კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

მეგობრობა ერთ ჭერქვეშ

„მეგობრებო, ვიცხოვროთ ერთად და მეგობრულად“!.. – არა, ეს არ არის ერთი ცნობილი კატის ცნობილი ფრაზა ძველი მულტფილმიდან, ფსიქოლოგები ამას მეუღლეებს სთავაზობენ. აბა, დაფიქრდით, ვინ არის ჩვენთვის ყველაზე ახლობელი, ყველაზე ძვირფასი და საყვარელი? ის, ვისაც ყველაზე ხშირად ვეჩხუბებით და ვეკამათებით – დიახ, ჩვენი ერთადერთი და განუმეორებელი მეორე ნახევარი. ყველაზე ხშირად, სწორედ მასზე არ ვიყრით ჯავრს და ვანთხევთ ბოღმას?! მასთან არ ვიცლებით დღის განმავლობაში დაგროვილი ნეგატიური განცდებისგან?! ტყუილუბრალოდ ვეჩხუბებით და მერე ამის გამო სინდისი გვაწუხებს. არა, აუცილებლად უნდა შეცვალოთ ეს რეალობა, თანაც – სასწრაფოდ. დაფიქრდით, როგორ იქცევით უცხოებთან ან ნაცნობებთან: მაქსიმალურად ცდილობთ, მათზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინოთ, იყოთ ძალიან კორექტული და ახერხებთ კიდეც ამას. ზოგჯერ კორექტულობა და თავაზიანობა თქვენი ნიღაბია, რომელსაც მხოლოდ ყველაზე საყვარელ ადამიანებთან იხსნით. ლოგიკა ასეთია: „სახლში ხომ მაინც უნდა ვიყო ის, რაც ვარ?!“ გეთანხმებით. ეს ლოგიკურია, მაგრამ, რა დააშავეს იმ ადამიანებმა, რომლებიც სულ თქვენ გვერდით არიან და თქვენგან ელემენტარულ სითბოსა და ყურადღებას ელიან?! სწორედ სახლში არ უნდა მიიტანოთ ის ნეგატივი, რაც გარეთ მიიღეთ. თქვენ იმ ბატარეას არ უნდა დაემსგავსოთ, რომელიც გარეთ უარყოფითად იმუხტება, შინ კი ფეთქდება. უარყოფითი ემოციებისგან თავს ვერ დავიზღვევთ, ყოველ ნაბიჯზე – ქუჩაში, სამსახურში, სავაჭრო ცენტრში ვარდებით უსიამოვნო სიტუაციებში; გაღიზიანება გროვდება, გროვდება და სახლში ამოხეთქავს ხოლმე, თან, ხშირად სრულიად უმიზეზოდ. საყვარელ ადამიანებს არ ესმით, რას მოითხოვთ მათგან. არცთუ იშვიათად, თავადაც ვერ ხვდებით, რა გემართებათ. უბრალოდ, მოთმინების ფიალა სავსეა და ერთი წვეთიც საკმარისია, მის გადმოსაღვრელად.

როგორ უნდა მოიქცეთ, რომ შინაურებისთვის მუდმივმოქმედ ვულკანად არ იქცეთ?! – შეეცადეთ, ახლობლებში თქვენი მხარდამჭერი გუნდი დაინახოთ და მიეკედლოთ მათ.

ჩხუბი არ არის გამოსავალი, თუ დღის განმავლობაში რამე გეწყინებათ, მოუყევით მეუღლეს და უთხარით, რომ მასზე ძვირფასი არავინ გყავთ. თქვენც გულზე მოგეშვებათ და არც მას მოუშლით ნერვებს.

საერთოდ კი, ოჯახი თქვენი ციხესიმაგრე და თავშესაფარია. ნუ შეიტანთ იქ „ნაღმებს”, რომ მის სიმაგრესა და მთლიანობას საფრთხე არ შეუქმნათ.


скачать dle 11.3