კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებს ერთმანეთთან რადიო „არ დაიდარდოს“ მუსიკალურ წამყვანებს – თაკოს და ბეგის და რას გეგმავენ ისინი უახლოეს მომავალში



დაარსების დღიდან, რადიო „არ დაიდარდო“ პირველობას არავის უთმობს და უკვე მეექვსე წელია, ლიდერის პოზიცია უკავია. „არ დაიდარდომ“ ახალი სეზონი განახლებული და ახალი გადაცემებით დაიწყო. რამდენიმე რუბრიკა და ვიქტორინა სულ მალე გავა ეთერში, ასევე განახლდა გადაცემები „ალავერდი“ და „მხიარული რომანი“, გრძელდება „ქართული ტალღა 2009“, რომელიც „არ დაიდარდოსა“ და „ფორტუნა რეკორდსის“ ერთობლივი პროექტია და ყველა დამწყები თუ ცნობილი მომღერლისთვის არის განკუთვნილი. მათ საშუალება ეძლევათ, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. შეუძლიათ, მოიტანონ სიმღერის დემო-ვერსია, რის მიხედვითაც ყოველთვიურად გამოვლინდება გამარჯვებული, რომლის სიმღერაც ჩაიწერება „ფორტუნა რეკორდსში“ და ინტენსიურად გავა „არ დაიდარდოს“ ეთერში. ასე რომ, უდარდელი ტალღა თავის მსმენელს ბევრ საინტერესოს უმზადებს.

ამჯერად ჩვენი სტუმრები რადიო „არ დაიდარდოს“ მუსიკალური წამყვანები თაკო და ბეგი არიან, რომლებიც, ასევე, უძღვებიან გადაცემას „მხიარული რომანი.“



თაკო: ჩემი და ბეგის ერთობლივმა გადაცემამ „მხიარული რომანი“ „არ დაიდარდოს“ ტალღაზე სტარტი ივლისში აიღო, რომელიც ყოველ ოთხშაბათს 19-დან 22 საათამდე გადის ეთერში. გადაცემა ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზეა აგებული და თემა ყოველი გადაცემის დროს იცვლება. მთელი კვირის განმავლობაში მსმენელები გზავნიან მოთხოვნას ამა თუ იმ თემის შესახებ, რომელსაც ჩვენ ვითვალისწინებთ. ვითვალისწინებთ იმიტომ, რომ მთელი გადაცემა მათზეა გათვლილი. „მხიარული რომანის“ მსვლელობის დროს გვაქვს ასევე სხვადასხვა სიმღერის პრემიერა, გვყავს სტუმრები. ცნობილი ადამიანები გამოთქვამენ საკუთარ აზრს თემასთან დაკავშირებით.

ბეგი: გვაქვს სხვადასხვა რუბრიკა, მაგალითად, „სიყვარულის ახსნა“. გადაცემის მსვლელობის პროცესში სხვადასხვა ენაზე ვხსნით სიყვარულს.

– მაგალითად?

– „სარა ბარა ბზია უზბოიტ“ – აფხაზურად ნიშნავს – „მე შენ მიყვარხარ“, ხოლო „ვატაკუში“ – იაპონურად. ასევე, გვაქვს ერთი რუბრიკა, სადაც ქალი და მამაკაცი ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი გირჩევნია, იყო, ანუ ქალობა ჯობია თუ კაცობა. მე ვასახელებ სამ მიზეზს თუ რატომ ჯობია კაცობა ქალობას, თაკო კი პირიქით.

თაკო: მაინც ჩემი გამარჯვებით მთავრდება ეს რუბრიკა.

ბეგი: გადაცემის ბოლო საათში ხდება შერიგება. ერთმანეთისთვის ნაცნობი, მაგრამ ჩვენთვის უცნობი ადამიანები გვიგზავნიან ტელეფონის ნომრებს და ისე ვუკავშირდებით. შეიძლება, საერთოდ მესამე პირმა დაგვირეკოს, რომელსაც მისი ახლობლების შერიგება სურს.

