კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოლდოვური კრეატივი

სასიამოვნო და სასარგებლო

არა იმიტომ, რომ „ქვეყანა ინგრეოდა და ტურა ქორწილს შვებოდაო“, ოფიციალური ვერსიით, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, მოლდოვამ იაპონიას წითელი ღვინო გაუგზავნა (სხვათა შორის, ესეც, ჩვენი არ იყოს, ის ღვინოა, რუსეთის მთავარმა სანიტარმა, ამხანაგმა ონიშენკომ რომ დაიწუნა). უფრო ზუსტად, დაზარალებულებს მოლდოვადან უახლოეს მომავალში გაუგზავნიან წითელი ღვინით დატვირთულ ორ კონტეინერს. მოლდოვის მეღვინეების გილდიის წევრები ამტკიცებენ, რომ წითელი ღვინის დალევა იაპონიის იმ რეგიონებში, სადაც რადიაციაა მომატებული, ადამიანებს პროფილაქტიკის მიზნით შეუძლიათ. უფრო მეტიც, მოლდოველმა მეღვინეებმა ღვინოს ინსტრუქციაც მიაყოლეს: მცირე დოზებით, დღე-ღამეში 150-200 მილილიტრი უნდა მიირთვათო.

მეორე მხრივ, რაკი წითელი ღვინისა და რადიაციის არსიყვარულის ამბავი ცნობილია, სავსებით ბუნებრივია, რომ იაპონიაში წითელ ღვინოზე მოთხოვნა გაზრდილია (არა მხოლოდ იაპონიაში, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთშიცო. თუმცა ისიცაა, რომ რუსეთში ღვინისადმი, განურჩევლად ფერისა, ინტერესი მუდმივი და მარადიულია).

ბუნებრივია, რთული სათქმელია, გაანეიტრალებს თუ არა მოლდოვური წითელი ღვინო იაპონურ რადიაციას ან შეასრულებს თუ არა სარეკლამო კამპანიის როლს მოლდოველ მეღვინეთა ჰუმანიტარული აქცია, მაგრამ, ფაქტია, რომ ქართველი მეღვინეებისგან განსხვავებით, მოლდოვაში გაცილებით კრეატიული და პრაქტიკული იდეებით გამოირჩევიან და სასარგებლოსა და სახეიროს ერთმანეთთან შეთავსებას წარმატებით ახერხებენ (მაგალითად, სახელდობრ, ჩვენ ამ რადიაციულ ადგილას მაშველების გაგზავნა მოვიფიქრეთ).


скачать dle 11.3