კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: რა ნივთიერებაა Q10 და რატომ იყენებენ მას კოსმეტიკაში?

პასუხი: Q10 – კოენზიმი, რომელსაც „სიცოცხლის ენერგიას“ უწოდებენ – ეს არის ნივთიერება, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ორგანიზმის თითოეულმა უჯრედმა (მათ შორის – კანმაც) გამოიმუშაოს ენერგია. ამიტომაც იყენებენ მას კოსმეტიკაში.

კითხვა: ძალიან მინდა, მოვსინჯო, მომიხდება თუ არა მკვეთრი მაკიაჟი, მაგრამ არ ვიცი, რაზე გავაკეთო აქცენტი. რას მირჩევთ?

პასუხი: მკვეთრი მაკიაჟის დროს აქცენტი გააკეთეთ ტუჩებზე. ამ სეზონზე აქტუალურია ვარდისფერი, რომელიც ოდნავ გადადის წითელში. თავიდან ტუჩებზე წაისვით ბაცი ტონალური კრემის თხელი, თანაბარი ფენა. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ტუჩის საცხი არ გაითხაპნოს და დიდხანს გაჩერდეს. შემდეგ გაიკეთეთ კონტური პომადაზე ნახევარი ტონით მუქი ფანქრით (ოღონდ, ფანქრის ფერი არ უნდა იყოს ტუჩის საცხზე უფრო მკვეთრი) და შემდეგ წაისვით თქვენთვის სასურველი პომადა.

ტუჩის საცხის შესაბამისი ტონალობის უნდა იყოს თვალების „ჩრდილი“ და რუჟი. დასაშვებია წამწამების მსუბუქად დატუშვა და კონტურის გაკეთება.

კითხვა: რატომ ხდება, რომ ერთი და იგივე დიეტა ერთისთვის ეფექტური და შედეგიანია, მეორისთვის კი – არა. გასაგებია, რომ ყველა ადამიანზე ინდივიდუალურად მოქმედებს დიეტაც და წამალიც, მაგრამ, მაინტერესებს, რატომ არის ერთნაირი დიეტის შემთხვევაში ასეთი განსხვავებული შედეგი?

პასუხი: სხვადასხვა ადამიანზე ერთი და იგივე დიეტის განსხვავებული შედეგი დამოკიდებულია იმაზე, აკლია თუ არა ორგანიზმს იოდი. რაც უფრო მეტად აქვს ადამიანს იოდის დეფიციტი, მით უშედეგოა ნებისმიერი დიეტა.

კითხვა: ამ ბოლო ხანებში არაერთხელ გავიგე ახალი ტერმინი – პილატესი. რას ნიშნავს ეს სიტყვა?

პასუხი: პილატესი – ეს არის ფიტნესის ახალი, მოდური მიმართულება, რომელიც ეხმარება ადამიანს არა მარტო ტანის კორექციაში, არამედ შესამჩნევად აღადგენს ხერხემლის მოძრაობის უნარს.

კითხვა: უწყობს თუ არა ხელს სწრაფ ზრდას თმის ბოლოების რეგულარულად შეჭრა-შესწორება?

პასუხი: თავისთავად, შეჭრა-შესწორება თმის ზრდას ხელს არ უწყობს, მაგრამ თუ თმის დაზიანებულ და გაყოფილ ბოლოებს ხშირად არ მოიჭრით, ის ხელს შეუშლის ზრდას და მთელ თმას დაგიზიანებთ.

კითხვა: რა ფერის რუჟია („რუმიანა“) წელს აქტუალური და როგორ უნდა წავისვათ, რომ ყვრიმალები ზომიერად გამოიკვეთოს?

პასუხი: თუ თქვენ ახლანდელ სეზონს გულისხმობთ, აქტუალურია ატმისფერი რუჟი. ყვრიმალების ზომიერად გამოსაკვეთად, წასმა დაიწყეთ ცხვირის მხრიდან საფეთქლისკენ და მერე ფუნჯით გადაანაწილეთ მთელ ყვრიმალზე, ოღონდ, ძალიან ბევრის წასმა არ მოგივიდეთ, თორემ თქვენი სახე ბუნებრიობას დაკარგავს.


скачать dle 11.3