კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაინც ვიზიდავთ...

მამაკაცები და ქალები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ მაინც ვერაფრით ძლებენ უერთმანეთოდ. პლუსი და მინუსი ყოველთვის იზიდავს ერთმანეთს. ჩვენ გვინდა ერთმანეთთან სიახლოვე, ამაში გასაკვირი არაფერია. არც ის არის გასაოცარი, რომ დასახული მიზნისკენ, ანუ დაახლოებისკენ სხვადასხვა გზით მივდივართ. მამაკაცებს მოქმედების საკუთარი პრინციპები და გეგმები აქვთ, ქალებს – საკუთარი. თუმცა, არის მომენტები, როცა ჩვენი ემოციები, ზოგჯერ კი – ქმედებაც, აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითად, ქალების 93 და მამაკაცების 92 პროცენტი მიიჩნევს, რომ სიყვარულის საუკეთესო გამოვლინება ტუჩებში კოცნაა. თუმცა, ქალები კოცნისას თვალებს ხუჭავენ და პარტნიორს ბოლომდე მიენდობიან, მამაკაცები კი, ასეთ დროსაც ცდილობენ, სიტუაციის გაკონტროლებას. ისინი აკვირდებიან პარტნიორის რეაქციას. რას იზამთ, მამაკაცი მაინც მამაკაცად რჩება.

კიდევ ერთი საინტერესო განსხვავება: ქალები კოცნაობენ ჩასუნთქულ მდგომარეობაში, მამაკაცები კი – ამოსუნთქულები. მთელი არსი კი ისაა, რომ სუსტი სქესი ფილტვებით სუნთქავს, მამაკაცი – გულით.

არც ეს გაიოცოთ, ჩვენ ხომ განსხვავებულები ვართ, პლუსი და მინუსი... და მაინც ვიზიდავთ ერთმანეთს.

ამბობენ, რომ ქალები მამაკაცებზე „სიმულანტები” არიან და ზოგიერთს ამის გამო, სინდისიც კი ქენჯნის. ნუ იდარდებთ, ქალბატონებო, მამაკაცებიც არანაკლებ თვალთმაქცობენ. უბრალოდ, მამაკაცებს პოზა „უჭირავთ” ისეთი, რომ თვალთმაქცობა მათთვის უცხოა. არადა, მშვენივრად ახერხებენ თავის მოჩვენებასაც, მოკატუნებასაც და „შეყვარებასაც.” ისე თამაშობენ, ეჭვს ვერაფერში შეიტან. მამაკაცებს არაფერი აქვთ იმის საწინააღმდეგო, რომ ქალმა იაქტიუროს, მაგრამ ხმამაღლა ამას არაფრით აღიარებენ. სიამოვნებით „შეებმებიან” და „ებმებიან” კიდეც ქალის დაგებულ მახეში, მაგრამ თამაშობენ, რომ ქალბატონი იქით „შეაბეს”. ასე რომ, იმოქმედეთ დამშვიდებული სინდისით. პლუსს ისე სჭირდება მინუსი, როგორც მინუსს პლუსი. ჩვენ ისევ ძველებურად ვიზიდავთ ერთმანეთს...


скачать dle 11.3