კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ „გაცოცხლდა“ მეცხრე სართულიდან გადმომხტარი ლუკა ყარმაზანაშვილი

სულ რაღაც სამი კვირაა, რაც „ნიჭიერი” დაიწყო და, უნდა ვაღიაროთ, რომ აშკარად გამორჩეულად ნიჭიერი ბავშვები ყველაზე მეტად ახერხებენ ჟიურის წევრების გაოცებას. პატარა ლუკა ყარმაზანაშვილი ისე გავიდა სცენაზე, რომ მისგან მხოლოდ დაჭყანვას ელოდნენ, მაგრამ, მან იმდენად მრავალმხრივი ნიჭი გამოავლინა, რომ დაჭყანვა მხოლოდ საჭირო მარილი იყო გემრიელი კერძისთვის.

ლუკა ყარმაზანაშვილი: მე ვარ ლუკა, 11 წლის, ვცხოვრობ თემქაზე და იქვე, 162-ე სკოლაში დავდივარ. მართალია, ცელქი ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვსწავლობ. მიყვარს გართობა, უფრო მეტად – კომპიუტერთან. ძალიან მიყვარს „ქაუნთერი”, „ჯეტია”, ჩხუბები და ომები. ეზოში ძალიან იშვიათად ჩავდივარ – ფეხბურთზეც დავდივარ და ეზოში ხშირად ჩასვლას ვეღარ ვასწრებ. ბიჭები ეზოში ფეხბურთს თამაშობენ, მე კი ისედაც სულ ვთამაშობ.

– დიდი ხანია, რაც შენში განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩინეს?

– სულ პატარა რომ ვიყავი, მიყვარდა ხოლმე დაჭყანვები – სხვადასხვა ცხოველს ვემსგავსებოდი და დედაჩემი სულ მიშლიდა და მეჩხუბებოდა – ნუ აკეთებ ეგრე, მაინც არაფერი გამოგივაო. მაგრამ დედას არ დავუჯერე, შევედი ინტერნეტში და ჩავწერე იქ ჩემი მონაცემები. დავწერე, რომ მე, ლუკა ყარმაზანაშვილი ვარ, 11 წლის. მერე, უკვე რომ დარეკეს „ნიჭიერიდან”, დედამ ვერაფერი ქნა, ადგა და წამიყვანა.

– რატომ გიშლიდნენ, ალბათ, სახლში სულ ასე ცელქობ და იმიტომ.

– კი, სულ ვიჭყანები, ვხუმრობ, ვმღერი. სულ ვხმაურობ და ძალიან ვღლი ყველას. დედა ამბობს ხოლმე, სულ მაიმუნს ან ვირს როგორ უნდა ჰგავდეო. ისე, მარტო ცხოველების კი არა, ადამიანების პაროდიასაც ვაკეთებ. სულ პატარა რომ ვიყავი, „პუტინს“ მეძახდნენ ხოლმე. რუსეთში დავიბადე და, რომ ჩამოვედი, პუტინს ვგავდი. ისე, რუსი არავინ მყავს, მაგრამ ახლაც რუსს მამსგავსებენ. დედა მეუბნება, რუსს კი არა, ძირძველ ქართველს გავხარო. პუტინს არა, მაგრამ შევარდნაძეს ვბაძავდი. ისე, მაინცდამაინც არ არის საჭირო, ცნობილი იყოს, შეიძლება, უცებ ვიღაცა დავინახო, მომეწონოს როგორ ლაპარაკობს და უცებ მივბაძო. მიყვარს საშიში კინოების ყურება და მერე ვიღაცეების შეშინება. ერთხელ სოფელში ისეთ სახეებს ვიღებდი, მეზობელმა თქვა, მთელი ღამე ვერ დავიძინე, სულ შენ მელანდებოდიო. ერთხელ ჩემი მეგობარი გავაშაყირე, ვუთხარი მეცხრე სართულიდან გადმოვვარდი – მოვკვდი და ისევ გავცოცხლდი-მეთქი. ისე ვუყვებოდი, დაიჯერა.

– მაგრამ, დაჭყანვისა და პაროდიის გარდა, უამრავი სხვა ნიჭიც გაქვს.

– ყველაფერი ჩემით გავაკეთე. არც სიმღერაზე დავდივარ, არც ცეკვაზე. სულ მეუბნებოდნენ, კარგი ხმა გაქვს და გადი „ნიჭიერშიო”, მარტო დედას არ უნდოდა. რომ მითხრეს, მოდიო, ავდექი და მოვამზადე ნომერი. ჩემი ძმა მღერის ჯგუფში „შატალო”, ადრე „ევროვიზიის“ შესარჩევ კონკურზეც იყო გასული და ეს სიმღერა ჰქონდა გატანილი. მე ძალიან მომწონდა ეს სიმღერა, დავიზეპირე და მასზე დავდგი ჩემი ნომერი. მთელი ნომერი მარტო დავდგი: ვრთავდი ცენტრს, ვმღეროდი და ვცეკვავდი, პლასტიკაც ძალიან დამეხმარა. მარტო ეგ კი არა, ტანით ბევრი რაღაცის გაკეთება შემიძლია. ბიდბოქსიც თვითონ ვისწავლე – კომპიუტერში ერთ ბიდბოქსერს, პუპუს ვუყურე და თვითონ „დავამუღამე”.

