კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შეჰფიცა დათო მესხიშვილს მეუღლემ და რა დანაკლისი აუნაზღაურა მას ანი მაღლაკელიძემ

სულ რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთი ლამაზი ოჯახი შეიქმნა. მართალია, ამის შესახებ ჯერ ბევრისთვის არ არის ცნობილი, რადგან ინტერვიუებს თავს არიდებენ, მაგრამ წყვილი შეხვედრაზე დაგვთანხმდა და მათი ერთობლივი პირველი ინტერვიუც ჩაიწერა. ანი მაღლაკელიძემ და დათო მესხიშვილმა ერთად ცხოვრება ხუთთვიანი ურთიერთობის შემდეგ გადაწყვიტეს და 11 მარტს ოჯახი შექმნეს კიდეც. მათ ბევრი რამ აერთიანებთ, როგორც პიროვნულად ასევე პროფესიული თვალსაზრისით. ამ ყველაფრის შესახებ კი ინფორმაციას ინტერვიუდან შეიტყობთ.

– როდის დაიწყო თქვენი ურთიერთობა?

ანი: ჩვენი ურთიერთობა რადიოში დაიწყო. ღვედების თემა გვქონდა და დათო სტუმრად მოვიწვიეთ. მაშინ გავიცანით ერთმანეთი.

დათო: სხვათა შორის, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მანამდე ნაკლებად მყავდა შემჩნეული. ანი საინფორმაციო გამოშვებებს არ უყურებდა და შესაბამისად, არც მე მიცნობდა.

– მას შემდეგ, რაც ერთმანეთი გაიცანით, რა მოხდა?

– მერე ერთმანეთს შევხვდით და დავმეგობრდით...

ანი: ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა.

– რამდენი თვის წინ გაიცანით ერთმანეთი?

– ეს იყო ოქტომბრის ბოლოს.

– ანუ, ღვედების თემა თქვენთვის იღბლიანი აღმოჩნდა.

– ღვედებმა დაგვაკავშირა.

დათო: ღვედებით დავაბი (იცინის).

– პირველი შეხვედრისას, თუ წარმოიდგენდით, რომ ყველაფერი ასე დამთავრდებოდა?

– თავიდანვე იმის შეგრძნება მართლა მქონდა, რომ რაღაც გრძნობა აუცილებლად გამიჩნდებოდა და ასეც მოხდა. ჩემთვის ინტელექტია მთავარი, ცარიელი გოგონები არ მიყვარს.

– ანი, საკმაოდ სერიოზული და გაწონასწორებული ადამიანი ხარ. როგორ მიიღეთ ერთად ცხოვრების გადაწყვეტილება?

ანი: ერთმანეთი ძალიან შეგვიყვარდა და ჩავთვალე, რომ ასეთი სიყვარული ცხოვრებაში ხშირად არ მოდის – თავს ერთად კარგად ვგრძნობდით. ღმერთმა ქნას, სიყვარული, რომელიც ახლა გვაქვს, მთელი ცხოვრება გაგრძელდეს.

– დათო, ანის პროფესია მოგწონს?

დათო: ძალიან მომწონს. ნამდვილად კარგი წამყვანია. რაღაც თემებს ერთად გავდივართ. მეც ვაძლევ რჩევებს და ანიც – ჩემი გადაცემის შესახებ.

ანი: ერთმანეთის აზრს ვიზიარებთ, ვუსმენთ ერთმანეთს და სუბიექტურები არ ვართ.

დათო: როცა სუბიექტურ შენიშვნას აძლევ ადამიანს, მაშინ ის არ გიყვარს. ჩვენ კი ისეთი ურთიერთობა გვაქვს, შეგვიძლია, ერთმანეთს ობიექტურად ვუთხრათ რა მოგვწონს ერთმანეთის და რა – არა.

ანი: ჩემი ბილბორდის გვერდით, შენი რომ დაკიდე, ისიც თქვი.

დათო: მე არ დამიკიდია, ასე მოხდა. ანის ბილბორდი ერთ მხარეს არის და მეორე მხარეს ჩემი დაკიდეს.

– ანის სამუშაო დღე ძალიან ადრე იწყება, რადგან დილის ეთერში მუშაობს. ეს დისკომფორტს არ გიქმნის?

– რა თქმა უნდა, ამაში გარკვეული დისკომფორტი არის, მაგრამ ამის შეგუება მომიწევს.

ანი: მეხმარება კიდეც, რომ არ დამაგვიანდეს რადიოში წასვლა და არ ჩამეძინოს.

– რა სიურპრიზებს უკეთებდით ერთმანეთს?

– ძალიან მომეწონა დათოს სიურპრიზი, როცა „დღის შოუს” ეთერიდან ამიხსნა სიყვარული. ეს ძალიან ლამაზი სიურპრიზი იყო და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ვფიქრობ, ასეთი რამ ყველა გოგოს ძალიან მოეწონებოდა. ჩვენს ურთიერთობაში ბევრი კარგი და ლამაზი სიურპრიზია.

