კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (52)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

ტანია მარიას მეოთხე თბილისური კონცერტი

არ ვიცი, თქვენ როგორ, მაგრამ პირველი, ყველაზე მასშტაბური ხმის ჩამწერი სტუდიის გახსნამ, ქართული მუსიკალური ინდუსტრიის აღორძინების ოცნება რეალურ იმედად აქცია. ზაზა შენგელიას და მისი პარტნიორების მიერ „თიბისი თივის“ ბაზაზე შექმნილი „ბრავო რეკორდსი” 16 მარტს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. გახსნას, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ნიკა რურუა და თბილისის მერი – გიგი უგულავა, მეუღლესთან ერთად, ესწრებოდნენ. „ბრავო რეკორდსის” გახსნაზე საპატიო სტუმრად, თბილისზე შეყვარებული, ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი, სამბას დედოფალი – ტანია მარია იყო. „მეტეხი პალასში” გამართულ პრესკონფერენციაზე ბევრი ვისაუბრეთ, თუ რა მნიშვნელოვანია ამ დონის ხმის ჩამწერი სტუდიის გახსნა ქართულ რეალობაში. პირველი სიმღერა „ბრავოში” სწორედ ტანია მარიამ ჩაწერა. ხელმძღვანელობა კი იმედოვნებს, რომ არაერთი უცხოელი ვარსკვლავი ისარგებლებს „ბრავო რეკორდსის” მომსახურებით, მიიღებს ზუსტად ისეთ ხარისხს, როგორსაც პირველი კლასის ევროპულ სტუდიებში და თან, შედარებაც რომ არ შეიძლება, იმდენად იაფად. კითხვაზე, მოითხოვს თუ არა ეს ყველაფერი მუსიკალურ ტელევიზიას, ბატონმა ზაზამ გვიპასუხა, რომ აუცილებლად, მაგრამ, დაახლოებით, 3-4 წელიწადში, – „შენება ქვემოდან უნდა დავიწყოთ, სანამ არ იქნება მუსიკალური ინდუსტრია სათანადოდ განვითარებული, ტელევიზიის შექმნას აზრი არ აქვს. ამაზე, ჩემს მეგობრებთან ერთად, უკვე ვფიქრობ და სადღაც, 3-4 წელიწადში, აუცილებლად გავაკეთებთ”.

პრესკონფერენციის ბოლოს, ზაზა შენგელიამ მხატვარ ზალიკო სულაკაურის მიერ მომზადებული სიურპრიზი გაახმაურა. ზალიკომ ტანია მარიას ორიგინალურად შესრულებული კარიკატურა გადასცა. ამან ისე იმოქმედა ბრაზილიელ მომღერალზე, რომ როგორც ნახატს, ისე ზალიკოსაც, კოცნა დაუწყო. მეორე საღამოს კი, რვა საათზე ტანია მარიას მოსასმენად ფილარმონიაში შევიკრიბეთ. ღონისძიების სპონსორები იყვნენ „სოსიეტე ჟენერალი”, „ეფესი”, „შატო მუხრანი”, „რედიქსი”, „კვარციტი”, „მადნეული” და სხვა. წინა დღით ტანია მარიამ ძალიან ბევრი ისაუბრა ქართველი მაყურებლის მაღალ ტემპერამენტსა და ემოციურობაზე, იმ სიყვარულსა და ენერგიაზე, რომელსაც კონცერტიდან მაყურებელიც და მომღერალიც ერთნაირად იღებს. მაგრამ მეორე დღის კონცერტმა მისი იმედები აშკარად გააცრუა. ყველაფერი კარგად დაიწყო, მაგრამ მერე მაყურებელმა რაღაც „პოზა” მოირგო, რომლიდანაც ბრაზილიურმა ტემპერამენტმაც კი ვერ გამოიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში მსხდომებმა ყველა ჰიტი ზეპირად იცოდნენ, მაინც მდუმარედ, გაუნძრევლად ისხდნენ სკამებზე. ნაწყენმა მომღერალმა სცენა დატოვა და ზუსტად ამ დროს ახმაურდა მაყურებელი. ბისის და ბრავოს ძახილით მომღერალი სცენაზე დააბრუნეს, თუმცა, მხოლოდ ცოტა ხნით. რას უნდა დავაბრალოთ მეოთხე კონცერტზე ასეთი სიცივე, არ ვიცი, მაგრამ ყველაზე ემოციურ, ტემპერამენტიან და „გადარეულ” ხალხს, რომ უამრავი და ძალიან ღრმა კომპლექსი გვაქვს ამაში, ალბათ, ყველა დამეთანხმება.


скачать dle 11.3