თაკო: თითქმის ყოველი გადაცემის ბოლოს ვარიგებთ ნაჩხუბარ წყვილებს. წინა გადაცემაზე, მაგალითად, ორი წყვილი შევარიგეთ. გვაქვს პრიზებიც. შერიგებულ წყვილს ვეპატიჟებით კაფეში, კინოში ან სხვაგან.

– ყოფილა შემთხვევა, რომ არ შერიგებულიყვნენ?

ბეგი: იშვიათად, მაგრამ ხდება. ერთხელ გოგონას დავურეკეთ, ბესოს უნდა შეგარიგოთ-მეთქი და, რომელ ბესოს, გააჩნიაო.

თაკო: ერთ ბიჭს დავურეკეთ, რომელთანაც შერიგებას გოგონა ითხოვდა. აღმოჩნდა, რომ იმ ბიჭს ცოლ-შვილი ჰყავდა.

ბეგი: პირდაპირ ეთერში რომ ვკითხე დაშორების მიზეზი, ცოლ-შვილი მყავსო, მიპასუხა.

თაკო: სახელიც კი ვერ გაიხსენა იმ ადამიანის, ძლივს მივახვედრეთ. აი, ასეთები ხართ კაცები!

ბეგი: გადაცემის დროს მე და თაკო ყოველთვის ვკამათობთ, რადგან ორივეს რადიკალურად განსხვავებული პოზიცია გვაქვს. მაგალითად, გვქონდა თემა „ქორწილი“. თაკო უფრო ევროპული ტიპის ქორწილის მომხრე იყო, მე კი ტრადიციული, ჩოხა-ახალუხით, თავისი „მრავალჟამიერით“ და ასე შემდეგ. მიუხედავად ყველაფრისა, გადაცემის ბოლოს ვცდილობთ, ჩვენც შევრიგდეთ, რაც ხან გამოგვდის, ხან – არა.

თაკო: ფაქტობრივად, იმ წყვილთან ერთად ჩვენი შერიგებაც ხდება. ხშირ შემთხვევაში ეთერში ვრიგდებით, მაგრამ ისე – არა.

– ეთერს მიღმა როგორია თქვენი ურთიერთობა? ხშირ შემთხვევაში მსმენელს უჩნდება კითხვა: იქნებ მართლა შეყვარებულია ეს ორი ადამიანი ერთმანეთზე?

ბეგი: გადაცემის მსვლელობის დროს ისეთი ურთიერთობა გვაქვს მე და თაკოს, რომ არც ერთ შეყვარებულ წყვილს არ ვუსურვებდი. ერთი-ორჯერ ხელიც კი მომხვდა. რა ვიცი, სიმართლე გითხრათ, ცუდი გოგო არ არის. ძალიან სასიამოვნო ადამიანია. როგორც ვიცი, მისი გული ჯერ არ არის დაპყრობილი.

თაკო: ესე იგი, ცდილობ, ამ გადაცემის მეშვეობით ჩემი გული დაიპყრო?

ბეგი: რატომაც არა?!

– გამოდის, შენი გულიც თავისუფალია, ბეგი.

– ჯერჯერობით კი.

თაკო: ბეგის ფანებმა ერთხელ ისიც კი მომწერეს, ცოტა ხნით გვათხოვე ბეგიო. მე კი ვუპასუხე, თხოვნით ვერ გათხოვებთ, მაშინ სულ წაიყვანეთ-მეთქი.

ბეგი: ხედავ, როგორ ვუყვარვარ?

– ჭორები თუ გსმენიათ თქვენ შესახებ?

– რამდენიმე მსმენელმა მოგვწერა, თქვენი გადაცემის ფორმატია თუ მართლა გიყვართ ერთმანეთიო? „მხიარული რომანი“ თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ეთერში რომანი უნდა იყოს, მაგრამ, რაღა დაგიმალოთ და, უკვე ხუთი წელია, ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და ამაზე უკეთეს ადამიანთან რომანს ვერ გავაბამდი.

