კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტურისტული ცნობარის პრეზენტაცია

2011 წლის 16 მარტს „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა „საქართველოს ტურისტული ცნობარი 2011-2012-ის“ პრეზენტაცია. მოწვეულნი იყვნენ პროექტში მონაწილე ორგანიზაციების, საელჩოების, სამინისტროებისა და ბიზნესსფეროს წარმომადგენლები. პროექტი, რომელიც უშუალოდ ეხება და ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას საქართველოში, ტურისტულ გამომცემლობა FISKA-ს მიერ იქნა ორგანიზებული. პროექტის მთავარი სპონსორია საქართველოსა და თურქეთის კულტურისა და განათლების ფონდის პრეზიდენტი, ბიზნესმენი ისმედ აჯარი. „საქართველოს ტურისტული ცნობარი 2011-2012 „გავრცელდება კავკასიის რეგიონის ქვეყნებში, თურქეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელისა და ევროპის რიგ ქვეყნებში. საქართველოს ტურისტული ცნობარის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა პროექტის ხელმძღვანელი და სულისჩამდგმელი, ბატონი საიფულაჰ კლიჩი და თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრის, „იკაროსის” ხელმძღვანელი, ბატონი მათე ტაკიძე. მათ აღნიშნეს, რომ უმოკლეს დროში ამ ადამიანებმა შეძლეს და მოახერხეს უზარმაზარი ინფორმაციის თავმოყრა, დამუშავება და ტურისტებისთვის საქართველოს პროფესიული ცნობარი შექმნეს, რომელიც სახელწოდებას სრულიად ამართლებს. წიგნში დეტალურადაა აღწერილი საქართველოს ყველა კუთხე თავისი ღირსშესანიშნაობებით, კულტურითა და ყველა იმ აუცილებელი ინფორმაციით, რომელიც შეიძლება, არა მარტო ტურისტს, არამედ ნებისმიერ ჩვენთაგანს დაეხმაროს საქართველოში გზის გასაკვლევად.


скачать dle 11.3