– სკოლაში გახდი პოპულარული?

– კი, ძალიან. სხვათა შორის, ვანო ჯავახიშვილსაც ეს სკოლა აქვს დამთავრებული და მეუბნებიან, შენც იმის გზაზე მიდიხარო. „ნიჭიერი” რომ იყო, მეორე დღეს დირექტორი დამხვდა და მანდატურებს აჩვენა ჩემი თავი. ყველამ მომილოცა და მითხრეს, მაგარი ბიჭი ხარო. თანაკლასელები სულ დამდევენ, ზოგიერთი იმასაც მეუბნება, ავტოგრაფი დაგვიწერეო.

– გოგოები, ალბათ, სულ გადარიე.

– ჰო, „ადნაკლასნიკებში” ადგილი აღარ მაქვს (იცინის). ყველა მიმატებს მეგობრებში. შეყვარებული არ მყავს, გოგოებისთვის არ მცალია, ჩურჩუტები არიან. კიდევ ბევრი რაღაც მიყვარს: ჩხირკედელა ვარ, ყველაფერი გამომდის და „პატარა გამომგონებელს“ მეძახიან. სულ არაფრისგან შემიძლია, რაღაცეები გავაკეთო. ბევრ რაღაცას ვაწყობ, გაფუჭებული მანქანისგან თვითმფრინავიც ამიწყვია. მოკლედ, გოგოებისთვის და ასეთი რაღაცეებისთვის არ მცალია. თან, სახლში ძალიან ბევრს ვვარჯიშობ, ვმეცადინეობ. არასდროს ვაგვიანებ სკოლაში – სულ ვნერვიულობ ამაზე. ძალიან მიყვარს: ქართული ენა, მათემატიკა, ისტორია. წიგნების კითხვა მიყვარს, წაკითხული მაქვს „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” და ძალიან ბევრი ვიცინე.

– ჟიურის წევრებიდან ყველაზე მეტად რომელი მოგეწონა?

– ყველა. გეგა სერიოზულია, სოფო სულ იცინის, ვანო კიდევ, სულ ხუმრობს. რომ გამოვედი, მივხვდი ამდენს არ ელოდნენ. არადა, საერთოდ არ ვნერვიულობდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგად გავაკეთებდი ყველაფერს. კულისებშიც კი ყველას „ვაჯავრებდი”, ვერთობოდი. შემდეგ გამოსვლაზეც არ ვნერვიულობ, ვიცი, რომ ამაზე უკეთეს ნომერს გავაკეთებ. რაღაცეებს სულ ვეძებ კომპიუტერში, ვაკეთებ, მაგრამ ჯერ არ ვამხელ, ჩემმა მეგობრებმაც კი არ იციან. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ჩემსავით გიჟები. ისე, ახლა „ნიჭიერში” რომ გავედი, გამარჯვება არ მინდოდა, უბრალოდ, მინდოდა პოპულარული გავმხდარიყავი. კარგია, ხალხი რომ გაგიცნობს.

– და ახლა ეს გსიამოვნებს?

– უკვე აღარ, დავიღალე. სულ რაღაცეებს მთხოვენ: აბა, დაიჯღანე, აბა, ეს გააკეთე, აბა, ძვლები ამოწიე. მაგრამ, არ ვაკეთებ. მინდა, რომ სიურპრიზი გავუკეთო, „ნიჭიერში” რომ გავალ, იქ ნახონ, რა შემიძლია. ახლა რომ გავაკეთო, აღარ დააინტერესებთ.

– მშობლებს ხშირად აბრაზებ?

– კი. სულ ვხმაურობ, ვმღერი და იღლებიან. ჩართული მაქვს ხოლმე კომპიუტერი, ცენტრი, ყველაფერი ხმაურობს და გიჟებს ჰგვანან. თან, სახლში სულ ჩემი კოლექციებია გამოფენილი: მაქვს მოდელების, თვითმფრინავების კოლექციები. კიდევ, სულ რაღაცას ვაწყობ და ვიგონებ.

– რა გინდა, რომ გამოხვიდე?

– არ ვიცი, ყველაფერი გამომდის, ბევრი რაღაც მიყვარს და ვერ გადამიწყვეტია. ყველაზე ძალიან მაინც ხუმრობა მიყვარს და მინდა, რომ „კომედი შოუში” ან სადმე ეგეთ ადგილზე ვიხუმრო. თან, მანდ ბევრი კარგადაც მღერის და სიმღერა მეც შემიძლია. მშობლები მეუბნებიან, გამომგონებელი გამოდიო. აინშტაინიც პატარა იყო, რაღაცეები რომ მოიგონა და მეც ვიგონებ რაღაცეებს. მაგალითად, გამოვიგონე პულტიანი მაგნიტური მანქანა და „ვერტალიოტი”, სულ მარტომ. ძალიან მაგრად მუშაობს და, თან, არავინ მომხმარებია. ყოველთვის მარტო ვაკეთებ ხოლმე ყველაფერს, ის კი არა უკვე სახლში მთხოვენ ხოლმე, რაღაცეები გაგვიკეთეო.


скачать dle 11.3