კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველგან, სადაც ტურისტია

ანუ „თავ კონტროლი გაუწიეთ“

რაკი საქართველოს მსოფლიოს ტურისტულ ჭიპად ქცევის იდეა კვლავაც ძალაშია, მეტიც, არა მხოლოდ ძალაშია, პროექტი პროექტზეც ხორციელდება (და მერე რა, რომ ტურისტთცვენა, მაინცდამაინც, არ შეიმჩნევა, კაცი ხომ იმედით ცოცხლობს?!). სავარაუდოდ, სწორედ ამ მოტივებზე ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთი ნოვაცია იგეგმება. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, პირველი მაისიდან აჭარის პერიმეტრს ტურისტული სამაშველო სერვისის თანამშრომლები გააკონტროლებენ. მეორე მხრივ, ეს ნოვაცია მთლად ქართულ ფესვებზეც არ აღმოცენებულა (ან კი როგორ აღმოცენდებოდა, როდესაც ტურისტულ ინდუსტრიაში ახლახან შევაბიჯეთ?!). როგორც გვაუწყებენ, ეს იქნება მსოფლიოში აპრობირებული ტურისტული პოლიციის იდენტური ქართული სამსახური. მისი მიზანი კი, არც მეტი, არც ნაკლები, ტურისტების კომფორტზე ზრუნვაა.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა, სახელდობრ, რა იგულისხმება „ტურისტების კომფორტში“, მაგრამ, სამაგიეროდ, უკვე ვიცით, რომ ისინი იმუშავებენ ყველგან, სადაც კი უცხოელი ვიზიტორები არიან; უფრო ზუსტად, იქნებიან.

მეორე მხრივ, რაკი აშკარად მივეძალეთ ადგილობრივ თუ უცხოელ მოქალაქეთა კომფორტისთვის ძალოვანი უზრუნველყოფის ტენდენციას (სკოლებში – მანდატურები, პლაჟებზე – ტურისტული პოლიცია), სავარაუდოდ, არც სახლებში გვაწყენდა ერთი-ორი ფორმიანი, რომ „თავ კონტროლი“ მოფარებულ ადგილებშიც კი ჩვენს ძალოვანთა მზრუნველი მეთვალყურეობით გაგვეწია.


скачать dle 11.3