დათო: რაც წლების განმავლობაში მაკლდა – თეატრი, კინო და ასე შემდეგ, ამ სფეროში კარგად გათვითცნობიერებული არ ვიყავი, დღეს ანისთან ურთიერთობით ამ განათლებას ვიღებ. ისე მივეჩვიე და ჩავერთე ამ საქმეში, რომ უკვე თვითონ ვარ კინოში ან თეატრში წასვლის ინიციატორი. სხვათა შორის, როცა ამის ხასიათზე არ არის, ძალით მიმყავს. ამ ყველაფერში ასე რომ ჩავერთე, ეს ანის დამსახურებაა, რისთვისაც გულწრფელად დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა.

– ყველაზე მეტად რა მოგწონთ ერთმანეთში?

– ფიზიკურად რომ მომწონს, ამაზე აღარ არის ლაპარაკი საჭირო. მომწონს ანის ინტელექტი. მასთან საუბარი საინტერესოა და არა – მოსაწყენი. ანი არის გოგო, რომლისგანაც რჩევის მიღება, ჟარგონს ვიხმარ და სულაც არ „ტეხავს“. ძალიან მეხმარება თავისი რჩევით, რომელზეც მერე აღარ ვფიქრობ, სწორად მირჩია თუ არა. ეს მომწონს ძალიან. სხვათა შორის, მომწონს ეთერშიც, რადგან ძალიან ხალასი და სუფთა ადამიანია. არასდროს არის ყალბი – როცა იცინის მართლა უხარია, როცა არ უხარია, არ იცინის. მეც ყოველთვის ვცდილობ, ინტერვიუს დროს ვიყო ისეთი, როგორიც ვარ, რადგან ხალხის დიდი ნაწილი მაინც ხვდება როცა თამაშობ.

ანი: დათო ძალიან თბილი და ყურადღებიანი ადამიანია. ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში, სულ ცდილობდა ბევრი რამით გავეხარებინე. მახსოვს, პირველად რომ გავიცანი, ძალიან მომეწონა როგორ აზროვნებდა. მიმაჩნია, რომ ჭკვიანი და გონიერი ბიჭია. თუ არის რაიმე საკითხი, რომელშიც ვერ ერკვევა, მეორე დღესვე შეისწავლის, ანუ სწრაფად ითვისებს ყველაფერს. როცა შენს გვერდით, ცხოვრების მეგზურად ასეთი ადამიანი აღმოჩნდება, დიდი ბედნიერებაა. დათოს ძალიან ვენდობი და მის გვერდით ცხოვრების არ მეშინია. რაც არ უნდა მოხდეს, რა პრობლემაც არ უნდა გვქონდეს და ეს ყველა ოჯახში მოსალოდნელია, მჯერა რომ ერთად დავძლევთ და გადავიტანთ. ამას ემოციური თვალსაზრისით ან სიყვარულიდან გამომდინარე კი არ გეუბნები, ნამდვილად ასე ვხედავ ამ ადამიანს. ჩვენ ერთმანეთს ერთგულება შევფიცეთ.

დათო: ხშირად მსაყვედურობს, რომ ჩაკეტილი ვარ და არაფერს ვუყვები, მაგრამ საკუთარ თავში აღმოვაჩინე, რომ ეს ასე სულაც არ არის. ანის ძალიან ბევრ რამეს ვუყვები, სავარაუდოდ, ყველაფერს. რაღაც მომენტებში, თავი იმაშიც დავიჭირე, რომ მას ისეთ რამეს ვუყვებოდი, რაც საერთოდ, არ უნდა მომეყოლა. ამას გულწრფელად ვამბობ.

– ერთმანეთს რას უსურვებთ?

ანი: მე ვისურვებდი, რომ ჩვენს ურთიერთობაში რამე არ გაჩნდეს...

დათო: ბავშვის გარდა, რა თქმა უნდა. თავისთავად, მინდა, ჩვენს ურთიერთობაში ცუდი არაფერი გაჩნდეს. გონიერები ვართ და ამის პრევენციას ყოველთვის შევძლებთ.

ანი: გვაქვს გარკვეული გამოცდილება და ვარდისფერი სათვალით არ მოვსულვართ. ბევრი ტკივილიც გაგვივლია და რთული პერიოდიც გვქონია პირადში. კარგი იქნება, ერთად ბედნიერები ვიყოთ და გული კიდევ არ გვეტკინოს ცხოვრებაში. ეს ძალიან რთულია. ღმერთმა ქნას, კარგად ვიყოთ, ღმერთმა გადმოგვხედოს და გააძლიეროს ჩვენი სიყვარული.

დათო: მართლა ძალიან კარგი და საინტერესო ადამიანის გვერდით ვარ. შეიძლება, ადამიანი იყოს ჭკვიანი, ინტელექტუალური, მაგრამ არ იყოს საინტერესო. ანიში ეს ყველაფერი იმდენად ლამაზად არის თავმოყრილი, რომ ძალიან საინტერესოა. მაგალითად, მასთან ერთი სიამოვნებაა კინოზე ლაპარაკი. შეიძლება ადრე, ზოგადად, ძალიან თბილი არ ვიყავი, მაგრამ დღეს არ მენანება სითბოს გაცემა, მით უმეტეს ანისთვის.


скачать dle 11.3