– კარგად გამოგდით პირდაპირ ეთერში წყვილში მუშაობა?

თაკო: გახსნის დღიდან „არ დაიდარდოს“ მუსიკალური წამყვანები ვართ. ყველა დღესასწაულზე, იქნება ეს ახალი წელი, აღდგომა თუ სხვა, ყოველთვის წყვილში გამოვდივართ. ახლა კი ისე გამოვიდა, რომ ყოველ ოთხშაბათს გვიწევს მე და ბეგის წყვილში მუშაობა.

ბეგი: ჩვენი კოლექტივიდან თაკოს ყველაზე კარგად ვიცნობ. როცა ამ გადაცემის იდეა გაჩნდა, თავიდანვე დარწმუნებული ვიყავით, რომ ერთად მუშაობა სასიამოვნო იქნებოდა.

– ერთმანეთს როგორ დაახასიათებთ?

თაკო: ამ ადამიანს მე მხოლოდ და მხოლოდ დადებითად დავახასიათებ. ურთიერთობაში ძალიან თბილი და ძალიან ყურადღებიანია.

ბეგი: თაკო ისეთი ადამიანია, რომელსაც ქალობის მოხდენა შეუძლია. ის ძალიან გულახდილი, ლამაზი და კარგი ადამიანია. არის ნიჭიერი მომღერალი, საკმაოდ ბუზღუნა და პანიკიორი.

– გადაცემის დროს უხერხული თემებიც გაქვთ ხოლმე. ადვილად გთანხმდებიან სტუმრები საუბარზე თუ გაუფრთხილებლად რთავთ პირდაპირ ეთერში?

– მაგალითად, გვქონდა თემა „ღალატი.“ როცა სპეციალურ სტუმრებს დავუსვით შეკითხვა, გიღალატიათ თუ არა საყვარელი ადამიანისთვისო, არც ერთი არ ელოდა ამას, მაგრამ ყველამ აღიარა რომ უღალატიათ.

თაკო: ბევრმა საერთოდ უარი გვითხრა ღალატის თემის კომენტარზე. ასეთებიც ხდება ხოლმე.

– ორივეს სიმღერები მუსიკალურ ბაზაშია შეტანილი და ისინი „არ დაიდარდოს“ მსმენელთათვის კარგად არის ცნობილი.

ბეგი: თაკო სტაჟიანი მომღერალია, მე ჩემთვის ვღიღინებ.

თაკო: ერთ პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ: მე და ბეგი ერთობლივად ვაპირებთ სიმღერის ჩაწერას. ეს ქალაქური სიმღერა უნდა იყოს. სხვათა შორის, ამ ჟანრის სიმღერა არასდროს მიმღერია.

ბეგი: გვინდა, ძალიან დასამახსოვრებელი სიმღერა ჩავწეროთ. არ გვინდა, რომ სიმღერა ერთ ან ორ თვეში „მოკვდეს.“ ამიტომ, გვირჩევნია, დიდი დრო დავხარჯოთ და მიზანში გავარტყათ. იმედი მაქვს, მსმენელს მოეწონება, ისევე როგორც ჩვენ ვისიამოვნეთ ერთმანეთის ნამღერით.

– ერთმანეთს რას უსურვებთ?

თაკო: ბეგის ჩემს ატანასა და გაძლებას ვუსურვებ. ბეგი კარგი პიროვნებაა და ბევრ წარმატებას ვუსურვებ.

ბეგი: მე კი თაკოს დიდ, უღალატო, ნამდვილ სიყვარულს ვუსურვებ. ჭამის მადა ნუ მოუშალოს ღმერთმა და, ასევე, ესწავლოს დათმობა.

– რაც შეეხება მსმენელს?

– ჩვენს მსმენელს – უბერებელ სიყვარულს...

თაკო: და მხიარულ რომანს გისურვებთ.

მარიკა ხიდურელი


скачать dle 11.3