ჰქონდა სუფრაზე. მე უკვე ვისადილეო – გამოგვიცხადა. მსგავსი და ცოტა კიდევ უფრო მიუღებელ-აღმაშფოთებელი ნიუანსები კიდევ იყო, თუმცა, თან სულ იმას მეუბნებოდა, საქორწინო მოგზაურობაში ჩემს ქვეყანაში უნდა წაგიყვანოო. მისი საქციელი თანდათან ისე ამომივიდა ყელში, რომ, ერთ დღესაც, ყოველგვარი ცერემონიების გარეშე ვუთხარი, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი მამაკაცი ხარ და სულ კარგად ბრძანდებოდე-მეთქი. გაოცებული დარჩა ჩემი ბებერი და ძუნწი კავალერი, მაგრამ, ახსნა-განმარტება აღარ დამიწყია. სხვათა შორის, რაც ის მოვიშორე, ისევ ადამიანად ვიგრძენი თავი. არც მის გრაფობაზე დამწყვეტია გული და არც მის, ალბათ, მიწაში ჩამარხულ ქონებაზე, გულწრფელად გეუბნებით.

ნათია, 32 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი

წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3